სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სპორტსმენთა და ნაკრები გუნდების პრემირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სპორტსმენთა და ნაკრები გუნდების პრემირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სამინისტროს ცნობით, მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყო 5 297 115 ლარი სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში 2013 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისებისა და ასევე, სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში 2013 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.

"ვინაიდან ზემოაღნიშნული განკარგულება ითვალისწინებდა მხოლოდ 2013 წლის 1-ელ ნოემბრამდე გამართული შეჯიბრებების მიხედვით წახალისებას, მიმდინარე წლის ღონისძიებების საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, რომ 2013 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ მიღწეული ანალოგიური შედეგებისთვისაც მოხდეს საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების, მწვრთნელების (მათ შორის, პირადი მწვრთნელების), საექიმო პერსონალის (ასევე, სათამაშო სახეობებში ადმინისტრაციული პერსონალის) წახალისება ზუსტად იგივე პრინციპების საფუძველზე, როგორც ეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის #1978 განკარგულებაშია მითითებული", - აცხადებენ სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, 2013 წლის 1-ელი ნოემბრიდან ქართველმა სპორტსმენებმა მიაღწიეს წარმატებებს თავისუფალ და ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში, ტანვარჯიშში, კრივსა და სამბოში.

ასევე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მოიპოვა გამარჯვება ორ სარეიტინგო მატჩში კანადისა და სამოას ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან.

შესაბამისად, სამინისტროს განცხადებით, მოცემულ შემთხვევაშიც იგივე ოდენობის თანხები უნდა იქნეს გამოყოფილი წახალისებისთვის, რაც ანალოგიური შედეგებისთვის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის #1978 განკარგულებით არის გათვალისწინებული.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადებულ იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ".

პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უნდა გამოუყოს 680 850 ლარი, მათ შორის 420 240 ლარი - სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებში (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ტანვარჯიში (ბატუტზე ხტომა), კრივი) 2013 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით; საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით 141 610 ლარი - სპორტის ინდივიდუალურ არაოლიმპიურ სახეობებში (სამბო) 2013 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით; საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით 119 000 ლარი - სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში (რაგბი) 2013 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით", - აცხადებენ სამინისტროში.

წყარო: interpressnews.ge

aleqsandre
რა წარმატებას მიაღწიეს რომ ფეხბურთს პრემიები გამოუყონ?
sss
ამათ საერთოდ ეტყობა ფეხბურთი უკაცრავად და ფეხებზე კიდიათ
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...