ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ბოლო წერტილი ფედერერმა დასვა

ბოლო წერტილი ფედერერმა დასვა

წლის შემაჯამებელმა ტურნირმა გაამართლა - საუკეთესო ოთხეული უძლიერესებმა დააკომპლექტეს

ნახევარფინალური წყვილების შემხედვარე თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ წლის შემაჯამებელმა ტურნირმა გაამართლა - საუკეთესო ოთხეული თანამედროვე ჩოგბურთის უძლიერესმა წარმომადგენლებმა დააკომპლექტეს.

სათამაშო დღე რაფაელ ნადალმა და ენდიმ მიურეიმ გახსნეს, რომელთა შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 8:4 იყო ესპანელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ მათი დაპირისპირებები განსაკუთრებული ბრძოლით არ გამოირჩეოდა და მხოლოდ ორ მატჩში მივიდა საქმე გადამწყვეტ სეტამდე. მაგრამ ლონდონურმა ნახევარფინალმა ყველა წინა შეხვედრა დაჩრდილა.

ჯგუფური ეტაპის მატჩებისგან განსხვავებით, პირველ სეტში ნადალი იშვიათად უშვებდა შეცდომებს, მიურეის კი მოწოდება ჰქონდა უმაღლეს დონეზე და სეტში ცხრა, მთლიანად მატჩში კი 22 ეისი დააგროვა. საბოლოოდ, მეტოქეებმა ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ მიიღეს და თამაში ტაი-ბრეიკზე გაგრძელდა. აქ მსოფლიოს პირველი ჩოგანი მუდმივად წინ იყო და მიღებაზე პირველი სეტბოლი მიიღო. მიურეის მოწოდებამ ვერ უშველა და ნადალმა გამარჯვება გაიფორმა - 7:6(7:5).

განაწყენებულმა ენდიმ კინაღამ წააგო მეორე სეტის სტარტზე საკუთარი მოწოდება, მაგრამ გაძლო და უკვე პარტიის მეორე ნახევარში საკუთარი აქტიური თამაშის წყალობით ერთბაშად ორი ბრეიკი გაიფორმა - 6:3.

გადამწყვეტ სეტში ძალთა თანაფარდობა მუდმივად იცვლებოდა. მიურეიმ მეორე გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო, არადა სამი გეიმბოლი ჰქონდა. მალე მან ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ნადალს კარგმა მოწოდებამ უშველა. ესპანელს შეეძლო მიღებაზე დაესრულებინა შეხვედრა, თუმცა მეტოქის მეორე მოწოდებისას ხელი აუკანკალდა და მატჩბოლი ვერ გამოიყენა. ხოლო, როცა ესპანელი მატჩზე აწვდიდა, ენდიმ მაქსიმალური კონცენტრაცია გამოიჩინა და რაფას რამდენიმე შეცდომა დააშვებინა. საბოლოოდ, აქაც ყველაფერი ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა. ამჯერად წინ შოტლანდიელი გავიდა, რომელმაც ორი მინი-ბრეიკი გააკეთა, მაგრამ მალე ანგარიში გათანაბრდა. ენდიმ მაინც ვერ მიაღწია მატჩბოლამდე, რაფამ კი ჯერ ერთი შანსი გაანიავა, მაგრამ მესამე ცდაზე ბრწყინვალე შეტევით მოიპოვა გადამწყვეტი ქულა - 7:6(5), 3:6, 7:6(6). შეხვედრა 3 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.

პრაქტიკულად უბრძოლველად ჩაიარა მეორე ნახევარფინალმა როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის, რომელშიც შვეიცარიელმა რევანში აიღო ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში დამარცხების გამო. როჯერს პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდა - მიზანს აღწევდა მისი საფირმო დარტყმები და თან კარგად მოქმედებდა დაცვაში. ამის გამო ჯოკოვიჩი ზედმეტად ნერვიულობდა და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. სერბმა პირველივე საკუთარი მოწოდება წააგო, შემდეგ რამდენიმე გეიმში ბრძოლა მოახვია თავს როჯერს, მაგრამ მუდმივად დამარცხებული რჩებოდა.

მეორე პარტიაში ფედერერის მოქმედებაში დროებითი ჩავარდნა იყო, რითაც კარგად ისარგებდა ჯოკოვიჩმა და 3:0 გავიდა წინ. მაგრამ როგორც კი როჯერმა ძველი თამაში დაიბრუნა, მაშინვე დაეწია და გაუსწრო მეტოქეს. სერბი მხოლოდ ეპიზოდებში აჩვენებდა კარგ თამაშს, მატჩის ბოლო ნაწილმა კი თითქმის უბრძოლველად ჩაიარა - 6:1, 6:4.

ასე რომ, ფინალში სავსებით ლოგიკურად ის ჩოგბურთელები გავიდნენ, რომლებმაც მთელი ეს დისტანცია წაუგებლად გაიარეს. აღსანიშნავია, რომ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში 1986 წლის შემდეგ არ უთამაშიათ მსოფლიოს პირველ და მეორე ჩოგნებს. მაშინ ივან ლენდლი ბორის ბეკერზე ძლიერი აღმოჩნდა.

ფინალში ფავორიტად ფედერერს მიიჩნევდნენ, ვინაიდან ის რეალურად უკეთეს ფორმაში შეხვდა ტურნირს და სეტის წაუგებლად მიაღწია გადამწყვეტ მატჩამდე, იმ დროს, როცა ნადალს ორი სამსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია. მაგრამ ესპანელის ბრძოლისუნარიანობა და ხასიათის სიმტკიცე საყოველთაოდ არის ცნობილი და მის ნაადრევად ჩამოწერას არავინ აპირებდა.

პირველ სეტში 3:3-მდე მეტოქეები დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ მეშვიდე გეიმში როჯერს კრიტიკული მომენტი დაუდგა - ნადალი მეტოქის მოწოდებაზე 30:0 დაწინაურდა, თუმცა შვეიცარიელმა ზედიზედ ოთხი გათამაშება მოიგო და საკუთარი გულშემატკივრები დააწყნარა. ფედერერმა კი თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და მერვე გეიმში ბრეიკი მოიპოვა, თანაც პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. თავისი გეიმის "მშრალი" ანგარიშით მოგებით ფედერერმა პირველ სეტს წერტილი დაუსვა - 6:3.

მეორე სეტშიც ყველაფერი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა. ნადალმა მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მეოთხე გეიმში მიიღო - 40:15 დაწინაურდა და მეორე ცდით აიღო მეტოქის მოწოდება - 3:1. ამ სეტში ფედერერს ანგარიშის გათანაბრების ერთადერთი შანსი მიეცა, როცა მეხუთე გეიმში 40:30-ს იგებდა. აქ იღბალი ნადალის მხარეს აღმოჩნდა - ბრეიკ-პოინტის დროს ესპანელის დარტყმა ბადეს მოხვა და კორტის მეორე მხარეს ჩაეშვა. დარჩენილ დროში ნადალი დამაჯერებლად ინარჩუნებდა თავის მოწოდებას, რამაც პარტიაში გამარჯვება მოუტანა.

პუბლიკა საინტერესო გადამწყვეტი სეტის სანახავად მოემზადა, მაგრამ აქ მათ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ელოდათ. შვეიცარიელმა მესამე პარტია ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, მის გეიმებზე ნადალს ერთი შანსიც არ ჰქონია, როჯერმა კი სამი ბრეიკი აიღო და 6:1 მოიგო. კომენტარი ზედმეტია!

გამართლდა წინასამატჩო პროგნოზები, რომლის მიხედვითაც უპირატესობა შვეიცარიელს მიენიჭა. ნადალი აშკარად ცუდ ფიზიკურ ფორმაში შეხვდა ტურნირს, თანაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ლონდონური სწრაფი ჰარდი რაფასთვის ყველაზე არასასურველი საფარია. შემთხვევითი არ არის, რომ ესპანელმა კარიერაში პირველად ითამაშა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში, რაც უკვე წარმატება იყო მისთვის. ფედერერმა კი ეს ტურნირი მეხუთედ მოიგო და დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია და 2011 წლის სეზონში შვეიცარიელი რეიტინგში დაკარგული პირველი პოზიციის დაბრუნებას ეცდება.

ფედერერისთვის ეს იყო კარიერაში 66-ე ტიტული, სეზონში - მეხუთე. ამ მაჩვენებლით 2010 წლის ლიდერი ნადალი გახდა - მან სეზონი შვიდი ტიტულით დაასრულა.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო

[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა