40 წლის ედგარ დავიდსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ყველასათვის კარგად ცნობილმა ედგარ დავიდსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მართალია, ჯერ კიდევ არაა გამორიცხული, რომ გადაიფიქროს და ბუცები ლურსმანზე არ ჩამოკიდოს, რადგან მისი განცხადება ცხელ გულზე იყო გაკეთებული, მაგრამ მაინც...

40 წლის დავიდსი ინგლისის მეხუთე ლიგაში, კლუბ "ბარნეტის" მოთამაშე-მწვრთნელია. "სალისბერისთან" 1:2-ზე წაგებულ მატჩში დავიდსი ერთ-ერთ თანაგუნდელთან ერთად მოედნიდან გააძევეს (ეს ამ სეზონში მისთვის უკვე მესამე წითელი ბარათია, წინა სეზონში კი ორჯერ გააძევეს), რის შემდეგაც მსაჯებს მისდგა და კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

"როგორც ჩანს, მსაჯების მიზანი ყოველთვის ჩემი გაძევება და ჩემი გუნდის დაჩაგვრაა. არბიტრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთის თამაშის სიამოვნება წამართვან. ასეთ ვითარებაში კლუბის მიერ დასახული მიზნების მიღწევაც ძალიან ძნელია. ასე გაგრძელება არ მინდა," - თქვა დავიდსმა.

ჩვენი ინგლისელი და ჰოლანდიელი კოლეგების აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შესანიშნავი კარიერა დასასრულს უახლოვდება.

სურინამში დაბადებული ედგარ დავიდსი აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში ისეთ გრანდებში თამაშობდა, როგორებიცაა "აიაქსი", "მილანი", "იუვენტუსი", "ბარსელონა", "ინტერი" და "ტოტენჰემი". 2007 წლის იანვარში 33 წლის დავიდსი "აიაქსში" დაბრუნდა, ერთი წლის წინ კი "პიტბული" "ბარნეტის" მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. ჰოლანდიის ნაკრებში დავიდსს ევროპის სამ და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ᓔᓠᕘᓙ ᓢᓝᓰᕘᕠᕘ: "ᓘᓜᓢᓔᓠᓡ" ᓓᓐᕕᕘᕓᓡᓘᓡ ᓐᓜ ᓒᕐᓢᕣᓖᓝᓡᕜᓐᓘᓠᓘ ᓤᓔᓮᕑᓣᕠᓗᓔᓚᕘ ᕡᓭᕘᕠᕓᕔᓑᓐ
დავიდსი პირველივე მატჩში ჩხუბის გამო გააძევეს - ედგარმა პორტუგალიური გუნდი ჩაიბარა
სერია A ადრე და ახლა: ციფრებში ასახული ისედაც ნათელი განსხვავება
არბელოა: რონალდოს მისია მე უნდა ვიტვირთო
შოთა არველაძემ მსოფლიოს ნაკრებში გაიტანა [VIDEO]
10 ცნობილი ფეხბურთელი, რომლებმაც იტალიის ჩემპიონატის სამ წამყვან კლუბში ითამაშეს