განმეორებით ტესტზე ორივე სპორტსმენმა უარი განაცხადა, რადგან იმდენნაირ პრეპარატსა და ისეთ დოზებზეა საუბარი, ამას აზრიც არ აქვს
მორიგი სამწუხარო ცნობა: ამჯერად დოპინგზე ერთბაშად ორი ქართველი მოჭიდავე ჩავარდა - ევროპის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი ედიშერაშვილი (55) და ბერძნულ-რომაულში ახალგაზრდებში ევროპის 2012 წლის ვიცე-ჩემპიონი ლევან არაბული (120).

აკრძალული პრეპარატები პირველმა ტესტმა შარშან, 8-10 ნოემბერს მოსკოვში გამართულ "ევროპის ერთა თასზე" აღებულ მათ სინჯებში დაადასტურა. განმეორებით ტესტზე ორივე სპორტსმენმა უარი განაცხადა, რადგან იმდენნაირ პრეპარატსა და ისეთ დოზებზეა საუბარი, ამას აზრიც არ აქვს.

ორივე ფალავანს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, თუმცა ესეც იმის ხარჯზე, რომ ჯერ ძალაში არ შესულა ახალი დებულება, რომელიც პირველივე შემთხვევაზე ოთხწლიან დისკვალიფიკაციას, ანუ ოლიმპიადის გამოტოვებას ითვალისწინებს. ახლა ქართული მხარის მთავარი საზრუნავია, იქნებ როგორმე სადამსჯელო მექანიზმის გადმოცემას მაინც მიაღწიონ და ოდნავ ნაკლები სასჯელი დაააკისრონ, რათა მათ სალიცენზიო შეჯიბრებებში მონაწილეობა შეძლონ.

დისკვალიფიკაციის ვადა 2013 წლის 13 ნოემბრიდან აითვლება, 2015 წელს სალიცენზიო მსოფლიოს პირველობა კი (ადრე აქ გაიცემოდა ყველაზე მეტი საგზური) სექტემბრის დასაწყისშია ლას-ვეგასში.

სავარაუდოდ, მათ ამის შემდეგაც ექნებათ ლიცენზიების მოპოვების შანსი (ალბათ, ორიოდე სალიცენზიო ტურნირი ისევ ჩატარდება), თუმცა პრობლემა სხვა რამეშია - დისკვალიფიკაციის პერიოდში მათ არ ექნებათ ნაკრებთან ვარჯიშის საშუალება, ხოლო ხელფას-პრემიები უკვე მოეხსნათ სამინისტროს, ფედერაციისა თუ ოლიმპიური კომიტეტისგან.

როგორც ექიმები და ჩვენი ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, ამჯერადაც თვითნებურად მიღებულ ინტერნეტით გამოწერილ პრეპარატებზეა საუბარი. უკვე ცნობილია ის ხალხი, ვისი მეშვეობითაც გამოიწერეს ეს წამლები. უახლოეს დღეებში ამ თემაზე საგანგებო პრესკონფერენციის გამართვაც იგეგმება.

qizikeli
ესენი მართლა უბერავენ???მოძმანას დისკვალიფიკაცია "წონიანი" მაგალითი არ იყო???ვეღარ გაიგეს,რო გამკაცრებულია ამნაირ პრეპარატებზე კონტროლი???რამდენს წააგებენ თვითონაც და ნაკრებიც???!რა უნდა ,თქვს ამაზე კაცმა,არ ვიცი....ძალით იჩალიჩებენ ამის დედაც ჯეკ??!!!!
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ დათუნაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღის ანონსი: დღეს ჩვენი ლიდერები გამოვლენ
სამჯერ 9:0 და ქართველი გოლიათი ლევან არაბული ევროპირველობის ფინალში გავიდა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრინჯაოსთვის მხოლოდ დათუნაშვილი იბრძოლებს
ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს ვერ შესწვდა
პოლონეთის ტურნირი: ქართველთა პოლონური გამოფენა - 3 ოქრო და 7 ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ
გენო პეტრიაშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მარსაგიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ჩემპიონატი: მესამე ბრინჯაო არ შედგა
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი