არსებობს ერთი საინტერესო საიტი, რომელიც საფეხბურთო მწვრთნელთა რეიტინგებს აქვეყნებს

არსებობს ერთი საინტერესო საიტი, რომელიც საფეხბურთო მწვრთნელთა რეიტინგებს აქვეყნებს ორ კატეგორიაში - საკლუბო მწვრთნელები და სანაკრებო მწვრთნელები.

Football Coach World Ranking-ი საკმაოდ საინტერესოდ გვეჩვენა და გადავწყვიტეთ, ის თქვენთვის გაგვეცნო.

მწვრთნელები საკლუბო რეიტინგში ქულებს ყოველკვირეულად აგროვებენ, მსოფლიოს 40 მოწინავე ჩემპიონატში და თასზე მათი გუნდების ასპარეზობის შესაბამისად. მოქმედებს ე.წ. 52-კვირიანი რეიტინგ-სისტემა, დაახლოებით ისეთი, როგორიც თანამედროვე ჩოგბურთშია.

2013 წლის საბოლოო რეიტინგის მიხედვით, დღეისათვის ყველაზე ძლიერი საკლუბო მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა (პორტუგალია, "ჩელსი").

"განსაკუთრებულს" 15 190 ქულა აქვს. ნომერ მეორე მწვრთნელია დიეგო სიმეონე (არგენტინა, "ატლეტიკო") - 13 184 ბალი, ხოლო ნომერ მესამე - რაფაელ ბენიტესი (ესპანეთი, "ნაპოლი").

ჩამოვთვლით ათეულის სხვა წევრებსაც: 4. ხერარდო მარტინო (არგენტინა, "ბარსელონა"); 5. არსენ ვენგერი (საფრანგეთი, "არსენალი"); 6. იურგენ კლოპი (გერმანია, "დორტმუნდი"), 7. კარლო ანჩელოტი (იტალია, "რეალი"), 8. ჟორჟე ჟესუსი (პორტუგალია, "ბენფიკა"), 9. კუკა (ბრაზილია, "ატლეტიკო მინეირო") და 10. მანუელ პელეგრინი (ჩილე, "მანჩესტერ სიტი").

ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ არ არის სიაში ხოსეპ გვარდიოლა, თუმცა ყველაფერი ცხადი გახდება მას მერე, რაც გავიხსენებთ, რომ ქულების დარიცხვა 52-კვირიანი ციკლით ხდება, პეპი კი 2013 წლის ნახევარს უქმობდა.

მიუხედავად ამისა, ესპანელი რეიტინგში მე-16 ადგილზეა, მისი "ბაიერნი", უბრალოდ, დიდებულად თამაშობს.

შოთა და სხვები

ქართველ გულშემატკივრებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართველ მწვრთნელთა რეიტინგები აინტერესებს. რეიტინგში ხუთი ქართველი სპეციალისტია შესული, აქედან სამი საზღვარგარეთ მოღვაწეობს, ერთი უკვე აღარ მუშაობს და მხოლოდ ერთი წარმოადგენს უმაღლეს ლიგას.

მაშ ასე, ქართველ საკლუბო მწვრთნელებში საუკეთესო შოთა არველაძეა, "ქასიმფაშას" თავკაცს 2 443 ქულა აქვს და მსოფლიოში 239-ე ადგილზეა.

671 ქულით 730-ე ადგილზეა გორის "დილას" ყოფილი თავკაცი გიორგი დევდარიანი, რომელიც ახლა პროფესიულ კლუბს აღარ ხელმძღვანელობს.

339 ქულით 928-ე ადგილზეა კახაბერ ცხადაძე (ბაქოს "ინტერი"), 300 ქულით 958-ეა თამაზ პერტია (რიგის "სკონტო"), სოსო ფრუიძეს (საჩხერის "ჩიხურა") 50 ქულა აქვს და ის რეიტინგში 1 271-ე ადგილზეა.

ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონატი იმ 40 საუკეთესო ჩემპიონატის კატეგორიაში არ მოხვდა, რომელთაც დაწვრილებით ითვლიან და საქართველოში მოღვაწე მწვრთნელებს ქულები მხოლოდ ევროთასებზე ასპარეზობიდან აქვთ დაგროვებული.

დელ ბოსკე და ქეცბაია

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებს, აქ დათვლის სისტემა 40-თვიანი ციკლით განისაზღვრება. ეს ბუნებრივია - სანაკრებო მატჩების ინტენსივობა გაცილებით ნაკლებია.

დღეისათვის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეა (ესპანეთი) - 25 188 ქულა. მეორე ადგილზეა ბუნდესნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი - 21 422, მესამეზე ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი - 20 482 ქულა.

საქართველოს ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია 4 186 ქულით 76-ე პოზიციაზეა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ნაკრები რეიტინგ-ლისტში ასეულს მიღმაა, გუნდთან შესაბამისობაში ქეცბაია უკეთესი მწვრთნელი გამოდის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

roini
ქეცბას მაგინებლებო ენა ჩაიგდეთ ***
ეღირსა
ეღირსა ამ საიტს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის პოსტები. რა თქმა უნდა ქეცბაია უნდა დარჩეს და მობლატავე ფეხბურთელები წავიდნენ. 1994 - დღემდე შეკრული გუნდი არ გვყავს, იმიტომ რომ გვყავს ბლატნოი ფეხბურთელები, რომლებმაც ქეცბაიამდე მოინელეს ყველა მწვრთნელი.ბოლობოლო როდემდე უნდა ავიტანოთ შავი გაგების მქონე არაპატრიოტები ფეხბურთში და როდემდე უნდა უჭერდეს მხარს გაზეთი ლელო ამ შავი გაგების ფეხბურთელებს?
Gela
კიდევ რომ კეცბაიას აკებტ. მე მგონი მე გვარი მეშლება ან სხვა ვინმეზე ლაპარაკობტ.
vaxo28
ქეცბაია უნდა დარჩეს ნაკრებში ! და აი რატომ, ჩვენს გაზულუქებულ უნებისყოფო ფეხბურთელებს (ყველა არ იგულისხმება) სჭირდებათ ქეცბაიასნაირი მკაცრი, მომთოხვნი, ეჭვიანი!!! გულიანი და შეუვალი მწვრთნელი, აქამდე ყველა მწვთნელი მოინელეს ჩვენმა ფეხბურთელებმა თავიანთი ხასიათებით მარა ამას ვეფარეს ვერ უხერხებენ, რაც შეეხება ქეცბას კვალიფიკაციას (მიხედავად იმისა რომ მეტყველება არ უვარგა და ფიცხია) აქ სანერვიულო არ გვაქვს იმიტომ რომ კვიპროსის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე რომ გაიყვან 2 ჯერ და ტოლ სწორად ათამაშებ გრანდებთან მე ვფიქრობ ეს მის კვალიფიკაციაზე მეტყველებს, მოკლედ ქეცბა ნაკრებში უნდა იყოს ! არ ყავს ეს შემტევი ფეხბურთელები და რა ქნას ამ კაცმა თამაშობს დაცვითს, მარტო ოქრიაშვილი რას იზავს თავდასხმაში მძორი დვალიშვილი და გელაშვილი რო გეყოლება როგორ უნდა შეუტიო... საბედნიეროდ კარგი თაობა მოგვდის. მრავალ შობას დაესწარით.
SHUKOVANI
თემურ მაგარი ხარ !!!
რონალდინიო
ფეხბურთელები ხო ციდან ვარსკვლავებს წტყვეტენ მეგობარო ქეცბაიამ კვირპროსის ტაჩკა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ათამაშა ორჯერ თქვი ერთი ფეხბურთელი რომლის იმედიც გაქვს და რამეს აკეთებს და ქეცბა უშლის !
ku2
ქეცბაია როგორი მწრთვნელია? განა ამას კითხვა უნდა! გრენლანდიის ჩემპიონატი რომ ჩატარდეს აი მაშინ ნახეტ ქეცბა! ისე იმათმა ვისაც ის მწვრთნელი ჰგონია უინდა იცოდნენ (დარწმუნებუკლი ვარ იციან კიდეც), რომ ტუტუცია და ხეპრე!
guja_kakhadze
გვინდა უკეთესი, მაგრამ ამისთვის არაფერს ვაკეთებთ!!!!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[ჩვენ და ლატვიელები] გავასწოროთ ანგარიში
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ზაზა ჯანაშია: ქართველი მწვრთნელები სამშობლოს რეკლამას უკეთებენ
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...