კრიშტიანო რონალდომ 2013 წელს ლა ლიგაში 38 გოლი გაიტანა
2014 წელს ევროპის ტოპ-5 ლიგაში (პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A და ლიგა 1) ჩემპიონატები ახლა ხურდება. მართლაც კარგი დროა, სტატისტიკურად შევაჯამოთ 2013 წელი ამ ლიგებისთვის.

ყველაზე მეტი გოლი

მოგეხსენებათ, საფეხბურთო სეზონი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, ამიტომაც ჩვენ ვაჯამებთ გასული სეზონის მეორე ნახევრისა და ახლანდელი სეზონის პირველი ნახევრის შედეგებს, ანუ 2013 წელს გამართულ თამაშებს ევროპის ხუთ მოწინავე ლიგაში.

კრიშტიანო რონალდოს დაუვიწყარი წელიწადი ჰქონდა. მან უახლოეს მდევარზე 9 გოლით მეტი გაიტანა, სულ კი 38 გოლი დაუგროვდა. გაგიკვირდებათ და, მისი უახლოესი მდევარი არა ლეო მესი, არამედ ლუის სუარესია. "ლივერპულის" ურუგვაელმა ფორვარდმა 29 გოლი გაიტანა, ერთით მეტი, ვიდრე "ბარსას" არგენტინელმა სენსაციამ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივეს ბევრი გაუცდა - სუარესს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის, მესის ორი სერიოზული ტრავმის გამო.

28 გოლი გაიტანა კიდევ ერთმა ურუგვაელმა, ედინსონ კავანიმ (პსჟ), რომელმაც თანაკლუბელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ერთი გოლით გაუსწრო. იბრასავით 27 გოლი ბრაზილიელ-ესპანელი დიეგო კოშტას ანგარიშზეა, რომელმაც აქედან 19 გოლი ამ სეზონში გაიტანა.

ყველაზე მეტი საგოლე პასი

საგოლე პასებში 2013 წელს ვერავინ შეედრებოდა მესუთ იოზილს, რომელიც ახლახან გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მესუთმა წელიწადი მადრიდის "რეალში" დაიწყო და ლონდონის "არსენალში" დაასრულა. გერმანელის ანგარიშზე სულ 17 საგოლე გადაცემაა (10 "რეალში", 7 "არსენალში").

მეორე ადგილზე ფრანკ რიბერია 14 საგოლე პასით, შემდეგ 13-13 პასით მოდიან ივან რაკიტიჩი (სევილია) და კოკე (ატლეტიკო).

37 წლის ფრანჩესკო ტოტიმ დაამტკიცა, რომ ასაკს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როცა საქმე კლასთან გვაქვს. "რომას" ფორვარდმა 12 საგოლე პასი გააკეთა, ამდენივე უეინ რუნის (მანჩესტერ იუნაიტედი) ანგარიშზეა.

ყველაზე მეტი დარტყმა კარში

აბა, ვის გაუკვირდება, რომ ამ ნომინაციაშიც რონალდომ გაიმარჯვა, პორტუგალიელი ხომ ყველა ხელსაყრელი მომენტიდან ცდილობს გოლის "გამოდნობას". ის მატჩში საშუალოდ 7,1-ჯერ ურტყამდა, ეს კი წლის განმავლობაში 234 დარტყმაა. შეგახსენებთ, რომ აქედან 38-მა მიზანს მიაღწია.

მეორე ადგილზე კიდევ ერთი "ეგოისტი" ფორვარდია - მარიო ბალოტელი. იტალიელი საშუალოდ 5,8-ჯერ ურტყამდა მეტოქეთა კარში (სულ 18 გოლი გაიტანა), მესამეა სუარესი - 5,5 დარტყმა შეხვედრაში. მესის და გარეთ ბეილს იდენტური მაჩვენებლები ჰქონდათ - 4,9 დარტყმა თამაშში. მათ 2013 წელს 26-26 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ლეომ უელსელზე 9 გოლით მეტი გაიტანა.

პასები, პასები...

ყველა კარგი პასის მერე გოლი არ გადის და ეს სულაც არ არის პასის მიმცემის ბრალი, თუმცა "ოპტა სტატისტიკსი" ასეთი პასების ათვლასაც აწარმოებს. ფეხბურთელი, რომელიც 2013 წელს ყველაზე მეტ საგოლე სიტუაციას ქმნიდა, "მანჩესტერ სიტის" ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვაა - ის საშუალოდ 3,7 მნიშვნელოვან პასს აკეთებდა თამაშში. სილვამ აჯობა "მარსელის" ლიდერ მატიო ვალბუენას (3,3) და ფრანჩესკო ტოტის (3,2). საგოლე პასებში ლიდერი მესუთ იოზილი კი მეოთხეა - 3,1 მნიშვნელოვანი პასი თამაშში.

დრიბლინგის ოსტატები

ფრანკ რიბერი უნაკლო იყო - 2013 წელს ის საშუალოდ თამაშში 4,6 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია - წლის ოთხი საუკეთესო დრიბლიორიდან სამი ბუნდესლიგიდანაა: მეორეზე გავიდა დიეგო (ვოლფსბურგი, 4,5), მესამეზე - ხუან კუადრადო (ფიორენტინა, 4,2), მეოთხეზე - იულიან დრაქსლერი (შალკე, 4,1). ლიონელ მესი მხოლოდ მეხუთეა - 4, ისევე, როგორც ტოტენჰემელი ანდროს ტაუნსენდი, რომლის დრიბლინგები თავის თავზე შარშან თბილისის "დინამომაც" იწვნია.

სიზუსტის მეფეები

ჩაწოდებებში ყველას "ჩელსის" ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა აჯობა, რომელიც იჯარით "ვერდერში" თამაშობდა - 2,8 ზუსტი ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში ერთ შეხვედრაში. შემდეგ მოდიან: რაკიტიჩი (2,7) და რობერტ სნოდგრასი (ნორვიჩი, 2,6).

ზუსტ პასებში, აბა, "ბარსას" ჩავი ერნანდესს ვინ შეედრება? ჩავი საშუალოდ 83,3 ზუსტ პასს აკეთებდა თამაშში. მისი უახლოესი მდევარი ბასტიან შვაინშტაიგერი ("ბაიერნი") იყო - 73,4, მესამე ადგილზე "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატია - 72,4.

საუკეთესო მცველები

ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არ არის, კარგი მცველები სპორტის ამ სახეობაში არანაკლებ ფასობენ. მაშ, ვინ იყვნენ საუკეთესო მცველები 2013 წელს? ყველაზე მეტჯერ ორთაბრძოლას იგებდა ახლა უკვე ბუნდესლიგიდან გავარდნილი "ფორტუნას" მცველი ლეონ ბალოგუნი - 5 მოგებული ორთაბრძოლა თამაშში.

მეორე ადგილზეა "სასუოლოს" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ლუკა ანტეი - 4,9 მოგებული ორთაბრძოლა თამაშში. დაიმახსოვრეთ ეს სახელი! მესამე ადგილზე გავიდა "ლივერპულის" ბრაზილიელი ლეგიონერი ლუკას ლეივა (4,8), რომელსაც ასე კარგად ეხერხება მეტოქის შეტევების ჩაშლა.

"მალიორკას" ბრაზილიელმა მცველმა ჟერომელმა საშუალოდ 4,9-ჯერ ჩაჭრა მეტოქეების პასები, მაგრამ მისი გუნდი ლა ლიგაში გავარდა. ჟერომელი ახლა "გრემიოში" თამაშობს. მეორე ადგილზე აქაც ლუკა ანტეია - 4,4 ჩაჭრა.

"სეივების" ოსტატები

ჩვენს სტატისტიკურ მიმოხილვას კი მეკარეებით ვასრულებთ - 2013 წელს საშუალოდ ყველაზე მეტ "სეივს" "ვერონას" მეკარე რაფაელი აკეთებდა - 5-ს თამაშში. შემდეგ მოდის "ალმერიას" ვეტერანი გოლკიპერი ესტებანი - 4,9. მესამეზეა კარდიფელი დევიდ მარშალი (4,3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესის ფანს
და რამდენი ხანი გაუცდა სუარესს თუ გაგიჰონია? თუ მესის იქით არც გაგიხედავს რა ხდება ფეხბურთში? მგონი, სუარესი არც იცი ვინაა, ბარსელონაში არ თამაშობს და საიდან გეცოდინება
GASAKVIRIA PIRDAPIR!!
ამ სტატიას რო წერ ცოტა ტვინი ხო უნდა დაააყოლოთ??? გაგიკვირდებათ და შამპუნას მდევარი მესი კი არა სუარესიაო, ხო არა??? მესი რამდენი ხანი გაცდა ხო ვერ მეტყვით? მალადეეც
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
გვარდიოლა: ბევრი გოლი ტურნირისა და მოწინააღმდეგის პატივსაცემად გაგვაქვს
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
ვისაც "ბარსელონა" ვერ იყიდის, "სიტი" იყიდის, რა პრობლემაა?
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი
ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია