დამალობანა პოლონურად: რობერტი ხელშეკრულების გასაფორმებლად საცხობის გავლით მივიდა
გერმანული ტოპ-კლუბები - მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" მეორე წრისთვის მზადებას შეუდგნენ, მანამდე კი დახურეს თემა, რომელიც ორივე კლუბის გულშემატკივრებს დიდი ხნის განმავლობაში ანერვიულებდათ: შაბათს დორტმუნდელთა პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენში იმყოფებოდა.

25 წლის თავდამსხმელმა ნაშუადღევს "ბაიერნში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და რეკორდმაისტერთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რაც მიუნხენური გრანდის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის რეკორდია - ასეთი ხანგრძლივი კონტრაქტი სხვა არც ერთ ბაიერნელს არ აქვს გაფორმებული.

ხელფასი: 8 მილიონი ევრო წელიწადში

ჩვენი გერმანელი კოლეგები ლევანდოვსკის ბავარიულ ხელფასზეც წერენ: "ბილდის" ცნობით, რობერტი "ბაიერნში" ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ბავარიული გრანდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები ფრანკ რიბერი, ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი არიან - მათი ხელფასი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ევროა.

ამრიგად, ლევანდოვსკი "ბაიერნის" ფეხბურთელი ზაფხულიდან გახდება და რაც ყველაზე საინტერესოა, მიუნხენელებს ეს ტრანსფერი ერთი ცენტიც კი არ დაუჯდებათ, რადგან რობერტს "დორტმუნდთან" კონტრაქტი უმთავრდება. მან კონტრაქტი 2019 წლამდე რომ გააფორმა, ეს ინფორმაცია მიუნხენელებმა ოფიციალურად შაბათს დაადასტურეს:

"ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა, - ნათქვამია ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებაში, - რობერტ ლევანდოვსკი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომელიც "ბაიერნს" კიდევ უფრო გააძლიერებს."

დამალობანა

როგორც იცით, ლევანდოვსკის ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად 2014 წლის პირველი იანვრიდან შეეძლო. პოლონელი მიუნხენში შაბათს ვარშავიდან ჩავიდა და ჟურნალისტებს მთელი დღის განმავლობაში დამალობანას ეთამაშებოდა.

შუადღისას, სამედიცინო შემოწმების გასავლელად "ბაიერნის" მთავარი ექიმის, ჰანს-ვილჰელმ მიულერ ვოლფარტის კანტორაში მეზობლად მდებარე საცხობიდან გადავიდა, რათა ჟურნალისტებს არ გადაჰყროდა. სამედიცინო შემოწმების დასრულების შემდეგ კი, თავზე ქუდჩამოფხატებულმა და სახეზე კაშნეშემოხვეულმა სწრაფად მიაშურა შავი ფერის "აუდის", რომლითაც ლევანდოვსკი "ბაიერნის" ბოსებთან უკვე კონტრაქტზე ხელის მოსაწერად წაიყვანეს.

იცოდნენ თუ არა დორტმუნდში იმის შესახებ, რომ რობერტი მიუნხენში კონტრაქტს აფორმებდა? "ეს ამბავი არ გაგვიკვირდა, რადგან ყველაფერი შეთანხმებული იყო," - აცხადებს "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე და იქვე დასძენს: "რობერტთან ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს და არ მეშინია, რომ სეზონის მეორე ნახევარში ისე არ დაიხარჯება, როგორც საჭიროა. ლევანდოვსკი პროფესიონალია და "ბორუსიასთვის" ბოლომდე მაქსიმუმს გააკეთებს."

რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" რომ გადავიდოდა, ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გახდა, თუმცა ტრანსფერს ოფიციალურად არავინ ადასტურებდა, რის გამოც ამ გარიგებას საფეხბურთო გერმანიაში შაბათამდე ფარდაახდილ საიდუმლოს უწოდებდნენ.

ახლა კი დორტმუნდის "ბორუსიას", რომელიც 2011 და 2012 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამით "ბაიერნი" უკიდურესად შეურაცხყო, რეკორდმაისტერმა მარიო გიოტცეს შემდეგ მეორე ლიდერიც ოფიციალურად წაართვა. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" ყოფილ დამრიგებელ იუპ ჰაინკესს ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წამოსცდა, ლევანდოვსკიც ხომ მალე გადმოვაო, რაზეც დორტმუნდში მრისხანე რეაქცია ჰქონდათ.

დღეს "ბორუსიას" შეფ ვატცკეს გიოტცესა და ლევანდოვსკის დაკარგვაზე ასეთი რეაქცია აქვს: "ამ ტრანსფერებზე უკვე ყველაფერი ითქვა. მე მხოლოდ წინ ვიხედები!"

რუმენიგე: მანჯუკიჩს არ ვყიდით!

რამდენად ესადაგება რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნს"? "ბაიერნის" ექსგოლეადორი, 41 წლის ჯოვანი ელბერი ამბობს: "ბაიერნში" გადასვლა ნებისმიერი თავდამსხმელისთვის რისკია, ლევანდოვსკისთვის კი ორმაგი რისკი უნდა იყოს, რადგან ხოსეპ გვარდიოლა გუნდს ძალიან ხშირად კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე ათამაშებს."

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბავარიელები ზაფხულში მარიო მანჯუკიჩს გაყიდიან? რუმენიგე ამბობს, მის გაყიდვაზე არც კი ვფიქრობთო.

რამდენად რეალურია დავიდ ლუისის ტრანსფერი?

ახალი წლის დღეებში გერმანულ და ინგლისურ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ "ბაიერნი" ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი მცველით, დავიდ ლუისითაა დაინტერესებული.

რამდენად რეალურია 26 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერი მიუნხენში? რუმენიგემ ამ კითხვას ასე უპასუხა:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჭორია. ყოველ შემთხვევაში, იანვარში არავის დამატებას არ ვაპირებთ, საზაფხულო ტრანსფერებზე კი ჯერ არ ვფიქრობთ. არც არაფერი დაგვიგეგმავს და შესაბამისად, დასამალიც არაფერი გვაქვს. პირადად მე იმაზე ვოცნებობ, რომ ჰოლგერ ბადშტუბერი მალე გამოჯანმრთელდეს. ეს უკანასკნელი მწყობრში რომ ჩადგება, "ბაიერნისთვის" ახალწვეულივით იქნება, რადგან უკვე ძალიან დიდი ხანია, ფეხბურთი არ უთამაშია. ბადშტუბერი ძალიან კარგი ბიჭი და "ბაიერნისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია," - უთხრა რუმენიგემ Bayern TV-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
მანჯუკიჩი "მილანში" ჩაირიცხა - იბრაჰიმოვიჩი მეტოქეებს ემუქრება
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
რუმენიგეს განცხადებაზე მთელი გერმანია იცინის
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს
ფრთხილად, ფრანკ! - რუმენიგემ რიბერის საფრთხეებზე მიანიშნა...
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია
ახალი ჩემპიონთა ლიგა: ევოლუცია თუ რევოლუცია?
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
მარიო მანჯუკიჩმა "მანჩესტერში" გადაბარგება გადაწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
რუმენიგე: კოუტინიო ვარჯიშებზე, ზოგჯერ თამაშებშიც, აჩვენებს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია
რუმენიგე: რონალდოს 70 ბინძურ მილიონს უხდიან...
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
რუმენიგე: ლევანდოვსკი ადონისს ჰგავს, 35 წლისა რონალდოზე უკეთესი იქნება
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მარიო მანჯუკიჩი ყატარის "ალ-დუჰაილში" გადაბარგდა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ