ყველაფერი იდეალურადაა! ლამს ხან აქ ვათამაშებ, ხან - იქ
მიუნხენის "ბაიერნის" ყატარული შეკრება მთავრდება - მიუნხენური გრანდი 14 იანვარს ისევ მიუნხენისკენ აიღებს გეზს. რეკორდმაისტერის თავკაც ხოსეპ გვარდიოლასთვის "ბაიერნის" თავკაცის რანგში ეს პირველი ზამთრის პაუზაა - 42 წლის პეპი შეკრების დასასრულს ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და არა მარტო ყატარის შეკრება, არამედ მთლიანად "ბაიერნში" გატარებული პირველი თვეებიც შეაჯამა.

პეპი როტაციის შესახებ

როტაცია მიყვარს და ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა - განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძვის. სეზონის პირველ ნახევარში როტაციას ხშირად მივმართავდი. ხან რომელი მოთამაშე იყო ტრავმირებული და ხან რომელი - თანაც, ლაზარეთში წამყვანი ფეხბურთელები ხვდებოდნენ.

როცა არიენ რობენი და ბასტიან შვაინშტაიგერიც გამოჯანმრთელდებიან, უკვე ყველა ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსი იქნება და ცხადია, რომ ზოგიერთის განაწყენება მომიწევს. ეს ნორმალური პროცესია - როტაციის დროს ზოგი ბედნიერია, ზოგიც გაბრაზებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ისაა, რომ ყველა ბედნიერი იყოს.

პეპი ფილიპ ლამის პოზიციის შესახებ

ყველა პრესკონფერენციაზე ამას მეკითხებით, მაგრამ არა უშავს, მე აქ იმიტომ ვარ, რომ ყველა კითხვაზე გიპასუხოთ. ლამი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ძალიან მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ნახევარდაცვაში ვათამაშებ. როცა შვაინშტაიგერი გამოჯანმრთელდება, ხოლო გიოტცე და ტიაგო ალკანტარა ფორმის პიკში იქნებიან, მაშინ ნახევარდაცვაში უკვე უდიდესი არჩევანი მექნება და ლამს უფრო ხშირად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვათამაშებ.

ერთი სიტყვით, ვიცი, რომ ფილიპის ადგილი დაცვის მარჯვენა ფრთაზეა, მაგრამ ლამი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციისთვისაც შესანიშნავი ალტერნატივაა და მასთან მიმართებაში ყოველთვის სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებ - ხან აქ ვათამაშებ, ხან - იქ.

პეპი ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

ყველაფერი კარგადაა. ბასტის საქმე ნორმალურად მიდის და საბედნიეროდ, ახალი ტრავმირებულები არ გვყავს. მიხარია, რომ ჰოლგერ ბადშტუბერიც გაცილებით უკეთესადაა. როცა გამოჯანმრთელდება, გუნდისთვის, ფაქტობრივად, ახალწვეულივით იქნება. საბედნიეროდ, დავიდ ალაბას ტრავმაც არ აღმოჩნდა სერიოზული.

პეპი კონკრეტულად შვაინშტაიგერის შესახებ

შვაინშტაიგერი დიდხანს იყო ლაზარეთში, თითქმის ორი თვე ვერ გვეხმარებოდა. როგორც ექიმებმა თქვეს, სრულფასოვნად გამოსაჯანმრთელებლად მოსალოდნელზე ცოტათი მეტი დრო სჭირდება. ალბათ, 2-3 კვირაში მწყობრში იქნება. ფაქტია, რომ შვაინშტაიგერი ძალიან გვაკლია.

პეპი ყატარის შეკრების შესახებ

აქ მართლაც ფანტასტიკური პირობებია. არა მგონია, რომ ზამთარში სადმე ამაზე უკეთესი პირობები იყოს. კარგად მოვემზადეთ, ახალი ტაქტიკურ-სტრატეგიული ვარიანტები დავამუშავეთ. ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ.

პეპი ჩახლეჩილი ხმის შესახებ

დავბერდი. ადრე ასეთი პრობლემები არ მექმნებოდა. არა მგონია, რომ ზომაზე მეტს ვყვიროდე, მაგრამ ხმა მაინც ადრინდელზე მეტად მეხლიჩება.

პეპი ჰოიბერგის შესახებ

ვფიქრობ, რომ ჰოიბერგი დიდი ფეხბურთელი გახდება და უმაღლეს დონეზე ითამაშებს, რადგან მართლაც ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. შემიძლია ვთქვა, რომ მის დიდ მომავალში დარწმუნებული ვარ.

პეპი ზამთრის პაუზის შესახებ

ეს პირველი პაუზა იყო მას მერე, რაც "ბაიერნში" ვმუშაობ. მგონია, რომ ასეთი პაუზები არა მარტო ფეხბურთელებისთვის, არამედ მწვრთნელებისა და სხვა თანამშრომლებისთვისაც კარგია. გუნდის შეკრების მთავარი მიზანი ვარჯიშია, მაგრამ შეკრება ძალიან დადებითად მოქმედებს ფეხბურთელების მენტალიტეტსა და გუნდურ სულისკვეთებაზეც. შვებულებასავითაა და მიმაჩნია, რომ აუცილებელი რამ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ფილიპ ლამი ახალი პროფესიის ძიებაშია
მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია თბილისში დანაკლისით მოდის
არიენ რობენმა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ერთი წლის შემდეგ ალაბა მოედანს უბრუნდება
მისთვის სეზონი დასრულებულია - "რეალს" დაცვაში პრობლემები გაუჩნდა
მიუნხენის "ბაიერნი" ჩინეთში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე მიდის
ალაბამ შესაძლოა, კარიერა დაასრულოს
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა
ფეხბურთელები და მათი ზედმეტსახელები - რატომ ჰქვია აგუეროს "კუნი"? [PHOTO]
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
გუნდი, როგორც ასეთი! IFFHS-მა დეკადის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა [PHOTO]
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
ტრავმიანობა მიუნხენის "ბაიერნში": ფილი ლამმა კოჭის ძვალი მოიტეხა
ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ალაბა დაბრუნებასთან ახლოს - "რეალის" მცველს თითქმის 1 წელი გაუცდა
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრები საქართველოსთან სათამაშოდ დარაზმა
გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: "ბაიერნმა" ლევანდოვსკის დუბლით "შალკეს" მოუგო [VIDEO]