"სან დიეგო ტორეროსმა" ამერიკის სტუდენტური ლიგის საკუთარ კონფერენციაში პირველი მატჩი მოიგო და ამაში დუდა სანაძის წილი უდიდესია
"სან დიეგო ტორეროსმა" ამერიკის სტუდენტური ლიგის საკუთარ კონფერენციაში პირველი მატჩი მოიგო და ამაში დუდა სანაძის წილი უდიდესია.

"ლოიოლა მერიმაუნთთან" 74:67-ით მოგებულ შეხვედრაში ქართველმა უკანახაზელმა მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სანაძემ ლიდერის თვისებები კარგად წარმოაჩინა და გადამწყვეტ ეპიზოდში თავის გუნდს დიდი დახმარება გაუწია, რამაც იქონია კიდეც გარდამტეხი ეფექტი.

დღევანდელი შეხვედრა სანაძისთვის ამერიკულ კარიერაში საუკეთესოა. მან პირადსარეკორდო 22 ქულა მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიამატა. დუდამ სასტარტო ხუთეულში 24 წუთი ითამაშა და 10-დან 4 ორქულიანი და 15-დან 14 საჯარიმო ჩააგდო. სანაძეს 5 ქულა ჰქონდა მოგროვებული მეორე ტაიმის მე-5 წუთისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 15 წუთში 17 ქულა ჩააგდო.

ანგარიში 52:51 იყო სანდიეგოელთა სასარგებლოდ, როცა სანაძემ ორქულიანი და მას მოყოლილი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო შეტევაზე წამოსულ მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და შეტევა ზუსტი გარღვევით დააგვირგვინა, რითაც "ტორეროსი" 57:51-ით გაალიდერა.

ქართველმა უკანახაზელმა ამის შემდეგაც ჩააგდო ეგრეთ წოდებული AND 1 (ორქულიანი და მას მოყოლილი საჯარიმო), ხოლო მატჩის მიწურულს მასზე აღებული ყველა ტაქტიკური ჯარიმა ქულებად აქცია.

"სან დიეგოში" გამორჩეულად ითამაშა გუნდის გამთამაშებელმა კრისტიან ანდერსენმა, რომელიც კალიფორნიელებს 20 ქულით შეეწია, ხოლო დენის კრამერის ანგარიშზე 14 ქულა და 2 დაფარება დაგროვდა.

"ტორეროსმა" სტუდენტური ლიგის პირობითად პირველი ეტაპი, არასაკონფერენციო გუნდებთან, 9 გამარჯვებითა და 4 მარცხით დაასრულა, ხოლო დეკემბრის ბოლოდან მხოლოდ საკუთარ, "ვესთ ქოუსთის" კონფერენციაში დაიწყო ასპარეზობა. 3 მარცხის შემდეგ დღევანდელი გამარჯვება სანდიეგოელებისთვის კონფერენციაში პირველი იყო.

მომდევნო მატჩს "ტორეროსი" 11 იანვარს, შინ "პეპერდაინთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა