ზესტაფონელებმა გარემონტებულ სარბიელზე ”სამტრედიას” 7:0 ძლევით საკლუბო რეკორდი გაიმეორეს
თვეზე მეტია, "ზესტაფონს" საკუთარ არენაზე არ ეთამაშა და დაბრუნება დამაჯერებელი გამარჯვებით აღნიშნა. "სამტრედიას" 7:0 ძლევით ზესტაფონელებმა სამი წლის წინ თელავის "კახეთთან" დაფიქსირებული საკლუბო რეკორდი გაიმეორეს. სტუმრებისთვის კი ეს შედეგი ანტირეკორდი იყო. რაც ”სამტრედია" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა, ასეთი დიდი სხვაობით არავისთან წაუგია.

ვიდრე მატჩის პერიპეტიებზე მოგითხროთ, ზესტაფონის მთავარ არენაზე ვთქვათ. კლუბის ხელმძღვანელობის მეცადინეობით სტადიონი კიდევ უფრო გაკოხტავდა და მინდვრის საფარიც მოწესრიგდა. ვიდეოოპერატორებისთვის კი პრესლოჟასთან ახლოს რკინის კონსტრუქციებით სპეციალური სადგომი დამონტაჟდა. ფინანსური პრობლემების მიუხედავად სამტრედიელები ჩემპიონატში საკმაოდ კარგად ასპარეზობდნენ და მათგან სიურპრიზი ახლაც არ იქნებოდა მოულოდნელი, მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდმა სტუმრებს გასაქანი არ მისცა და თავიდანვე გადაწყვიტა მატჩის ბედი.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. ყველაზე მეტად მარცხენაფლანგელი ზაალ ელიავა აქტიურობდა, რომლის ყოველი ჩართვა შეტევაში სტუმრებისთვის სახიფათო იყო. მართალია, ჯაბა დვალმა მის ჩაწოდებას ზუსტი თავური ვერ შეაგება, მაგრამ 21-ე წუთზე სწორედ ელიავას აქტიურობისა და ფლანგური პასის შემდეგ გახსნა ნიკოლოზ გელაშვილმა ანგარიში. 34-ე წუთზე სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დვალმა საჯარიმოს მისადგომებთან სპარტაკ გოგიას მოჰპარა ბურთი და მასვე წესების დარღვევით რომ არ შეეჩერებინა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდებოდა. გიორგი ვადაჭკორიამ ბოლო იმედის ჯარიმა დააფიქსირა და გოგია წითელი ბარათით დასაჯა. 10 ფეხბურთელის ამარა დარჩენილი ”სამტრედია" ფეროელთა მასირებულ შეტევებს ვეღარ გაუმკლავდა და ტაიმის მიწურულს კიდევ ორი ბურთი გაუშვა. ჰეთ თრიკი გელაშვილმა შეასრულა: 42-ე წუთზე გიორგი ონიანის დარტყმის შემდეგ მეკარის მიერ უხერხულად მოგერიებულ ბურთს დაამატა - 2:0, 45-ეზე კი შოთა ბაბუნაშვილის გამჭოლ გადაცემას ფეხი შეაგება და ეფექტური გოლით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 3:0

მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მეორე ტაიმში გელა სანაიამ მოედანზე დავით კირკიტაძე და ვალტერ გუჩუა შეიყვანა, თუმცა, მათაც ვერაფერი შესძინეს საკუთარ გუნდს. 56-ე წუთზე დვალის დარტმის შემდეგ მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს შოთა გრიგალაშვილი კარში თავით გზავნიდა და გიორგი ხუმარაშვილმა საჯარიმოში ხელით მოიგერია. რის გამოც პენალტთან ერთად წითელი ბარათიც ”აიკიდა" და სამტრედიელები მოედანზე 9 ფეხბურთელის ამარა დარჩნენ. 11-მეტრიანი კი შეცვლაზე შესულმა რატი წინამძღვრიშვილმა აუღელვებლად გაიტანა - 4:0.

”ზესტაფონმა" მეტოქე არ დაინდო და მატჩის ბოლომდე კიდევ სამჯერ დალაშქრა ლაშა ძაგანიას კარი. 62-ე წუთზე წინამძღვრიშვილმა დვალი დატოვა მეკარესთან პირისპირ -5:0. ცოტა ხანში ცხრაკაციან ”სამტრედიასაც" ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ პაატა ბაკარანძემ ხელსაყრელი სიტუაციით ვერ ისარგებლა. მე-80 წუთზე დვალმა შეცვლაზე შესული გოგა ფიფიას გადაცემის შემდეგ დუბლი მიითვალა - 6:0. გოლის გატანა თავად ფიფიასაც შეეძლო, სოლორეიდით ხუთი მეტოქე ჩამოიცილა, მეკარესთან პირისპირაც გავიდა, მაგრამ კარს მცირედით ააცილა. დვალის დარად დუბლი შეასრულა წინამძღვრიშვილმაც, რომელმაც გრიგალაშვილის გადაცემა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა - 7:0 და თამაშიც იქვე დასრულდა.

სამტრედიელები დიდი ანგარიშით დამარცხებასთან ერთად გოგიასა და ხუმარაშვილის დისკვალიფიკაციაზეც არანაკლებ წუხდნენ. მორიგ ტურში ისინი რუსთავის ”ოლიმპს" მასპინძლობენ და ჩემპიონთან ორი წამყვანი მცველის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა. ”ზესტაფონი" კი თანდათან იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს.

ზესტაფონი-სამტრედია 7:0

ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 1500 მაყურებელი

1:0 გელაშვილი (21. ელიავას პასით), 2:0 გელაშვილი (42), 3:0 გელაშვილი (45. ბაბუნაშვილის პასით), 4:0 წინამძღვრიშვილი (57. პენ.), 5:0 დვალი (62. წინამძღვრიშვილის პასით), 6:0 დვალი (80. ფიფიას პასით), 7:0 წინამძღვრიშვილი (90. გრიგალაშვილის პასით)

4-1-3-2

ზესტაფონი სამტრედია

4-4-1-1

რ. კვასხვაძე ძაგანია

ბენაშვილი სოსელია

გ. ონიანი გოგია

ხიდეშელი ხუმარაშვილი

ელიავა კირთაძე

დაუშვილი ქებაძე

აფციაური ბაკურაძე

ბაბუნაშვილი ფურთუხია

გრიგალაშვილი ბაკარანძე

დვალი ჩომახიძე

გელაშვილი კვერენჩხილაძე

მწვრთნელი: გ.გეგუჩაძე მწვრთნელი: გ. სანაია

ზესტაფონი

50. გელაშვილი-წინამძღვრიშვილი

61. ონიანი-კობახიძე

61. აფციაური-ფიფია

სათადარიგოები: მამალაძე, მაკარიანი, გორგიაშვილი, გ. მიქაბერიძე

სამტრედია

46. ფურთუხია - დ.კირკიტაძე

46. კვერენჩხილაძე - გუჩუა

61. ჩომახიძე - თ.შალიკაშვილი

სათადარიგოები: ჯინჭარაძე, ჩხიკვაძე, კაპანაძე, პავლიაშვილი

გაძევება: გოგია (33), ხუმარაშვილი (56)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო