ნაახალწლევს მხატვრული ტანვარჯიშის სპეციალისტებმა სოციალურ ქსელებში დადეს ვიდეომასალა სათაურით - 2013 წლის მსოფლიოს ოქროს თაობა, რომელშიც 1997 წელს დაბადებული ხუთი მხატვრული ტანმოვარჯიშის ასპარეზობის საუკეთესო მომენტებია შესული.

ამ სპორტსმენებმა შარშან პირველად იასპარეზეს უფროსებში, ტანვარჯიშის სამყაროს უამრავი სიურპრიზი შესთავაზეს და ვარსკვლავთა ამქარში მოხვდნენ.

საუკეთესო ხუთეულს მეწინავეობს რუსი იანა კუდრიავცევა, რომელმაც 2013 წლის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე 3-3 ოქროს მედალი დაიმსახურა და მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ვიდეოკრებულში შევიდა ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ლიდერის - სალომე ფაჟავას ლენტით ასპარეზობის ეპიზოდები.

შეგახსენებთ, რომ სალომემ შარშან ევროპაზე დებიუტი მე-18, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-20 ადგილით აღნიშნა, თანაც ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა მოიპოვა 2015 წლის ევროპის ოლიმპიური თამაშების საგზური.

ფაჟავას და კუდრიავცევას გარდა, "ოქროს თაობის" ვიდეოკრებულში წარმოდგენილია ევგენია კანაევას და ირინა ჩაშინას ლეგენდარული მწვრთნელის - ვერა შტელბაუმსის შეგირდის მარია ტიტოვას (რუსეთი), ბელარუსი ეკატერინა ჰალკინას (კიევში მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-15 იყო) და აზერბაიჯანელი მარინა დურუნდას (მსოფლიოზე - მეთექვსმეტე) სხვადასხვა საგნით ასპარეზობის მომენტები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე