13 იანვარს შევიტყობთ, ვინ იყო წლის საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე
ბრძოლა "ოქროს ბურთი 2013-ისთვის" ეშხში შედის - 13 იანვარს შევიტყობთ, ვინ იყო წლის საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე.

პრეტენდენტი სამია: კრიშტიანო რონალდო (მადრიდის "რეალი", პორტუგალია, 28 წლის), ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა, 26 წლის) და ფრანკ რიბერი (მიუნხენის "ბაიერნი", საფრანგეთი, 30 წლის).

თქვენ წინაშეა სამი მართლაც საოცარი ფეხბურთელი, თუმცა ტიტული ერთია. მაშ ასე, რომელი მათგანი იმსახურებს "ოქროს ბურთს" უფრო?

"ლელო week" შეეცადა, გაერკვია ეს, თუმცა ჩვენ მიზეზებს ჩამოვთვლით, დასკვნა კი მკითხველისთვის მიგვინდვია.

ფრანკ ანრი პიერ რიბერი

კლუბი: ბაიერნი

ქვეყანა: საფრანგეთი

ასაკი: 30

დაიბადა: ბულონ სურ მერი, ნორ პა დე კალე (საფრ)

პოზიცია: გარემარბი

სიმაღლე: 170 სმ.

კარიერა: "ბულონი" (2000-02); "ალესი" (2002-2003); "ბრესტი" (2003-2004); "მეცი" (2004-2005); "გალათასარაი" (2005); მარსელი" (2005-2007); "ბაიერნი" (2007-დღემ დე).

რატომ ეკუთვნის

2013 წელს ფრანკ რიბერიმ მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც საკლუბო ფეხბურთში შესაძლებელია: ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი.

იუპ ჰაინკესის გუნდმა საოცარი ჰეთთრიკი შეასრულა, მისი საუკეთესო ფეხბურთელი კი უდავოდ ფრანგი გარემარბი იყო.

უკვე ხოსეპ გვარდიოლას თავკაცობით, რიბერიმ უეფას სუპერთასიც მოიგო "ჩელსისთან" დაპირისპირებაში. წლის ბოლოს კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა.

ერთადერთი საკლუბო ტურნირი, რომლიდანაც ფრანკი დამარცხებული გამოვიდა, გერმანიის სუპერთასია.

რატომ არ ეკუთვნის

"ოქროს ბურთი" რომ გუნდური პრიზი იყოს, ის რიბერის ალალად ეკუთვნის, მაგრამ ის ინდივიდუალური ტიტულია. ინდივიდუალურად კი "ბაიერნის" სუპერ-წარმატებაში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს მიუძღვის დიდი წვლილი.

2013 წლის განმავლობაში ფრანკი დიდებულად თამაშობდა, მაგრამ ნაკლებად ეფექტურად, ვიდრე მისი ორი კონკურენტი.

რიბერის წლის ჰაილაითები

18 მაისი: "ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგა მოიგო, 15 საგოლე პასით ჩემპიონატში ყველას აჯობა. ბოლო ტურში "გლადბახის" კარში დუბლი შეასრულა.

25 მაისი: "ბაიერნთან" ერთად გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

29 აგვისტო: გახდა უეფას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, აჯობა რა მესის და რონალდოს.

30 აგვისტო: ევროპის სუპერთასზე "ჩელსის" კარში გოლი გაიტანა, "ბაიერნმა" კი პენალტების სერიაში იმარჯვა.

10 სექტემბერი: მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში ბელარუსის წინააღმდეგ დუბლი გაახერხა.

23 ოქტომბერი: ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენის" კარში დუბლი შეასრულა.

7 დეკემბერი: "ვერდერის" 7:0 განადგურებაში დუბლი შეასრულა.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ბუნდესლიგა. XXXIV ტური: ჰამბურგში დრო გაჩერდა... [VIDEO]
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
"ოქროს ბურთი"? მე პრემიერლიგის მოგება მირჩევნია" - მოჰამედ სალაჰი
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
"მეგონა სიაში უფრო წინ ვიქნებოდი, ასეთი ჯილდოები ზოგჯერ უსამართლოა" - ლაუტარო მარტინესმა "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა
"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
2025 Ballon d’Or. გენიალური "კვარადონა" "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა ათეულშია
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება