ჩამოყალიბდება იურგენი ნამდვილ ჯენტლმენად?
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 2014 წელს, სპორტულ მიზნებთან ერთად, ერთი პირადი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანიც დაისახა: 46 წლის სპეციალისტს უნდა, რომ გაცილებით თავაზიანი და კეთილსახოვანი გახდეს. ეს განსაკუთრებით მედიასთან ურთიერთობას ეხება.

"საშობაო არდადეგებზე ყველაფერზე დავფიქრდი, პირველ რიგში კი, საკუთარ თავს ჩავუღრმავდი. მივხვდი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არ ვიყავი თავაზიანი და მიუხედავად იმისა, რომ ემოციური მიდგომა მომწონს, საკუთარ თავს ბევრი საქციელი არ მოვუწონე. ამიერიდან ვეცდები, რომ გაცილებით გამგებიანი და თავაზიანი ვიყო," - ეს სიტყვები კლოპმა 2014 წლის პირველივე პრესკონფერენციაზე თქვა და თვით რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის შესახებ დასმულ კითხვებზეც კი მსუბუქად, ქარიზმატულად რეაგირებდა და კარგ ხასიათზე იყო.

არადა, წინა თვეებში "დორტმუნდის" თავკაცი სხვანაირად, საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა - კრიტიკულ კითხვებზე ბრაზიანად რეაგირებდა, მსაჯებს კი პირდაპირ მოედანზე ლანძღავდა. მაგალითად, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მან ტელეკომპანია ZDF-ის ჟურნალისტ ბელა რეტის პირდაპირ მიახალა, ასეთი სისულელე მეორედ აღარ მკითხოო; "ჰოფენჰაიმთან" გასვლითი მატჩის შემდეგ კი "ბილდის" ჟურნალისტს შეუტია იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ჰკითხა, მარკო როისი ლაინსმენს რომ დაეჯახა, ნუთუ მსაჯი არ შეგეცოდათო.

"დღეს ასეთი კარგი მატჩი იყო, თქვენ კი საუნიტაზე შეკითხვებით მომმართავთ, რადგან სტატიაში სისულელეზე გსურთ ყურადღების გამახვილება!" - მიმართა მაშინ კლოპმა "ბილდის" კორესპონდენტს.

რა შეიცვლება 2014 წელს? კლოპი: "მე და ჩემი კოლეგები მივხვდით, რომ 2013 წელს ბევრი რამ არ იყო სრულყოფილი და 2014-ში ყველაფრის გამოსწორებას ვეცდებით. ეს პირადად ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია."

თავაზიანი კლოპი? სხვათა შორის, იურგენს მსაჯებთან ურთიერთობაზე არაფერი უთქვამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა