ჩემპიონატის ლიდერმა "ქუთაისმა" მარნეულის "დელტას" 81:63 სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა
სუპერლიგის მე-16 ტურის ბოლო მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. დაგეგმილი 3 მატჩიდან ერთი უკვე დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა "ქუთაისმა" მარნეულის "დელტას" 81:63 სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა.

საბოლოო ანგარიშის მიუხედავად, აღნიშნულ შეხვედრაში ბრძოლა იყო. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა 3 ქულა იყო. ქუთაისელები 66:63 იგებდნენ და "მარნეულმაც" ჩამორჩენის კიდევ უფრო შემცირების რამდენიმე შანსი გაანიავა. იმერულმა კლუბმა ამით ისარგებლა და სწრაფი შეტევებით ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა და მატჩი ისე ჩაამთავრა, მის გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია.

გამარჯვებულებს 18 ქულითა და 7 მოხსნით ჯონათან ლიმ ულიდერა. 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო აკაკი ლომოურმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. "მარნეულში" 22 ქულით საუკეთესო იყო საბა ლობჯანიძე. 13 ქულა ნიკოლას ნილმა მოაგროვა.

შემდეგ მატჩში ერთმანეთს "დინამო" და "ბათუმი" შეხვდებიან.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

კოტე ტუღუში - "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი: "რთული თამაში იყო, გასვლითი თამაშები ყოველთვის რთულია. მითუმეტეს, "მარნეული" ნამდვილად პროგრესირებადი გუნდია, წინა თამაშები ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, შესაბამისად, დიდ ბრძოლას ველოდით. პირველ ტაიმში კარგად ვასრულებდით ყველა დავალებას და ეს ანგარიშზეც აისახა, მაგრამ, სამწუხაროდ, მესამე პერიოდში მოვდუნდით და მივეცით მოწინააღმდეგეს თამაშში დაბრუნების შესაძლებლობა. შეიძლება ითქვას, რომ მოგვიწია, მეორედ მოგვეგო ეს თამაში და მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ."

თემურ კანკია - მარნეულის "დელტას" მთავარი მწვრთნელი: "სამწუხაროდ, ფარის ქვეშ დაგვჯაბნეს. ვერ შევძელით მოხსნების მოპოვება, რის გამოც სამწამიანში ზონაში დავიჩაგრეთ და აქედან გამომდინარე, დავმარცხდით. ვულოცავ "ქუთაისს" გამარჯვებას."

მარნეული-ქუთაისი 63:81

17:25, 16:19, 19:14, 11:23

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
სუპერლიგა. XIX ტური: "დელტამ" სოხუმს" 22-ქულიანი სხვაობით სძლია
20-წლამდელთა ჩემპიონატი: "აკადემიამ" "სოხუმი" მესამე პერიოდში გატეხა
თემურ კანკია: "დელტას" 4 მოთამაშე უკვე დააკლდა
სუპერლიგა: "რუსთავმა" "მარნეულს" ბოლო წამებზე მოუგო
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
თემურ კანკია: ჯერ ტრავმების გამო ვაგებთ
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერლიგა: "დელტამ" "ბათუმი" 11-ქულიანი სხვაობით დაამარცხა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
ნიკ ნილი: თბილისში გულშემატკივარი თამაშებზე რატომ არ დადის, არ უყვარს კალათბურთი?
ესპანეთში გამართულ "ბასკონიას" კემპში მონაწილეობა 16-მა ქართველმა მიიღო [VIDEO]
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
20-წლამდელთა ჩემპიონატში სამი მატჩი გაიმართა
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
საქართველოს კალათბურთელთა ასაკობრივ ნაკრებთა სამწვრთნელო შტაბებში ცვლილებებია
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს