ქართველმა კალათბურთელმა "პეპერდაინთან" სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 34 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში კონფერენციის მატჩები დაიწყო. თუკი აქამდე გუნდები არეულად თამაშობდნენ, ნებისმიერი ნებისმიერს შეიძლება შეხვედროდა, დღეიდან ყველა საკუთარ კონფერენციაში ისპარეზებს.

დუდა სანაძის "სან დიეგომ" აქამდე გამართული 13 არასაკონფერენციო მატჩიდან 9 მოიგო, 28 დეკემბერს კი "ვესთ ქოუსთის" კონფერენციის პირველივე მატჩში "პეპერდაინთან" დამარცხდა - 64:75.

შეხვედრა "პეპერდაინის" მოედანზე, მზიან მალიბუში გაიმართა. მასპინძლებს 12 არასაკონფერენციო მატჩიდან მხოლოდ 7 მოგება ჰქონდათ, თუმცა უკეთესი შედეგის მქონე სანდიეგოელების დამარცხება არ გასჭირვებიათ.

მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმის პირველ ნახევარს, დამაჯერებლად ლიდერობდნენ.

10 ქულით ჩამოჩენილმა "სან დიეგომ" მეორე ტაიმის დასაწყისში შტურმი წამოიწყო და დაწინაურდა (53:52) კიდეც, თუმცა მასპინძლებმა მალევე დაალაგეს თამაში და ლიდერობა კვლავ 10 ქულამდე გაზარდეს.

მატჩი ისე ჩამთავრდა, რომ სანდიეგოელებს მოგების შანსი აღარ გასჩენიათ.

სანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 34 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო.

სანდიეგოელთა შორის 26 ქულით საუკეთესო ჯონი დი იყო, დენის კრამერმა კი 13 მოაგროვა. გამარჯვებულ პეპერდაინელებს 20 ქულით მალკოლმ ბრუკსმა ულიდერა.

მომდევნო მატჩს "სან დიეგო" 30 დეკემბერს, სტუმრად "ლოიოლა ლაიონსთან" გამართავს.

წყარო: www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს
დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"
დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები
დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება
დუდა სანაძის MVP-ს ტიტული და 21 ქულა "ბეტესდასთან"
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა