ტინა მაზემ მწვრთნელი გამოიცვალა
ჰოლანდიურმა კომპანია Infostrada-მ სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი თვით ადრე განაახლა მედლების ვირტუალური ცხრილი, რომელშიც შეტანილია იანვრის პირველ კვირას, ზამთრის სპორტის სახეობებში მსოფლიოს თასის ეტაპების შედეგები.

ცხრილის განახლების შემდეგ სოჭის ოლიმპიადაზე 14-14 ოქროს მედლით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ნორვეგიასა და აშშ-ს, თუმცა სკანდინავიელები ამერიკელებს მედლების საერთო რიცხვით უსწრებენ.

ო ვ ბ ს

1. ნორვეგია 14 12 10 36

2. აშშ 14 8 8 30

3. კანადა 11 14 6 31

4. გერმანია 10 11 12 33

5. საფრანგეთი 6 3 5 14

6. რუსეთი 5 6 4 15

7. კორეა 5 5 4 14

8. ჰოლანდია 5 4 4 13

9. ჩინეთი 4 4 4 12

10. ავსტრია 3 8 9 20

11. შვეიცარია 3 5 1 9

12. შვედეთი 3 3 1 7

13. სლოვენია 3 2 2 7

14. იაპონია 2 3 3 8

15. პოლონეთი 2 0 2 4

სოჭის ოლიმპიადის სტარტამდე ერთი თვით ადრე, ქალებს შორის სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა, სლოვენიელმა ტინა მაზემ მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა.

მაზემ გაწყვიტა ურთიერთობა ვალტერ რონკონისთან და ახლა მასთან შვეიცარიელი სპეციალისტი მაურო პინი იმუშავებს. ტინას იმედი აქვს, რომ პინი დაეხმარება მას იმ ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრაში, რომელიც სლოვენიელს თან სდევს მთელი მიმდინარე სეზონის მსვლელობისას.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მაზე მეექვსე ადგილზეა მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში. მას წლევანდელ სეზონში არც ერთი ეტაპი არ მოუგია.

ისევ რუსული დოპინგი

რუსი მოციგურავე ოქსანა ნაგალატი ერთი წლით არის დისკვალიფიცირებული დოპინგის გამოყენებისთვის. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა. როგორც რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, ნაგალატიმ უკვე აღიარა აკრძალული პრეპარატის გამოყენება.

ფედერაციაში აცხადებენ, რომ ლაპარაკია გასახდომ პრეპარატზე, რომელიც სპორტსმენს ექიმმა ურჩია. ეს უკანასკნელი მოციგურავის ოჯახის მეგობარია და მას სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს. სავარაუდოდ, ლაპარაკია პრეპარატ ფუროსემიდზე.

17 წლის ნაგალატი სპორტულ წყვილებში გამოდის მაქსიმ ბობროვთან ერთად. დადებითი დოპინგ-ტესტი სპორტსმენმა 14 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გამართული გრანპრის დროს ჩააბარა. იმ ტურნირზე რუსულმა წყვილმა მესამე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ტინა მაზე - სილამაზე თხილამურებზე
მსოფლიოს თასი: ახალი ვარსკვლავი მოგებით იწყებს
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: მაზეს კოლექცია იზრდება
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ტინა მაზე კოლექციას აგროვებს
სამთო თხილამურები: ტინა მაზე სეზონს გამოტოვებს
სპორტული ოსკარები: აკადემიამ ნომინანტები დაასახელა