"რეალი" და "დორტმუნდი" ფეხბურთელებს გაცვლიან?
დორტმუნდის "ბორუსიამ" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების ფარგლებში, ესპანურ ლა მანგაში პირველი ტესტ-მატჩი გამართა - იურგენ კლოპის გუნდმა ილქაი გიუნდოგანისა და მატს ჰუმელსის გარეშე, ლიეჟის "სტანდარდი" 2:0 დაამარცხა.

2500 მაყურებლის თვალწინ გოლები პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და იონას ჰოფმანმა გაიტანეს. "ბორუსიას" უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ მატჩის დასკვნით ფაზაში რობერტ ლევანდოვსკიმ (ძელი) და მარკო როისმა რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს.

როგორც ამხანაგურ შეხვედრას შეეფერება, კლოპი "სტანდარდთან" მატჩში ექსპერიმენტირებას მოჰყვა. პირველიდან ბოლო წუთამდე მან მხოლოდ მარცხენა მცველი მარსელ შმელცერი ათამაშა. კევინ გროსკროიტცმა კი მცირე ტრავმა მიიღო და ამიტომ შეცვალეს.

რაც შეეხება მთავარ ექსპერიმენტს - მეორე ტაიმში კლოპმა სომეხი გამთამაშებელი ჰენრიხ მხითარიანი მისთვის უჩვეულო, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა. "მას მერე, რაც მხითარიანი ჩვენთანაა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უფრო სიღრმიდან ეთამაშა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გამომეცადა. დავრწმუნდი, რომ ეს საკმაოდ საინტერესო ვარიანტია," - აღნიშნა კლოპმა მატჩის შემდეგ.

იურგენის თქმით, შეკრებაზე "დორტმუნდის" უმთავრესი ამოცანები დაცვის ხაზის სტაბილურობა და შეტევაში მეტი მრავალფეროვნებაა. კლოპს აღარ უნდა, რომ "ბორუსიას" შეტევები ერთმანეთს ჰგავდეს:

"ბურთს შაჰინს აძლევენ და მერე ყველა ელოდება, რას მოიფიქრებს ნური. ასე გაგრძელება არ შეიძლება!" - აცხადებს კლოპი.

დორტმუნდი (I ტაიმი): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, ი. ჰოფმანი, ობამეიანგი - შიბერი.

(II ტაიმი): ლანგერაკი - პიშჩეკი (63. კირხი), გიუნტერი, ზარი, შმელცერი - კელი, მხითარიანი - ი. ჰოფმანი (63. როისი), დუკში, გროსკროიტცი (69. იორდანოვი) - ობამეიანგი (63. ლევანდოვსკი).

თავდამსხმელის ძებნა გრძელდება

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერდნენ, "დორტმუნდს" "სტანდარდის" თავდამსხმელი, 20 წლის მიში ბაჩუაი აინტერესებს და კლოპმა ბელგიურ კლუბთან ტესტ-მატჩი ამიტომაც დაგეგმაო, მაგრამ "ბილდის" ინფორმაციით, ეს ტრანსფერი არარეალურია, რადგან ბელგიელები თავიანთ ვარსკვლავს, რომელმაც 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ძვირად, 12 მილიონ ევროდ აფასებენ. კლოპს 20 წლის ფეხბურთელში ამდენის გადახდა არაფრისდიდებით არ სურს.

"ბილდის" ცნობით, "ბაიერნისკენ" გეზაღებულ ლევანდოვსკის დორტმუნდში ან ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი) შეცვლის, ან დიეგო კოშტა (ატლეტიკო), ანაც ჯექსონ მარტინესი (პორტუ).

ბენზემა და შაჰინი გიუნდოგანის სანაცვლოდ?

"ბილდის" ინფორმაციით, შესაძლოა "დორტმუნდმა" და მადრიდის "რეალმა" დიდი გაცვლა გააკეთონ. ცნობილია, რომ მადრიდულ გრანდს "ბორუსიას" 23 წლის ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის გადაბირება უნდა.

თურმე, "რეალმა" "ბორუსიას" უკვე მიმართა კონკრეტული წინადადებით. ილქაის "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და თუ არ გააგრძელებს, ზაფხულში დორტმუნდელებს მისი გაყიდვით ფინანსური ხეირის ნახვის უკანასკნელი შანსი ექნებათ. ამიტომ "დორტმუნდი" და "რეალი" გაცვლას გეგმავენ: მადრიდელები დორტმუნდელებს ქარიმ ბენზემასა და ნური შაჰინს (ეს უკანასკნელი ახლა არენდით თამაშობს) დაუთმობენ, "ბორუსია" კი გიუნდოგანს მადრიდში გაუშვებს.

ცნობისათვის, "მირორის" ინფორმაციით, გიუნდოგანს "მანჩესტერ იუნაიტედმაც" დაუმიზნა. ინგლისური მედია იუწყება, რომ მანჩესტერელები დორტმუნდელებს გიუნდოგანში 29 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა