ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A: ინტერი დაბრუნდა! [+VIDEO]

სერია A: ინტერი დაბრუნდა! [+VIDEO]

ეტოოს გარეშე დარჩენილმა "ნერაძურიმ" "პარმას" საკუთარ მოედანზე ერთბაშად ხუთი ბურთი მიართვა

მთელი საფეხბურთო იტალია იმაზე საუბრობდა, რომ სამუელ ეტოოს გარეშე, "ინტერს", მოგებას ვინ ჩივის და გოლის გატანაც გაუჭირდებოდა. პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან მიმდინარე სეზონში კამერუნელი ფაქტობრივად ერთადერთი ნათელი წერტილია მილანური გრანდის შემადგენლობაში. თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა - "ნერაძურიმ" საკუთარ მოედანზე ერთბაშად ხუთი ბურთი მიართვა "პარმას" და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა [VIDEO].

განსაკუთრებულად საინტერესო პირველი ტაიმი გამოდგა - მეოთხე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ემილიური გუნდის თავდამსხმელმა ერნან კრესპომ სწრაფი გოლი გაიტანა და მოულოდნელად, სტუმრები დაწინაურდნენ. ამან, თითქოს კიდევ უფრო დაამძიმა "ინტერის" ისედაც მძიმე მდგომარეობა, თუმცა ვითარება მალევე შეიცვალა. მე-18 და მე-19 წუთებზე ესტებან კამბიასომ გამოიდო თავი და ორი წუთის მონაკვეთში მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგის პაექრობაში "ტვენტეს" კარის ბადეც შეარხია. მალევე, დეიან სტანკოვიჩმა გამოიჩინა თავი და მასპინძელთა უპირატერსობა ორ ბურთამდე გაზარდა. სერბმა მართლაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და შეხვედრის უდავო გმირი გახდა. მეორე ნახევარში მან მესამე გოლიც გაიტანა და ჰეთთრიკი შეასრულა, თუმცა მხოლოდ გოლებში არაა საქმე - თითქოს ის შემატა "ინტერს", რაც ბოლო პერიოდში ასე ძალიან აკლდა გუნდს. სერბი საყრდენის პოზიციაზე იყო, თუმცა ძალიან ხშირად იწევდა წინ და ფაქტობრივად, შემტევი ნახევარმცველის როლი მოირგო. ისევე როგორც პირველ ტაიმში, მეორე ნახევარშიც "ინტერმა" დროის ერთი მონაკვეთი განსაკუთრებით მძლავრად წარმართა და სწორედ იმ პერიოდში გაიტანა გოლები. სტანკოვიჩთან ერთად, ანტრაქტის შემდეგ თავი ტიაგო მოტამაც გამოიჩინა და საბოლოოდ, 5:2 დაფიქსირდა. მოკლედ, "ნერაძურიმ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რაფაელ ბენიტესმა კი პოზიციები გვარიანად გაიმყარა.

ორი ქულა დაკარგა ლიდერმა, რომელიც გენუას სტუმრობდა და "სამპდორიასთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. შეხვედრის პირველი ტაიმი "მილანის" სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა [VIDEO]. მთელი ტაიმის განმავლობაში, სტუმრები მასპინძელთა კიპერის „დაბომბვით“ გახლდნენ დაკავებულნი და მომწიფებული გოლი 43-ე წუთზე გაიტანეს. სამსვლიანი კომბინაცია რობინიოს შესანიშნავი დარტყმით დაგვირგვინდა, საგოლე გადაცემის ავტორი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლავთ. აქვე ვთქვათ, რომ მთლიანობაში, იბრამ ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში და მიუხედავად საგოლე პასისა, პრესისგან დაბალი შეფასებები მიიღო. სამაგიეროდ, კარგი იყო რობინიო, რომელმაც თითქოს თავისი თავი იპოვნა "მილანში" და დროთა განმავლობაში, გუნდის ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად ყალიბდება. სირბილი არასდროს ეშლებოდა, მაგრამ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ისეთი მაღალია "მილანში", როგორც არსად და არასდროს.

დავუბრუნდეთ შეხვედრას და აღვნიშნოთ, რომ მეორე ნახევარში თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა. გენუელებმა ტემპს უმატეს და მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ, "მილანი" კი თითქოს დაიღალა და საკუთარ ნახევარზე ანგარიშის შენარჩუნების იმედით ჩადგა. თუმცა, იმ დღეს სტუმართა დაცვის ცენტრალური ტანდემი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ეს უჩვეულო ამბავი გახლავთ, რადგან ეს ტანდემი ალესანდრო ნესტასა და ტიაგო სილვასგან შედგებოდა. გაშვებული გოლის ეპიზოდში ნესტა შეცდა, დანიელე გასტალდელოსთან საჰაერო ორთაბრძოლა წააგო, რის შემდეგაც ბურთთან ჯამპაოლო პაცინი აღმოჩნდა და კრისტიან აბიატი უშანსოდ დატოვა. გოლის გატანა შეცვლაზე შესულ ნიკოლა პოცისაც შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი აბიატიმ ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. შეხვედრის ბოლო წუთებმა უკვე "მილანელთა" უპირატესობით ჩაიარა, თუმცა შედეგი ამას არ მოჰყოლია და საბოლოოდ, საყაიმო რეზულტატი მივიღეთ. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მასიმილიანო ალეგრის გადაწყვეტილებებმა მთელი საფეხბურთო იტალიის გაკვირვება გამოიწვია - "მილანის" თავკაცმა მხოლოდ 90-ე წუთზე გააკეთა ცვლილებები და თამაშში რონალდინიო-ფლამინის ტანდემი ჩართო. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კლარენს ზეედორფი და კევინ პრინს ბოატენგი ძალიან ცუდად გამოიყურევბოდნენ, ეს ცვლილებები გაცილებით უფრო ადრე უნდა მომხდარიყო.

საყაიმო რეტეზულტატით დაასრულა შეხვედრა იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთმა გრანდმა, ტურინის "იუვენტუსმა". "ფიორენტინასთან" საშინაო პაექრობაში სრულ უპირატესობას სწორედ პიემონტელები ფლობდნენ, თუმცა ორი ქულა დაკარგეს და როგორც ლუიჯი დელ ნერი ამბობს, იღბალმა მათ ზურგი აქცია: "ფორტუნა დღეს მეტოქის მხარეს იყო და ვფიქრობ, ამაში ფლორენციელებიც დამეთანხმებიან. მათ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს კარის მიმართულებით ზუსტად და ისიც გაიტანეს. ჩვენ კი მთელი შეხვედრის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში გატანის უამრავი შანსი გვქონდა. "ფიორენტინა" კარგად იცავდა თავს, თუმცა შეხვედრის გმირი უდავოდ არტურ ბორუცი გახლავთ. "ვიოლას" კარის დარაჯმა ურთულესი ბურთები მოიგერია და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ფლორენციელებმა ქულა აიღეს" [VIDEO].

სინიშა მიხაილოვიჩი დელ ნერის გარკვეულწილად დაეთანხმა: "დავკარგეთ თუ არა ორი ქულა? - თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ვიგებდით, მაგრამ არ ვთვლი, რომ ორი ქულა მაინც და მაინც ჩვენ დავკარგეთ. "იუვემ" კარგი შეხვედრა ჩაატარა და ქულა ნამდვილად დაიმსახურა. მეორე ტაიმი მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ეს ჩვენი დიდი მინუსია. ხარვეზებზე მუშაობა გვმართებს, თუმცა შედეგით კმაყოფილი ვარ".

ლიდერთან ქულათა სხვაობის შემცირება ვერ მოახერხა "ლაციომ", რომელიც საკუთარ მოედანზე "კატანიასთან" ფრეს დასჯერდა. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა სიცილიელები ძალიან კარგად იცავდნენ თავს და სიტყვა ვერავის მოებრუნდება, რომ ქულა შემთხვევით აიღეს. ორივე გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, ჯერ სტუმრთა უკანახაზელმა სილვესტრიმ გამოიჩინა თავი, ანგარიში კი ერნანესმა გაათანაბრა. ნამატჩევს, ედი რეიამ კიდევ ერთხელ დაიჩივლა, არ შეიძლება დამაგვირგვინებელ ფაზაში ასეთი უზუსტობაო და თავჩახრილმა გასახდელს მიაშურა.

"ლაციოს" რა უჭირს, "ნაპოლიმ" სულაც წააგო თამაში და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სტაბილურობამდე ჯერ კიდევ შორია. ვალტერ მაძარის შეგირდებმა თავიდანვე გაუშვეს გოლი და მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში გახლდნენ. "უდინეზემ" კი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ამ სეზონში და ძლიერი მეტოქე ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჰეთთრიკი შეასრულა ანტონიო დი ნატალემ და თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონატის ბომბარდირის წოდებას არც ამ სეზონში დაუთმობს არავის. მთლიანობაში, ტური "ინტერისთვის" გამოდგა მეტად წარმატებული, რადგან მილანური გრანდის პრაქტიკულად ყველა კონკურენტმა ქულები დაკარგა. დანარჩენზე შემდგომში ვისაუბროთ.

მომდევნო ტური:

3 დეკემბერი: ლაციო-ინტერი. 4 დეკემბერი: კიევო-რომა, მილანი-ბრეშა. 5 დეკემბერი: ჩეზენა-ბოლონია, ფიორენტინა-კალიარი, ლეჩე-ჯენოა, პარმა-უდინეზე, სამპდორია-ბარი, კატანია-იუვენტუსი. 6 დეკემბერი: ნაპოლი-პალერმო.

სამპდორია-მილანი 1:1

სამპდორია (4-4-2): კურჩი - ვოლტა, გასტალდელო, ლუკინი, ციგლერი - მანინი (86. აკარდი), ტისონე, პალომბო, გუბერტი (65. კომანი) - პაცინი, მარილუნგო (67. პოცი).

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ბონერა - გატუზო, ამბროზინი, ბოატენგი (90. ფლამინი) - ზეედორფი (90. რონალდინიო) - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.

გოლები: 0:1 რობინიო (43), 1:1 პაცინი (59)

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-10; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 6(4)-14(9); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 30 000

იუვენტუსი-ფიორენტინა 1:1

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა (83. ლანცაფამე), ბონუჩი, კიელინი, გროსო - კრასიჩი, აკვილანი (58. პეპე), მელო, მარკიზიო - კვალიარელა, დელ პიერო (83. იაკვინტა).

ფიორენტინა (4-2-3-1): ბორუცი - კომოტო, კამპორეზე (70. ფელიპე), გამბერინი, პასკუალი - დაგოსტინო, დონადელი - სანტანა, ლიაჯიჩი (65. მარკიონი), ვარგასი - ჯილარდინო (56. ბაბაკარი).

გოლები: 0:1 მოტა (4-საკ. კარში), 1:1 პეპე (83)

გაძევება: ფელიპე (89)

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 9-6; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17(6)-5(1); ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 22 000

ინტერი-პარმა 5:2

ინტერი (4-3-2-1): კასტელაცი - კორდობა, ლუსიო, მატერაცი, სანტონი (46. ნატალინო) - კამბიასო, სტანკოვიჩი (78. ნვანკო), ძანეტი - სნეიდერი, ბიაბიანი (67. მოტა) - პანდევი.

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, ანტონელი - კანდრევა, ჯემაილი, გობი (46. ვალიანი) - ჯოვინკო (67. ბოჟინოვი) - კრესპო, ანჯელო (90. ედუარდო).

გოლები: 0:1 კრესპო (4), 1:1 კამბიასო (18), 2:1 სტანკოვიჩი (19), 3:1 სტანკოვიჩი (19), 3:2 კრესპო (36), 4:2 მოტა (72), 5:2 სტანკოვიჩი (75)

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 5-6; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 11(6)-15(7); ბურთის ფლობა: 50%-50%;

მაყურებელი: 60 000

ლაციო-კატანია 1:1

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ - ბროკი, ლედესმა - ერნანესი, სარატე, მაური (66. ფოჯა) - ფლოკარი (84. როკი).

კატანია (4-3-3): ანდუხარი - პოტენცა, სილვესტრი, ტერლიცი, ალვარესი - ბიაჯანტი, ლედესმა, ლიამა (75. ისკო) - გომესი, მასკარა (53. მარტინიო), მორიმოტო (75. ანტენუჩი).

გოლები: 0:1 სილვესტრი (44), 1:1 ერნანესი (45)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 9-2; კარში დარტყმა: 11(6)-7(5); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 32 000

უდინეზე-ნაპოლი 3:1

უდინეზე (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, საპატა, დომიცი - ისლა, ინლერი, ასამოა, არმერო - სანჩესი, პინცი - დი ნატალე (70. დენისი).

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - სანტაკროჩე (69. დუმიტრუ), კანავარო, კამპანარო - მაჯო, გარგანო, პაციენცა (66. მაიელო), დოსენა (53. ვიტალე) - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.

გოლები: 1:0 დი ნატალე (16-პენ.), 2:0 დი ნატალე (45), 3:0 დი ნატალე (57), 3:1 ჰამშიკი (58)

გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7(4)-13(5); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 14 000

ბრეშა-ჯენოა 0:0

ბრეშა (4-3-2-1): სერენი - ძამბელი, ძებინა, მარტინესი, ბეგა - ვასი, ბერარდი (67. დალამანო), ჰეტემაი - დიამანტი (85. კონე), ედერი (63. პოსანცინი) - კარაჩოლო.

ჯენოა (4-3-3): ედუარდო - რანოკია, დაინელი, მესტო, კრიშიტო - როსი, მილანეტო (86. მორეტი), ხარჯა - პალასიო (62. პალადინო), ტონი, ველოზო (90. მოდესტო).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-3; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9(4)-6(0); ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 9 500

კალიარი-ლეჩე 3:2

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო (75. არიაუდო), კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი - კოსუ (81. ლაძარი) - ნენე (69. აკვაფრესკა), მატრი.

ლეჩე (4-3-2-1): როზატი - ვივესი (46. დონატი), ფაბიანო, დიამუტენე, მესბაჰი - ბერტოლაჩი (65. ბრივიო), ჯაკომაცი, ოლივერა - ჯედა (65. ოფერე), მუნარი - დი მიკელე.

გოლები: 1:0 მატრი (6), 2:0 მატრი (15), 3:0 კანინი (28), 3:1 ოლივერა (54), 3:2 დი მიკელე (81)

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 7(4)-13(9); ბურთის ფლობა: 42%-48%

მაყურებელი: 14 000

ბარი-ჩეზენა 1:1

ბარი (4-4-2): ჟილე - რაჯი, ბელმონტე, როსი, პარიზი (37. ალვარესი) - დონატი (83. დალესანდრო), ალმირონი, ა. მაზიელო, პულცეტი - კაპუტო, რანა (63. რივასი).

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი - ჩეკარელი, ფონ ბერგენი, ბენალოუანე, ნაგატომო - შელოტო (71. ფატიჩი), კოლუჩი, პაროლო - ხიმენესი, ჯაკერინი (90. ლაურო), ბოგდანი (57. ბუდანი).

გოლები: 0:1 კოლუჩი (62-პენ.), 1:1 კაპუტო (64)

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 2-7; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 13(4)-11(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 26 000

პალერმო-რომა 3:1

პალერმო (4-3-2-1):

რომა (4-3-1-2):

გოლები: 1:0 მიკოლი, 2:0 მილიჩიჩი, 3:0 ნოჩერინო, 3:1 ტოტი.

ბოლონია-კიევო გადაიდო

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 14 9 3 2 23-12 30

2. ლაციო 14 8 3 3 17-11 27

3. იუვენტუსი 14 6 6 2 26-14 24

4. ნაპოლი 14 7 3 4 23-16 24

5. ინტერი 14 6 5 3 19-11 23

6. რომა 13 6 4 3 17-15 22

7. პალერმო 13 6 2 5 22-18 20

8. სამპდორია 14 4 8 2 15-12 20

9. უდინეზე 14 6 2 6 16-15 20

10. კიევო 13 5 4 4 14-12 19

11. კატანია 14 4 6 4 15-13 18

12. ჯენოა 14 5 3 6 10-13 18

13. კალიარი 14 4 5 5 16-14 17

14. ფიორენტინა 14 4 4 6 14-15 16

15. პარმა 14 3 6 5 11-16 15

16. ბოლონია 13 3 5 5 12-19 14

17. ბრეშა 14 3 3 8 11-16 12

18. ჩეზენა 14 3 3 8 10-18 12

19. ლეჩე 14 3 3 8 12-28 12

20. ბარი 14 2 4 8 10-21 10

ბომბარდირები: 9 - ეტოო (ინტერი), კავანი (ნაპოლი); 8 - დი ნატალე (უდინეზე), მატრი (კალიარი).

სერია B. XVII ტური

ატალანტა-ლივორნო 0:2

გოლები: 0:1 პაგანო (31), 0:2 პაგანო (90)

კროტონე-ვიჩენცა 1:2

გოლები: 0:1 აბრუსკატო (41), 1:1 ჯორჯო (43), 1:2 მიზურაკა (6)

ემპოლი-სასუოლო 0:1

გოლი: 0:1 კვადრინი (55)

ფროზინონე-ასკოლი 1:1

გოლები: 1:0 ტერანოვა (21), 1:1 ლუპოლი (24)

პადოვა-ვარეზე 2:3

გოლები: 1:0 გალოცი (35), 1:1 კლაიტონი (41), 2:1 ბოვო (61), 2:2 ფრარა (83), 2:3 კაროცა (90)

პესკარა-პორტოგრუარო 4:2

გოლები: 0:1 კუნიკო (31-პენ.), 0:2 ტარანა (38), 1:2 სოდიმო (50), 2:2 არიატი (62), 3:2 კაშონე (67), 4:2 კაშონე (72)

პიაჩენცა-ტორინო 1:1

გოლები: 0:1 ვეძე (8), 1:1 კაჩა (72)

სიენა-ნოვარა 1:1

გოლები: 1:0 ლარონდო (78), 1:1 ჯილიოტი (90)

ტრიესტინა-გროსეტო 0:1

გოლი: 0:1 კარიდი (33)

მოდენა-ჩიტადელა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნოვარა 17 11 4 2 34-13 37

2. სიენა 16 9 5 2 27-15 32

3. ატალანტა 17 9 3 5 21-15 30

4. რეჯინა 16 8 4 4 23-18 28

5. ლივორნო 17 7 6 4 26-19 27

6. ვარეზე 17 6 8 3 19-13 26

7. ემპოლი 17 5 10 2 19-12 25

8. ტორინო 17 7 4 6 21-21 25

9. პადოვა 17 6 6 5 29-22 24

10. პესკარა 16 6 4 6 20-20 22

11. კროტონე 17 5 7 5 17-18 22

12. ვიჩენცა 16 7 1 8 19-23 22

13. მოდენა 16 4 7 5 17-22 19

14. ჩიტადელა 16 5 3 8 18-23 18

15. გროსეტო 17 4 6 7 17-22 18

16. ფროზინონე 16 4 5 7 16-23 17

17. ტრიესტინა 17 3 8 6 13-20 17

18. ასკოლი 17 4 7 6 18-21 16

19. სასუოლო 17 4 4 9 17-22 16

20. პიაჩენცა 17 3 7 7 20-26 16

21. ალბინოლეფე 16 4 4 8 18-27 16

22. პორტოგრუარო 17 3 5 9 14-28 14

ასკოლის დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 14 - სუჩი (პადოვა); 11 - ბერტანი (ნოვარა); გონსალესი (ნოვარა); 10 - ბონაცოლი (რეჯინა), კორალი (ემპოლი);

ლეგა პრო 1 A

ალესანდრია-მონცა 0:0, კომო-სალერნიტანა 2:1, კრემონეზე-პერგოკრემა 1:1, სპეცია-პაგანეზე 1:0, სუდტიროლი-ლუმეცანე 0:0, ვერონა-პავია 0:0, გუბიო-სორენტო 0:0-ზე შეწყდა, რავენა-სპალ გადაიდო, რეჯანა-ბასანო დღეს.

ლეგა პრო 1 B

ატლეტიკო-ტერნანა 0:0, ანდრია-პიზა 3:0, ფოჯა-ბენევენტო 2:1, ფოლინო-ნოჩერინა 0:0, ჯელა-ბარლეტა 0:1, იუვე სტაბია-კავეზე 2:1, სირაკუზა-ტარანტო 1:0, ვიარეჯო-კოზენცა 1:1, ლანჩანო-ლუკეზე 0:0.

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!