2013 წლის შედეგების მიხედვით, სპორტული სეზონი შიდა ქართლში გაზეთ "ლელოს" საკორესპონდენტო პუნქტმაც შეაჯამა
2013 წლის შედეგების მიხედვით, სპორტული სეზონი შიდა ქართლში გაზეთ "ლელოს" საკორესპონდენტო პუნქტმაც შეაჯამა.

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" შიდა ქართლის ბიურომ გამოკითხვით რეგიონში წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენა 2010 წელს დაიწყო.

ბოლო ორი წელიწადია, ამ გზით მხოლოდ გორის საუკეთესო სპორტსმენი ვლინდება, თუმცა ადრეც გამარჯვებულები მხოლოდ ამ ქალაქის წარმომადგენლები იყვნენ. 2010 წელს რჩეული გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) გახდა, 2011 წელს - ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), 2012 წელს - ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), წლეულს კი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.

ამ სპორტსმენმა 2013 წელს ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, მოიგო ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები, დიდებში გაიმარჯვა საქართველოს თასზე, ხოლო ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა! დაგვეთანხმებით, რომ 19 წლის სპორტსმენისთვის ერთ სეზონში მიღწეული ასეთი წარმატებები ერთობ შთამბეჭდავია.

გასაკვირი არც ის იყო, რომ ახლახან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა იგი წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელეს.

"სამივე ვერსიით (სამინისტრო, სეოკ-ი, "ლელო") ჩემი გამორჩევა სერიოზული სტიმულია სამომავლოდ დიდი გამარჯვებებისათვის საბრძოლველად. მშობლიურ ქალაქში აღიარებასაც, რასაკვირველია, განსაკუთრებით სასიხარულოდ მივიჩნევ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ყველას, ვინც საუკეთესოდ მიმიჩნია. შევეცდები, მათი იმედები მომავალშიც გავამართლო" - გვითხრა გენო პეტრიაშვილმა.

ჩვენი გამოკითხვით, გორელ სპორტსმენთა 2013 წლის საუკეთესო ათეულში, გენო პეტრიაშვილის გარდა, მოხვდნენ (ანბანის მიხედვით): ბექა ბუჯიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დიდებში, მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ახალგაზრდებში), დავით კარბელაშვილი (სამბოში საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი კორეულ ჭიდაობა სირიუმში), ნოდარ მეტრეველი (სამბოში ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი, ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში), ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში), ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის), პაატა ღვინიაშვილი (საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ძიუდოში), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო. ევროპის ჩემპიონი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი), კოტე ხაბალაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონი).

წლის საუკეთესო გუნდის წოდება ფეხბურთში 2012-13 წლების საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორმა გორის "დილამ" მოიპოვა.

წლის საუკეთესო სასპორტო სკოლად დასახელდა გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა (დირექტორი ანზორ თენაძე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გილოცავ და წარმატებებს გისურვებ
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს