მომდევნო უქმეები ევროპაში "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ ტურს დაეთმობა
მომდევნო უქმეები ევროპაში "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ ტურს დაეთმობა.

ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასზე" ოთხი ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა რვა გუნდიდან სამი ლიდერია და ამდენივეს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი აქვს. ასევე წარმატებით ასპარეზობს "ემლინ ჩელენჯ კაპზე" ორივე "ქართული გუნდი": "სტად ფრანსე" და "ბრივი".

"ჰაინეკენის თასის" გათამაშების A ჯგუფში საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" ასპარეზობს. ჩვენებურის გუნდმა რვა ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. კასტრელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი აქვთ. ყველაფერი, ვფიქრობთ, სწორედ ბოლოსწინა ტურში გაირკვევა.

"კასტრი" შინ ითამაშებს ჯგუფის ლიდერთან, ირლანდიურ "ლენსტერთან" და თუ გავიხსენებთ, რომ ფეიქრიშვილი და კომპანია საკუთარ არენაზე უძლეველია, დიდი შანსია, მრისხანე მეტოქე დაამარცხოს და პლეი ოფში გასვლის შანსი რეალობად აქციოს.

მით უფრო, რომ კიდევ ერთი კონკურენტი, ინგლისური "ნორსჰემპთონი" სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერს, უელსურ "ოსფრიზს".

B ჯგუფში 15 ქულით ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" ლიდერობს, რომელიც ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურში შინ მიიღებს უშუალო კონკურენტს, უელსურ "კარდიფს". ჩვენებურთა გუნდი მეტოქეს ორი ქულით უსწრებს და გამარჯვების შემთხვევაში ერთი ტურით ადრე გაინაღდებს პლეი ოფის საგზურს. აღსანიშნავია, რომ თამაში ნიცაში, "ალიანს რივიერაზე" გაიმართება.

ტულონელთა გამარჯვების შემთხვევაში, სრულიად ეკარგება აზრი ამავე ჯგუფის ბინადრების, ინგლისური "ექსეტერისა" და შოტლანდიური "გლაზგოს" დაპირისპირებას.

С ჯგუფში ორხელისუფლებიანობაა. ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზის" მსგავსად, 15 ქულა დაუგროვდა ინგლისურ "სარასენზს".

მე-5 ტურში ტულუზელები სწორედ ინგლისელებს მასპინძლობენ. პირველ წრეში ფრანგული რაგბის გრანდმა მეტოქის სტუმრად დამარცხება შეძლო და წესით, პირველობის მოპოვებაში ხელი არაფერს უნდა შეეშალა, რომ არა სენსაციური მარცხი საკუთარ მოედანზე ირლანდიურ "ქონოთთან".

"სარასენზთან" საშინაო მატჩში გამარჯვებით ჩვენებურთა გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებს, რადგან ბოლო ტურში "ჰაინეკენის თასზე" ყველაზე სუსტ იტალიურ "ზებრეს" სტუმრობს.

D ჯგუფის ლიდერს, დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" "ტულუზზე" გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს. "ვულკანები" 15 ქულით პირველ ადგილზე არიან და უახლოეს მდევარს, ინგლისურ "ჰარლიქვინზს" 4 ქულით უსწრებენ. ჩვენებურის გუნდი ბოლოსწინა ტურში სწორედ ინგლისში ითამაშებს.

"ვულკანები" ყველანაირად ეცდებიან, რომ თამაში არ წააგონ, ან მარცხის შემთხვევაში, მეტოქეს პრემიალური ქულის აღების საშუალება არ მისცენ. ბოლო ტურში კი შინ აუტსაიდერს, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" უმასპინძლებენ. ერთი სიტყვით, "კლერმონს" პლეი ოფში გასასვლელად ბოლო ორ მატჩში ექვსი ქულის დაგროვება სჭირდება.

E ჯგუფში უშანსოდაა დარჩენილი მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე".

ჩვენებურთა ეს გუნდი ბოლოსწინა ტურში სტუმრად ეთამაშება ლიდერს, ირლანდიურ "ალსტერს".

გორგოძე გუნდთან ერთად ირლანდიაში არ გამგზავრებულა, ნარიაშვილი სათადარიგოთა შორის იქნება.

F ჯგუფში მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებენ გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" და დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი". მეხუთე ტურში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები დადგებიან.

თამაში ედინბურგში გაიმართება. ჯგუფის ლიდერი, ირლანდიური "მანსტერი" კი, სტუმრად ითამაშებს მეორეადგილოსან ინგლისურ "გლოსტერთან".

ჰაინეკენის თასი

V ტური

A ჯგუფი

კასტრი-ლენსტერი, ოსფრიზი-ნორსჰემპთონი

სატურნირო მდგომარეობა

1. ლენსტერი - 13 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 9, 3. კასტრი - 8, 4. ოსფრიზი - 5.

B ჯგუფი

ტულონი-კარდიფი, ექსეტერი-გლაზგო

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 15 ქულა, 2. კარდიფი - 13, 3. ექსეტერი - 7, 4. გლაზგო - 6.

С ჯგუფი

ტულუზი-სარასენზი, ქონოთი-ზებრე

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 15 ქულა, 2. სარასენზი - 15, 3. ქონოთი - 9, 4. ზებრე - 0.

D ჯგუფი

ჰარლიქვინზი-კლერმონი, მეტრო რასინგი-ჰლანეჰლი.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 15 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 11, 3. ჰლანეჰლი - 6, 4. მეტრო რასინგი - 6.

E ჯგუფი

ალსტერი-მონპელიე, ბენეტონი-ლესტერ ტაიგერზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ალსტერი - 18 ქულა, 2. ლესტერ ტაიგერზი - 15, 3. მონპელიე - 6, 4. ბენეტონი - 0.

F ჯგუფი

ედინბურგი-პერპინიანი, გლოსტერი-მანსტერი

სატურნირო მდგომარეობა

1. მანსტერი - 14 ქულა, 2. გლოსტერი - 9, 3. ედინბურგი - 8, 4. პერპინიანი - 7.

როგორც უკვე ვთქვით, "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში წარმატებულად ასპარეზობენ ქართული გუნდები, "ბრივი" და "სტად ფრანსე".

С ჯგუფში მოასპარეზე კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" სტუმრად ეთამაშება უშუალო კინკურენტს, ინგლისურ "ნიუკასლს". შველიძე სათადარიგოთა შორისაა, ასეიშვილი განაცხადში არ არის.

E ჯგუფში ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე" ლიდერობს, რომელიც შინ მიიღებს იტალიურ "პრატოს". ჟვანია თადარიგშია, ქუბრიაშვილი არ ითამაშებს.

ემლინ ჩელენჯ კაპი

V ტური

A ჯგუფი

ოიონაქსი-ბიარიცი, სეილ შარქსი-ვორსტერი

სატურნირო მდგომარეობა

1. სეილ შარქსი - 15 ქულა, 2. ბიარიცი - 14, 3. ოიონაქსი - 6, 4. ვორსტერი - 3.

B ჯგუფი

ნიუპორტი-ბასი, ბორდო-მოლიანო

სატურნირო მდგომარეობა

1. ბასი - 18 ქულა, 2. ნიუპორტი - 10, 3. ბორდო - 9, 4. მოლიანო - 0.

С ჯგუფი

ნიუკასლი-ბრივი, კალვიზანო-ბუქარესტი

სატურნირო მდგომარეობა

1. ნიუკასლი - 14 ქულა, 2. ბრივი - 14, 3. ბუქარესტი - 6, 4. კალვიზანო - 2.

D ჯგუფი

ბაიონი-ვოსფსი, ვიადანა-გრენობლი

სატურნირო მდგომარეობა

1. ვოსფსი - 18 ქულა, 2. ბაიონი - 15, 3. გრენობლი - 5, 4. ვიადანა - 0.

E ჯგუფი

სტად ფრანსე-პრატო, ლონდონ აირიში-ლუზიტანოსი

სატურნირო მდგომარეობა

1. ლონდონ აირიში - 14 ქულა, 2. სტად ფრანსე - 14, 3. პრატო - 11, 4. ლუზიტანოსი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
მერვე ქართველი ისტორიაში - "ბარბაროსებმა" ანტონ ფეიქრიშვილს უხმეს
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
ქართული ლეგიონი: გორგოძე და ზირაქაშვილი დაბრუნდნენ
რაგბი. ლეგიონი: სამი ქართველი ბრიტანეთში
ანტონ ფეიქრიშვილი: მათ გვერდზე ყოფნა პატივი და ბედნიერებაა
რაგბი. ლეგიონი: ბექა შეყლაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
რაგბი. ლეგიონერები: გიორგი ფრუიძის მეოთხე ლელო [VIDEO]
ᓥᓐᓠᓗᕣᓚᓘ
ქართული ლეგიონი: შანსი ჯერ ყველას აქვს
ᓥᓐᓠᕗᓕᓔᕚᓔᓑᕘᓡ "ᓢᓣᓚᕝᕜᓛᓐ" "ᓰᓐᓘᕜᕔᕙᕔᕜᓘᓡ ᓗᓐᓡᓘ" ᓖᓔᕓᓘᕖᓔᕓ ᓛᓔᓝᓠᕔᕓ ᓛᓝᓘᓒᕝ
ქართული ლეგიონი: სამი ლიდერობს, ორი შანსს ინარჩუნებს
ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓚᓔᓒᓘᓝ
მამუკა გორგოძე დაბრუნდა