თბილისის "დინამოში" მომხდარ ცვლილებებს საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის დამფუძნებელი ბესიკ აბაშიძე გამოეხმაურა
თბილისის "დინამოს" ბაზასთან გუნდის ფანების აქცია გაიმართა. გუნდიდან გაშვებულ და ტრანსფერზე დაყენებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, "გლადიატორებმა" უკმაყოფილება გამოხატეს, რის შემდეგაც კლუბის სპორტულ დირექტორ ირაკლი ვაშაკიძეს შეხვდნენ.

ამ შეხვედრიდან ბევრი არაფერი გამოსულა და არც არაფერი თქმულა. გასაგებია, რომ კლუბი თავად წყვეტს, როგორი საკადრო პოლიტიკა გაატაროს. სიმართლე ითქვას, გუნდიდან წასული ზოგიერთი ფეხბურთელი მართლაც ვერ აკმაყოფილებდა იმ დონეს, რაც "დინამოს" ეკადრება, მაგრამ არსებობს იურიდიული მხარეც.

"დინამოში" მომხდარ ცვლილებებს საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის დამფუძნებელი ბესიკ აბაშიძე გამოეხმაურა:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების დიდ ნაწილს "გაახალგაზრდავების", "ბიუჯეტის შემცირების" თუ სხვა არასპორტული საფუძვლით კლუბი ხელშეკრულებებს უწყვეტს.

მოვუწოდებთ ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც ეგრეთ წოდებული "წმენდა" შეეხო, რომ "დინამოს" მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივით შეთავაზებულ არანაირ დოკუმენტზე ხელი არ მოაწეროს და მოგვმართოს დახმარებისთვის.

ჩვენ მზად ვართ, თითოეული ფეხბურთელის ინტერესი დავიცვათ, როგორც ეს აქამდე გვიკეთებია და გარწმუნებთ, უკანონობა არავის შერჩება.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ქართულ ფეხბურთში ხელშეკრულების პირობების პატივისცემა და თითოეულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ ვალდებულების დარღვევა შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს.

თავად ფეხბურთელებმაც უნდა იაქტიურონ. რამდენიმემ უკვე მოგვმართა და შესაბამისი რეაგირება მოხდება.

ფიფას დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფეხბურთელისთვის მოქმედი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო კლუბებს ფინანსური სანქცია ეკისრებათ. ეს დადგენილება 2013 წლის 27 თებერვალს ციურიხშია მიღებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუდუ
გაგა, აი ეხლა ივანიშვილი რა შუაშია, გაფიცებ, მითხარი, რა! რას არ გაიგებ კაცი! კონკრეტულ მწვავე პრობლემაზეა ლაპარაკი და თუ მაინცდამაინც ის პრობლემა გაგახსენდათ ახლა, იმ საქციელზე სპორტის სამინისტროს ქონდა მწვავე რეაქცია და პასუხიც მოეთხოვა "დინამოს".
gaga
არაფრის გამკეტებელი ხალხი ვართ ქართველები იმის მაგივრად რომ გავძლიერდეთ უფრო დაასუსტა გუნდი. და კიდევ ფიფა არ აზლევს აფხაზებს ტამაშის საშვალებას გამყიდველი ქართველები კი უკანონებს დამოკიდებლობას ივანიშვილის მითითებით
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ᓚ
ლანჩხუთის "გურია": კლუბში ირაკლი ვაშაკიძე იმუშავებს, გუნდს კი ჯერ გიგლა იმნაძე გაწვრთნის
ირაკლი ვაშაკიძე: პრობლემა მოგვარდა, "გურია" უმაღლეს ლიგაში რჩება!..
"დინამოს" და კვარაცხელიას მაგალითი - როგორ უნდა დაშორდნენ კლუბი და ფეხბურთელი
"ქართველ ფეხბურთელს სულ უნდა მოსთხოვო და ძალით ამოქაჩო..."
როგორ დაბრუნდა ფეხბურთი თელავში...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს
"...პაპუნაშვილს მანამდე არც დუბლებში ათამაშებდნენ და არც - "დინამო 2"-ში"
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
გზა ევრობასკეტ 2021-სკენ: სტეფანია, ტურაშვილი, ვაშაკიძე, ბარამიძე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა