ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი აზერბაიჯანის ნაკრებში გადავიდა

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი აზერბაიჯანის ნაკრებში გადავიდა

<p>მისი გვარი გუნდის იმ შემადგენლობაშია დასახელებული, რომელიც უკვე გაემგზავრა იაპონიაში სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე <br> ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი <strong>ბეთქილ შუკვანი</strong> (60) საბოლოოდ გადავიდა აზერბაიჯანის ნაკრებში!</p><p>მისი გვარი გუნდის იმ შემადგენლობაშია დასახელებული, რომელიც უკვე გაემგზავრა იაპონიაში სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე.</p><p>როგორ და რა გზებით მიაღწია სპორტსმენმა ამას, ჯერჯერობით უცნობია, როცა სამინისტროც და ფედერაციაც გვაიმედებდნენ, რომ წასვლის ნებას არ მისცემდნენ და ამაზე აზერბაიჯანულ მხარესაც შეუთანხმდნენ.</p><p>თუმცა, საეჭვოა, ეს ფედერაციის თანხმობის გარეშე მომხდარიყო.</p>

  • "ბოქსიორა"-ს

    თუ შეიძლება თქვენი ვინაობა მომწერეთ ელ.ფოსტაზე, თუ რა თქმა უნდა აქ არ გნებავთ ვინაობის გამხელა, რათა გავიგო და ვიცოდე ეროვნული ნაკრების რომელი წევრი ბრძანდებით, რომელიც იჩაგრება და თუ ეს მართლა ასეა, მერწმუნეთ შემიძლია დაგეხმაროთ. nanomari73@mail.ru გმადლობთ წინასწარ.

  • ბოქსიორა

    იტოკში გადავხედე აქ კომენტებს... მეც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვარ მეც მაკვს შემოთავაზება აზერბაიჯანიდან.... რატომ არ უნდა წავიდე? 400 ლარი ხელფასი, დაჩაგვრა საზღვარგარეთ... ელემენტარული პირობები არ არის.. სპორცმენი არ ფასდება... 7 კილოს ვიკლებ ჩემით ვყიდულობ საჭმელს ვიტამინს თუ რაც დამჭირდება... იცით რამხელა შრომას მოითხოვს ეს ყველაფერი ? არა ქორწილი არა დაბ დღე.. არაფერი ჩემთვის არ არის.. მე მესმის ამ კაცის.. მიჭირს გადაწყვეტილების მიღება... მაგრამ მირჩევნია თქვენნაირმა ხალხმა მომნათლოს მოღალატედ.. ვიდრე სახლში დედა მამა და ბებია მშიერი მყავდეს.. რა ვქნა ! პ.ს ჯერ ჩვენი გზა გაიარეთ და მერე განსაჯეთ.. მე არ ვიძახიი კარგი საქციელიათქო მაგრამ უბრალოდ სხვა გასაქანი რომ არ გაქ

  • Nata–ს

    გმადლობთ, ველი მოუთმენლად და როცა მომწერთ, მე აუცილებლად გადავამოწმებ. თუ თქვენი ინფორმაცია მართალი აღმოჩნდება, პირადად, საჯაროდ მოგიხდით ბოდიშს თქვენც და შუკვანსაც, კაცურ სიტყვას გაძლევთ, ხოლო თუ თქვენი ბრალდება მცდარი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე შეურაცჰყოფა მომაყენეთ (რასაც მე არასოდეს ვიკადრებ არა მარტო თქვენს, არამედ საერთოდ არავის, მითუმეტს უცნობი ადამიანის მიმართ), მე თქვენ უბრალოდ გაპატიებთ არამარტო ჩემს შეურაცჰყოფას, არამედ იმასაც, რომ თქვენი მცდარი ბრალდებით შეურაცჰყოფას მიაყენებთ მთელი ქართული სპორტის (ამ შემთხვევაში კი ძიუდოს) მესვეურებს და გულშემატკივრებს, უბრალოდ გეტყვით, რომ ცრუ ბრალდება და ცილისწამება ძალიან დიდი ცოდვაა.

  • Nata

    აუცილებლად მოგწერთ ,დამერწმუნეთ.

  • Nata–ს

    თქვენ უკვე პირად შეურაცჰყოფაზე გადადიხართ, მაგრამ მე ამას არ ვაკადრებ ჯერ საკუთარ თავს და მერე თქვენ, მითუმეტეს ქალს და მე რას და როგორ ვიზამდი, ეს უკვე დავამტკიცე ჩემი ცხოვრებით. გთხოვთ მომწერეთ ელ.ფოსტაზე იმ ჩინოვნიკების ვინაობა და კონკრეტული მიზეზები თუ რატომ მოუსპეს შუკვანს თავის გამოჩენის და წამლის ფულის შოვნის შანსი. გმადლობთ წინასწარ. nanomari73@mail.ru

  • Nata

    არც თქვენ კითხულობთ დაკვირვებით ჩემს მიერ დაწერილ შეტყობინებებს გულდასმით, შუკვანს მოუსპეს ყველანაირი ფინანსური შემოსავალი. შეიძლება ის კახიაშვილზე უარეს დღეში იყო რაც არ იცით იმაზე ნუ ლაპარაკობთ.მაინტერესებს ცუდად რომ ხარ და წამლის ფული არ გაქვს ვინ დაგეხმარება ???!!! არავინ იმიტომ რომ ქართველებმა ხელის გაწვდა არ ვიცით ერთმანეთისთვის. რასაც მე ვუყურე ამ ბიჭმა ყველაფერი სცადა რომ დარჩენილიყო.თქვენი აზრით ძალიან უნდოდა წასვლა და საკუარ ოჯახის,შვილის მიტოვება??? კარგით რა მორჩით მართლა რაღაც რაღაცეების მტკიცებას,უკვე მარაზმში გადადიხართ.თქვენ უარეს იზამდით დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება იმას ჩახედული ვარ თუ არა ძიუდოს შიდა სამზარეულოში გეტყვით რომ ძალიან კარგად და ბევრზე კარგადაც,სწორედ ამიტომ ვაძლევ საკუთარ თავს წერის უფლებას. ზოგადად ვერ ვიტან უსამართლობას და ზუსტად მაგიტომაც მინდა რომ შუკვანმა საკუთარი სიტყვა თქვას დიდ ასპარეზზე. ამიტომ მე მთელი 100პროცენტით მას ვუჭერ მხარს თუნდაც ჩემი საკუთარი ძმის წინააღმდეგ მოუწიოს ასპარეზობა და ამის ძალიან რეალური შანსი არსებობს ცნობისთვის. ამას მთელი გულით ვამბობ თქვენ წარმოიდგინეთ და არა ბუტაფორიულად.

  • Nata–ს

    ძიუდო და ზოგადად სპორტი ძალიან მიყვარს, ძალიან კარგად ვერკვევი და შუკვანი რომ უფრო ლამაზ ჭიდაობს, მეც მშვენივრად ვიცი, ასევე ისიც, რომ ლამაზ მოგებას სულ სხვა ეშხი აქვს მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში სტილი არაფერ შუაშია. როგორ უნდა უქომაგოს ქართველმა სხვა ქვეყნის წარმომადგენელს (თუნდაც ეთნიკურად ქართველს) შენი ქვეყნის წარმომადგენლის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ ევროპის, მსოფლიოს ან ოლიმპიადის ფინალი, საადაც მოგების შემთხვევაში ერთს მედალი მოაქვს საქართველოსთვის და მეორეს აზერბაიჯანისთვის. კი ბატონო, მომწერეთ პირადში, მაგრამ რატომ არ უნდა დაასახელოთ იმ ჩინოვნიკების ვინაობა საჯაროდ, ყველას წინაშე? მე ვერ ვხვდები. თუ მართლა ასეა, ეს ხომ ქვეყნის და ზოგადად ქართული ძიუდოს წინაშე სასტიკი დანაშაულია და ყველამ უნდა იცოდეს იმ ნაძირლების ვინაობა, ვინც ეს გააკეთა!!! ეტყობა ადრინდელი ჩემი შეტყობინება დაკვირვებით არ წაიკითხეთ. მე დავწერე, დღეს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან უჭირს, ესე იგი ყველა ქართველი, ვისაც რაიმე შანსი გამოუჩნდება უნდა წავიდეს საქართველოდან, მიუხედავად იმისა თუ რომელ სფეროში მოღვაწეობს? ძალიან მაგარი ლოგიკაა(!). რაც შეეხება კახიაშვილს. დიახ, ის ნამდვილად უნდა წასულიყო, რადგან მაშინ მიზერული კი არა, საერთოდ არანაირი პირობები არ იყო და მის წასვლას გამართლება ნამდვილად აქვს და თქვენ თუ მაშინდელ და ახლანდელ პირობებს ერთნაირად აფასებთ, ან საკუთარ თავს ატყუებთ ან უბრალოდ ჯიუტად არ გინდათ აღიაროთ, რომ განსხვავება ისეთია, როგორც ცა და დედამიწა. მე კავშირი მაქვს სპორტსმენებთან, განსაკუთრებით ძიუდოისტებთან და მოჭიდავეებთან, მათ შორის ნაკრების წევრებთანაც, თანაც ხშირი და ძალიან კარგად ვიცი ვინ რითი სუნთქავს და ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ნაკრების არცერთ წევრს მატერიალურად არ უჭირს და ასევე ფინანსდება ყველა პერსპექტიული მოჭიდავე და ძიუდოისტი. მომავალში კი იგეგმება დაფინანსების კიდევ უფრო გაზრდა, ყველა მეტნაკლებად პერსპექტიულ სპორტსმენს ექნება ისეთი ხელფასი, რომ ჭიდაობის ვარჯიშის გარდა არაფერზე იფიქროს, ხოლო ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმიური ჩემიონობისათვის საკმაოდ სოლიდური პრემიები იქნება. ეს რომ ასე იქნება ვიცი 100%-ით სანდო წყაროდან. მე არასოდეს ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ვინმე გავაკრიტიკო, თუ რეალური სიტუაცია არვიცი. ზოგადა იმის თქმა მინდა, რომ დღეს ქართულ ძიუდოში და ჭიდაობაში ისეთი დაფინანსებაა, რომ გამორიცხულია, მატერიალური მოტივით ვინმე წავიდეს სხვა ქვეყანაში. მოკლედ, ველოდები ტქვენს შშეტყობინებას ელ.ფოსტაზე. nanomari73@mail.ru

  • Nata

    ზოგადად მე შუკვანის ჭიდაობა უფრო მომწონს ისევე როგორც ილიას ილიადისის(ჯარჯი ზვიადაურის რომელსაც ასევე დზალიან კარგად ვიცნობ) იმტომ რომ ლამაზად ჭიდაობენ ,ძიუდო ვისაც უყვარს ის მიხვდება შეიძლება იჭიდაო და მოიგო თუმცა არა ისე რომ ეს დამამახსოვრებელი იყოს. ეხლა რაც შეეხება იმ ჩინოვნიკების ვინაობას აქ ვერ დავცერ და თუ გინდა პირადში მოგცერ არაა პრობლემა . ხო აი 90 -იანი წლების ძიუდოისტებს და სპორცმენებს რაც შეეხება დამერწმუნე ყველანი ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ მაგ გაჭირვებიდან რომ ამოსულიკვნენ და რომელიმე ქვეყნის სახელით რომ ეჭიდავათ,თუმცა მაშინ შემოთავაზებებიც ფაქტიურად არც ყოფილა მათ მიმართ,ვისაც ქონდა ის კი წავიდა( კახი კახიაშვილზე მაქვს საუბარი,მართალია ძიუდოისტი არაა მაგრამ მაგალითისთვის. და ეხლა არ მითხრათ არ უნდა წასულიყოვო) ასე რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს როდესაც უჩნდება განვითარების და უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობა ბრიყვი და სულელი უნდა იყო უარი რომ თქვა და არ წახვიდე და არ გააკეთო მითუმეტეს როდესაც აქ ყოფნა არ გიფასდება.რაც შეეხება კონკურენციის გამო შიშს დარწმუნებული ვარ , და ამაშიც ნებისმიერი თქვენთაგანი ცოტა ხანში დარწმუნდება არაფერ შუაშია.

  • Nata–ს

    ზოგადად ის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ძალიან ბევრი უსამართლობა ხდებოდა და ხდება, ეს მეც მშვენივრად ვიცი და აბსოლუტურად გეთანხმებით და მე არანაირად არ ვაპირებ ამის გამართლებას. მაგრამ თქვენ არ პასუხობთ ჩემს ორ შეკითხვას: 1. ვის უგულშემატკივრებთ პაპინაშვილი-შუკვანის სავარაუდო დაპირისპირების დროს? მითუმეტეს ორივეს იცნობთ და არცერთი არ არის თქვენი ახლობელი. 2. გთხოვთ აუცილებლად დაასახელოთ იმ ჩინოვნიკის ვინაობა, ვინც იძულებული გახადა შუკვანი წასულიყო. ხოლო თუ თქვენ არ იცით, გაარკვიეთ და მერე დაწერეთ, რათა ხალხმა გაიგოს სიმართლე !!! ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 90-იან წლებში არანაირი პირობები არ ჰქონდათ ძიუდოისტებს (და საერთოდ სპორტსმენებს), მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მაინც საქართველოს სახელით გამოდიოდა და ხდებოდა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები და მათაც ჰყავდათ ოჯახები. ერთერთი ცნობილი სპორტსმენი ჩემი ახლობელია და რაც მას აქვს გადატანილი გაჭირვების სახით (მატერიალური, სულიერი), მტერს არ ვუსურვებ. მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და თავისას მიაღწია.

  • ???

    და პაპინაშვილი რა შუაშია? ერთ წონაში ორის გამოსვლა შესაძლებელია უკვე და ნუ ამართლებთ ნამდვილ ღალატს რაღაც სისულელეებით. ახლა კახიაშვილის დრო არ არის, როცა კაცი მართლა შიმშილით მოკკვდებოდა, რომ არ წასულიყო

  • Nata

    აი რაც დაწერეთ თქვენ წარმოიდგინეთ თქვენზე კარგად მაქვს გამოცდილი და გადატანილი ,მე და ჩემს ოჯახს რაც გაგვიკეთებია სამშობლოსთვის ბევრი ვერ დაიტრაბახებს,სამ ოჯახის წევრს რომ შესწირავ ამაზე მეტი რა უნდა იყოს? თქვენ იბრძოდით კი ბატონო დ ჩემი მთელი ოჯახი იბრძოდა და ერთი ცუთით არ დაუტოვებია აფხაზეთი,მეც იქ ვიყავი მთელი ომის მანძილზე და ვიცი რას ნიშნავს როდესაც თავზე ტყვიები და ბომბის ნამსხვრევები გეყრება. მაგრამ დღეს როდესაც ჩემს ოჯახს,კერძოდ კი მამაჩემ (ომის ვეტერანს) ჯანმრთელობის გამო უმცირესი თანადგომა დაჭირდა იცით რა მივიღე პასუხად ვინ გეხვეწებოდათ მერეო ... აი ეს არის ჩემო კარგო ქართული თანადგომა. რაც შეეხება შუკვანს ის ჩემი ნათესავი არ არის ,თუმცა ნაცნობობა მაკავშირებს. და როდესაც მის შვილს რაიმე ჭირდება ნეტავ ვის თხოვოს ????!!!! მე თუ თქვენ? თან ადამიანს შენი პროფესიით მუშაობა თუ გიკრძალავენ? კიდევ ერთი მე პაპინაშვილსაც ვიცნობ ძალიან კარგი ბიჭია ვუსურვებ წარმატებებს,მისი საწინააღმდეგო მართლა არ მაქვს არაფერი .უბრალოდ უსამართლობას ბოლო უნდა მოეღოს და ეგაა თუმცა საქართველოში ეს შეუძლებელია ამ ეტაპზე მაინც!!!!!

  • Nata–ს

    ეგ ზოგადი პასუხია, თუ შეიძლება კონკრეტულად თქვათ სამინისტროს, ფედერაციის და ნაკრების რომელმა მაღალჩინოსანმა მოუსპო ჭიდაობის და თავის გამოჩენის შანსი და რატომ? ასევე თქვენ ადრინდელ შეტყობინებაში დაწერეთ, რომ შუკვანი თქვენი ახლობელი არ არის. მაშინ საიდან იცით ეს ყოველივე? ასევე თქვენ არ მიპასუხეთ კითხვაზე: თქვენ ამბობთ, რომ უგულშემატკივრებთ იმას, ვინც იმსახურებს. პაპინაშვილი-შუკვანის სავარაუდო დაპირისპირებაში საინტერესოა როგორ უნდა დაიმსახუროს პაპინაშვილმა თქვენი სიმპათია, დავიჯერო ის არ არის კარგი ვაჟკაცი? თუ შუკვანი თქვენი ახლობელი არ არის რა მიზეზით უნდა უგულშემატკივროთ მას? ლუკმა პურის გარეშე არის დარჩენილი დღეს ქართველების უმრავლესობა. პირადად მე ერთადერთი შემომტანი ვარ ოჯახში და დიდი წვალებით, შრომით და ჯაფით ვშოულობდი ლუკმა პურს. მე გადავიტანე 3 ომი რუსეთთან (2 სამაჩაბლოში და 1 აფხაზეთში), მივიღე უსაშინლესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვები. არვიცი თქვენ რა ასაკის ბრძანდებით, თუ 30 წელს ზემოთ ხართ, მაშინ გემახსოვრებათ რა საშინელი პერიოდი იყო მაშინ. აი ასეთ პერიოდში, როცა პურზე ასობით ადამიანი იდგა რიგში, რომ თუნდაც 1 ცალი პური ეყიდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, მე ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ჩემი ოფლით ვშოულობდი ლუკმა პურს. ხოლო თუ ასაკით პატარა ხართ და არ გახსოვთ ის პერიოდი, მაშინ მშობლებს და ახლობლებს ჰკითხეთ, ვინც მოესწრო იმ საშინელ პერიოდს. შუკვანს ნამდვილად არ ემახსოვრება ის პერიოდი, რადგან მაშინ ბავშვი იყო. თქვენ არ იცით რა არის გაჭირვება და შიმშილი. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ შუკვანის ოჯახი, თუნდაც მას შემდეგ, რაც ის ნაკრების წევრი იყო 1 დღე მაინც შიმშილობდა. თუნდაც ის მიზერული ხელფასი, რაც მას ჰქონდა, 90-იან წლებში მოღვაწე ძიუდოისტებისთვის ეგეც სანატრელი იყო და ის სავარჯიშო პირობები რაც დღეს არის, აღარაფერს ვამბობ პრემიებზე, რომელსაც დღეს იღებენ სპორტსმენები წარმატებების შედეგად (იმედია იმას მაინც არ იტყვით, რომ შუკვანს არანაირი პრემია არ მიუღია თუნდაც ევროპის ვიცე-ჩემპიონობისათვის). თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ვინც დაჩაგრეს, ყველა საზღვარგარეთ უნდა წავიდეს. სხვას ჭკუისსწავლება იმან უნდა დაუწყოს, ვისაც გამოცდილი აქვს, რა არის გაჭირვება და შიმშილი. მოკლედ, გთხოვთ დაასახელოთ კონკრეტული სახელი და გვარი, ვინც ჩაგრავდა შუკვანს. პ.ს. ნამდვილად შეიძლებოდა შაჰ-აბასის დროჭის ქვეშ გველაშქრა, ისევე როგორც თემურ-ლენგის, მურვან-ყრუ-ს და მრავალი სხვა დამპყრობლის დროშის ქვეშ, სამაგიეროდ ვიბრძოდით რუსეთის დროშის ქვეშ და ეხლა ვიბრძვით აშშ-ს დროშის ქვეშ.

  • Nata

    ვერ ხვდებით მიზეზს? თუ არ გინდათ რომ მიხვდეთ? ადამიანს ჟანგბადს რომ აღარ მოგაწვდიან რა დაგემართება? აი ეგაა მიზეზი... მოუსპეს შანსი იმისა რომ ეჭიდავა და კიდევ მაინტერესებს როდესაც ოჯახში ერთადერთი შემომტანი ხარ რა უნდა გააკეთო? უნდა ელოდო სანამ მოწყალებას გაიღებს ვინმე? ამითომ ყველამ ჩვენ ჩვენ გულებში ჩავიხედოთ და მივხვდებით რომ ჩვენ შეიძლება შაჰ აბასის დროშის ქვეშ გველაშქრა... და ეხლა თავი არ გამოიდოთ არაო იმიტომ რომ ეს სიმართლე არ იქნება, ნუ დაიწყებთ თავის გამოდებას ნურავინ.

  • nukri

    არაუშავს, აქ კონკურენციას ვერ გაუძლო და წავიდა მეგობარ ქვეყანაში. მთავარია მოქალაქეობასთან ერთად რელიგიაც არ შეიცვალოს. დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება. ისე ჩემი წინანადებაა, აღარ დაუბრუნდეს არასოდეს საქარველოს მოქალაქეობ და დარჩეს მოძე აზერბაიჯანის მოქალაქედ.

  • Nata–ს

    კიდევ ერთი, თქვენ ამბობთ, რომ უგულშემატკივრებთ იმას, ვინც იმსახურებს. პაპინაშვილი-შუკვანის სავარაუდო დაპირისპირებაში საინტერესოა როგორ უნდა დაიმსახუროს პაპინაშვილმა თქვენი სიმპათია, დავიჯერო ის არ არის კარგი ვაჟკაცი? ასევე ვინც სახელი და გვარი შეიცვალა, თუ გგონიათ რამეთი განსხვავდება ამ სიტუაციისაგან, ძალიან ცდებით.

  • zaza

    შუკვანი, შუკვანი, საიდან მეცნობა ეს გვარი! ოოოოოოოოოო, გავიხსენე, ეს ის შუკვანია, რომელმაც თავისი გუნდის წევრები მიატოვა და ლონდონიდან გამოიქცა!. მაშინ მისი არგუმენტების მართლაც მჯეროდა. თურმე რა მაგრად ვცდებოდი.

  • Nata–ს

    უკვე გასაგებია, რომ წყევლა და მისთვის წაგების სურვება თქვენთვის ერთი და იგივეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად ასეა, რადგან თქვენ ასე გინდათ რომ იყოს, კი ბატონო. ძალიან მაინტერესებს რატომ არავინ, ვინც მის პოზიციას იცავთ, არ ამბობთ მიზეზს(მიზეზებს) თუ რატომ წავიდა, მხოლოდ ერთი და იგივეს იმეორებთ, რომ ჰქონდა მიზეზი და წავიდა. და ბოლოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უცნობ ადამიანს უნდა ესაუბროთ თქვენობით, ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ორივე მხარე არ შევთანხმდებით შენობით საუბარზე, ეს ელემენტარული ეთიკის ნორმაა. მე მინდა (და მე მგონი ყველას აინტერესებს) გავიგო რეალური და დასაბუთებული მიზეზი(მიზეზები), თუ რატომ წავიდა. წინასწარ გმადლობთ შესაბამისი პასუხისათვის.

  • Nata

    წყევლაა აბა რაა წაგება უსურვო ადამიანს? და კიდევ ერთი იმას ვუგულშემატკივრებ ვინც იმსახურებს, ხალხმა გვარი და სახელი შეიცვალა და ისე გამოდიოდა სხვა ქვეყნის სახელით მაშინ სად იყავით? შუკვანი ჩემი არც ნათესავია და არც ძმა,უბრალოდ კარგი ვაჟკაცია და ვაი ჩვენ რომლებიც ესეტ ხალხს ვერ დავაფასებთ. ისეთ პირობებს შევუქმნით რომ სანატრებელი გაუხდეს ქვეყნიდან წასვლა და მერე იმის ნაცვლად რომ ჩვენს მიერ ჩადენილი საქციელი ვინანოთ ვდგავართ და დიაცებივით ვლანძღავთ ვაგინებთ და ვწყევლით.გრცხვენოდეთ უბრალოდ.რაც შეეხება შუკვანის მიერ მედლების დამადლებას დამიჯერე ,მას არც ერთი მედალი არ დაუმადლებია.

  • ალექსანდრე

    ხოო, ძალიან საწყენია მისი წასვლა, თუმცა წინასწარ იყო ხმების ამის შესახებ, მაგრამ ბოლომდე არ მჯეროდა. მაინც წარმატებებს ვუსურვებ სპორტულ კარიერაში. ჩვენებთან შეხვედრისას მის მხარეზე ვერ ვიქნები, თუმცა არანაკლებ ვუგულშემატკივრებ როგორც ვგულშემატკივრობ ჯარჯი ზვიადაურს.

  • rivaldo rivaldo-ს

    პირველ რიგში იმედი მინდა ვიქონიო და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ იმაზე მეტი თუ არა, ცოტა ნაკლები მაინც გაგიკეთებიათ სამშობლოსათვის, რამდენიც მე და თუ ეს ასეა, გულწრფელად ვამბობ ძალიან გამიხარდება. ვფიცავარ ყველაფერს წმინდას, ჩემთვის ყველა ძვირფას ადამიანს, ჩემს სინდისს, ნამუსს და ადამიანობას, რომ ძალიან ამაყი ვიქნები თუ აღმოჩნდება, რომ ჩემს მიერ სამშობლოს კეთილდღეობისა და დიდებისათვის გაღებული მსხვერპლით (ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით) და უანგაროდ გაწეული სამსახურის ხარისხით და რაოდენობით ბოლო ადგილზე ვიქნები მთელს საქართველოში. ეხლა აქ არ დავიწყებ იმის აფიშირებას, თუ რა, სად, როდის და როგორ გამიკეთებია სამშობლოსთვის, რადგან მიმაჩნია, რომ როგორ და რამდენადაც არ უნდა დავიხარჯოთ სამშობლოსათვის, მის (ისევე როგორც მშობლების) წინაშე მუდამ ვალში ვიქნებით. ეს რაც შეეხება სამშობლოს წინაშე მოხდილ ვალს. ეხლა შუკვანის მიერ მოპოვებულ მედლებზე... როცა ადამიანს და მითუმეტეს სამშობლოს სიკეთეს უკეთებ, ის არ უნდა დაამადლო, დამადლებული საქმე იგივეა, რაც არაფერი გაგიკეთებია. მერწმუნეთ, ყველაფერ იმის სანაცვლოდ, რაც გამიკეთებია, არანაირი მატერიალური სიკეთით არ მისარგებლია, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მილხინდა. ყველანაირი მიზეზი უნდა ითქვას და თან ხმამაღლა, მითუმეტეს თუ მის მიმართ ადგილი ჰქონდა პიროვნულ დაჩაგვრას, დამცირებას და შეურაცჰყოფას ნებისმიერი ფორმით. ჩუმად წასვლა ორმაგი დანაშაულია!!! პატივისცემით, 40 წლის საქართველოს სიყვარულის პრეტენზიის მქონე რიგითი ქართველი. პ.ს. იმ სტატიის გვერდზე რატომღაც არ გაიგზავნა და აქ მოგწერეთ, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

  • Branat–ს

    პირველ რიგში სანამ პასუხის გაცემას დააპირებთ, ჯერ დაკვირვებით უნდა წაიკითხოთ რა წერია. 1. "ჭკვიანების" ბუდეში "აღზრდილი" ჩემი ე.წ. "ნიკი" არ არის. 2. 40 წლის ვარ და ადამიანი ცხოვრებაში არ დამიწყევლია და ნამდვილად საოცარია სად დაინახეთ წყევლა, მე ვუსურვე წაგება და ამას კიდევ გავიმეორებ, თან არ მომბეზრდება იმდენჯერ. ძალიან მაინტერესებს, როცა ალბათ თქვენი ახლობელი შუკვანი ნებისმიერი სახის ტურნირში შეხვდება საქართველოს ნაკრების ნებისმიერ წარმომადგენელს, ვის უგულშემატკივრებთ? თუ რამე პრობლემა ჰქონდა მას საქართველოს ნაკრებში, ხმამაღლა და დაუფარავად უნდა ეთქვა, მითუმეტეს თუ ვინმე უსამართლოდ ექცეოდა და ჩაგრავდა (იმედია არ იტყვით, რომ შეაშინეს ან დაემუქრნენ, რომ არაფერი ეთქვა). ჩუმად, ხმისამოუღებლად წასვლა სხვა ქვეყანაში, მართალიც რომ იყოს და სერიოზული მიზეზიც რომ ჰქონდეს, ორმაგი დანაშაულია. და ბოლოს, მე მგონი ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ და შენობით რომ მწერთ, რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულია, ხოლო თუ ასაკით ჩემზე გაცილებით უმცროსი ხართ, მითუმეტეს!!!

  • v.v.a.

    სამშობლო უყვარს? ...

  • GiorgiG83

    svani123-ს მოდი მე იქ ვიჭყუმპალავებ სადაც საჭიროდ ჩავთვლი მარგამ... თუ მიზეზი აქვს ითქვას, თუ არადა ეს საქციელი ყოველითვის იქნება ქართველის თვალში უღირსი ნაბიჯი - ეროვნული ღირსების ფულზე გაცვლა - სხვა არგუმენტია რამე? მაშინ დაიდოს, რომ იმ იარლიყით არ იაროს რაც ასე ჩანს...

  • svani123

    GiorgiG83 სად ჩყუმპალაობ შენ რა იცი მაგი რატო წავიდა??? უაზრო კემოენტარებისგან თავი შეიკავეთ

  • Branat

    ეტყობა მიზეზი ქონდა და მაგიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი, ერთი ვიცი არცერთ ჩვენგანზე ნაკლებად არ უყვარს ამ ბიჭს თავისი ქვეყანა.აი რაც შეეხება კონკურენციის შიშს ამას უახლოესი მომავალი დაგვანახებს ეშინია თუ არა."ჭკვიანების" ბუდეში "აღზრდილ"–ს მინდა ვუთხრა რა დედაკაცივით წყევლი შუკვანს :D შეგრცხვეს მაინც !!!

  • GiorgiG83

    ამაზე რა უნდა დაწერო კაცმა?.. ადგა და წავიდა... იჩაგრებოდა? ტალანტს ვერ ავლენდა? კონკურენციის შეეშინდა? საქართველო კიდია? ფულის შოვნა მოინდომა? ვინ იცის ფაქტია აწი აზერბაიჯანს ღირსებას დაიცავს... მო****ნთ ღირსება

  • "ჭკვიანების" ბუდეში "აღზრდილ"–ს

    ყველაზე უკიდურესი მიზეზი, რაც შეიძლება ჰქონდეს სპორტსმენს იმისათვის, რომ საკუთარი სამშობლო მიატოვოს და სხვა ქვეყნის სახელის იასპარეზოს, არის პირადი გამიზნული დაჩაგვრა მწვრთნელებისაგან ან ფედერაციის ჩინოვნიკებისაგან, ხოლო აქ უკვე აზერბაიჯანის მოქალაქე შუკვანი კი აქედან წავიდა მხოლოდ და მხოლოდ კონკურენციის შიშის გამო, რადგან ამირან პაპინაშვილის პროგრესი და შედეგები სახეზეა, ასევე მოდის პერსპექტიული ახალგაზრდობა და აზერბაიჯანელმა შუკვანმა სწორედ ამის გამო თქვა უარი აქ უკვე ყოფილ სამშობლოზე. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის შიდა ჩემპიონატში და სასტიკ მარცხს ვუსურვებ ყველა დანარჩენ ტურნირზე, რომელიც იმართება EJU-ს და IJF-ს ეგიდით.

  • სამშობლო

    ეჰ უბედურო სამშობლოვ :(:(((((((((

  • სამშობლო

    მაგარი კაცი ყოფილა რას ერჩით უყვარს სამშობლო რა ქნას მეტი,,,,,,,ეს ერთი და,,,ბევრი ყოფილან ეგეთნი,,,,,,,,,,,

  • karuche ra

    იტოგში ეს ბიჭი სულ სკანდელებშია, ჯერ იყო ოცნების მხარდაჭერის მასიურით გაჩითვა რო უნდა საერთაშორისო ტურზნირზე, ეხლა ეს. ეს დედა მ..ლი რა მიზეზი უნდა გქონდეს ისეთი რო აზერბაიჯანის ნაკრებში გადახვიდე :))))

  • debilebis bude

    არ იცით ამ კაცს რა გადახდა თავს და ტყუილად ნუ ბუზგუნებთ სი,,,ბებს .. ალბათ მაგის მიზეზი ქონდა ისე რატო იზავდა?

  • ილია

    ბევრი ქართველი იცავს სხვა ქვეყნის სახელს, მაგრამ ასეთი შემთხვევა დასაგმობია. მან საქართველოს დროშა გაცვალა სხვა ქვეყნისაში. ის სხვა საკითხია როდესაც სპორცმენი პირდაპირ სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ იწყებს მოღვაწეობას... ეს ღალატია, ეს კაცი ქართველი აღარ არის

  • giorgi kuzibabashvili

    ვენაცვალე ბეთქილ შენაირ ქართველს სხვისი დროშის ქვეშ ომი გიყვარს ხოო, მალადეც შენ ქართველობას და იმ ქართველებს კიდე ვისაც სხვისი დროშის ქვეშ უნდათ წარმატების მიღწევა

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

ზაგრების გრან პრი: ამირან პაპინაშვილი 1/2-ფინალშია!

ზაგრების გრან პრი: ორიდან ორი - პაპინაშვილის ოქრო, ლიპარტელიანის ბრინჯაო [VIDEO]

ქართული ფინალი ზაგრებში: პაპინაშვილი და მშვიდობაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

მამლუქები - ქართველები, რომლებიც მსოფლიოზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ

ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი

ამირან პაპინაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]