ნაკრებებში 2 ახალი სახე გამოჩნდა - ირაკლი ხოშტარია და თემურ კანკია, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში ასისტენტის პოზიციას დაიკავებენ
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში სიახლეები და გადაადგილებებია. ნაკრებებში 2 ახალი სახე გამოჩნდა - ირაკლი ხოშტარია და თემურ კანკია, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში ასისტენტის პოზიციას დაიკავებენ.

სუპერლიგის ლიდერ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

ხოშტარია მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ასისტენტი იქნება. 20-წლამდელებში აინაცვლა 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა, რომელიც ხოშტარიასთან ერთად უსტიაშვილის ასისტენტი იქნება.

18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს არჩილ ჟღენტი დაიკავებს, რომელიც აქამდე 20-წლამდელებში დავით უსტიაშვილის ასისტენტად მუშაობდა. 18-წლამდელებში ჟღენტის ასისტენტები იქნებიან დიმიტრი ჟაკობოვი და გიორგი ნიკოლაძე, რომელიც აქამდე ანალოგიურ პოზიციაზე, ოღონდ 16-წლამდელებში მუშაობდა.

16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ გია კაზანჯიანი იმუშავებს, რომლის ასისტენტები ირაკლი ტომარაძე და "სოხუმის" 20-წლამდელთა გუნდის თავკაცი თემურ კანკია იქნებიან. ტომარაძე 16-წლამდელებში აქამდეც კაზანჯიანის ასისტენტად მუშაობდა, კანკიას კი ასაკობრივ დონეზე მწვრთნელობა პირველად მოუწევს.

ზემოთ აღნიშნული სიახლეებისა და გადაადგილებების შედეგად სამივე ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში თავი 3-3-მა სპეციალისტმა მოიყარა, რომელთა შემადგენლობასაც ცალ-ცალკე გთავაზობთ:

20-წლამდელთა ნაკრები:

დავით უსტიაშვილი - მთავარი მწვრთნელი

მიხეილ ბერუაშვილი - ასისტენტი

ირაკლი ხოშტარია - ასისტენტი

18-წლამდელთა ნაკრები:

არჩილ ჟღენტი - მთავარი მწვრთნელი

გიორგი ნიკოლაძე - ასისტენტი

დიმიტრი ჟაკობოვი - ასისტენტი

16-წლამდელთ ნაკრები:

გია კაზანჯიანი - მთავარი მწვრთნელი

ირაკლი ტომარაძე - ასისტენტი

თემურ კანკია - ასისტენტი

წყარო: gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
თემურ კანკია: "დელტას" 4 მოთამაშე უკვე დააკლდა
20-წლამდელთა ჩემპიონატში სამი მატჩი გაიმართა
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ქუთაისმა" "მარნეულს" სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
20-წლამდელთა ჩემპიონატი: "აკადემიამ" "სოხუმი" მესამე პერიოდში გატეხა
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
თემურ კანკია: ჯერ ტრავმების გამო ვაგებთ
ესპანეთში გამართულ "ბასკონიას" კემპში მონაწილეობა 16-მა ქართველმა მიიღო [VIDEO]
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]