თანამედროვე ლეკიანობა, ანუ რაზე შევუთანხმდით აზერბაიჯანს?
საქართველო რომ პარადოქსების ქვეყანაა და არაფერი უნდა გვიკვირდეს, თითქოს მივეჩვიეთ ამას, მაგრამ ხშირად ისეთი ალიყური მოგხვდება, გინდა-არ გინდა, ოხროხინესავით მაინც გამოგაფხიზლებს.

დაახლოებით ამგვარი შემოლაწუნება იყო, როცა აზერბაიჯანულ azerisport.com-ზე იაპონიაში შეკრებაზე წასულ იქაურ გუნდში ბეთქილ შუკვანის (60) გვარ-სახელიც ამოვიკითხე.

როგორც ჩანს, სპორტსმენმა და პეტერ ზაიზენბახერმა მაინც მიაღწიეს საწადელს და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ფალავანი საბოლოოდ დავკარგეთ.

შუკვანმა იქ გადასვლა დიდი ხნის წინ ამოიჭრა გულში, რასაც დიდი ბიძგი ლონდონის ოლიმპიადაზე მომხდარმა, ბოლომდე ჯერაც გაურკვეველმა ინციდენტმაც მისცა, როცა პოლიტიკურ ინტრიგებში გახლართული სპორტსმენი იძულებული გახდა, ნაადრევად დაეტოვებინა ბრიტანეთი და სამშობლოში გამოპარულიყო.

თუმცა რიგი გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე მხოლოდ ამ ინციდენტშიც არ იყო - მაშინ აზერბაიჯანელებმა ბლომად ქართველ ძიუდოისტს მოხვიეს ხელი და ლამის მთელი სათადარიგო შემადგენლობის წაყვანა მოინდომეს.

"თანამედროვე ლეკიანობამ" ისეთი მასშტაბი მიიღო, საზოგადოებაში პროტესტმა ძალუმად იფეთქა - აქეთ საქართველოს ძიუდოს ხელმძღვანელობა, იქით კი სპორტის სამინისტრო აცხადებდნენ, რომ ამ თემაზე აზერბაიჯანულ მხარესაც მოელაპარაკნენ და მიგრაცია შეწყდებოდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განგვიცხადა, რომ პირადად შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას და შეთანხმდნენ, არ დაეშვათ სპორტსმენთა მიტაცება.

ცხადია, ამ თემაზე საუბრისას ყველაზე აქტუალური შუკვანის საკითხი იყო და კონკრეტულად მასზე ვიღებდით დამაიმედებელ პასუხს.

ახლანდელი ინფორმაციაც სწორედ ამიტომ იყო შემოლაწუნება. შუკვანმა შარშანწინ, აგვისტოში ოლიმპიადაზე იჭიდავა საქართველოს სახელით, იმის შემდეგ კი შარშან, სეზონის დასაწყისში პარიზულ "მუზარადზეც" გამოვიდა, ანუ მას ჩვენი სახელით ორწლიანი წყვეტა არ აქვს, ასეთ პირობებში კი ვერც ჩვენი ფედერაციის უნებართვოდ წავიდოდა სადმე და ვერც ხელმძღვანელი სპორტული ორგანიზაციების თანხმობის გარეშე.

ძაღლის თავიც აქაა დამარხული - როგორც ჩვენი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვითხრა, შუკვანს წასვლის ნება ფედერაციის აღმაკომმა მისცა, თუმცა თვითონ პირადად ამის წინააღმდეგი იყო.

გვინდა, თავად აღმასკომსაც მივმართოთ - რატომ აძლევენ წასვლის ნებას საჭირო სპორტსმენებს?

არგუმენტად არ გამოდგება, შუკვანს თავად უნდოდა წასვლაო. ხვალ ლაშა შავდათუაშვილს რომ შესთავაზოს ვინმემ უფრო მეტი, იმასაც გაუშვებენ? თუმცა ქევხიშვილმა დაგვაიმედა, რომ აღმასკომი მსგავს საკითხს მეტად აღარ განიხილავს...

ვიცით, რომ შუკვანი ზემდგომ ინსტანციებთან მთელი ამ ხნის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ზემოხსენებული ნებართვის მისაღებად.

გვესმის, რომ ძნელია, დააკავო ადამიანი, როცა მას მტკიცედ უნდა სხვაგან წასვლა (მოარული ხმებით, ზემოხსენებულ ინციდენტზე მეტად მისი მოტივაცია ბარაქიანი ფინანსური წინადადებით იყო განპირობებული - ამბობენ, თვეში 3000-ევროიან ხელფასს ჰპირდებიანო), მაგრამ კომპენსაცია მაინც ხომ უნდა მივიღოთ.

საქართველომ დიდი შრომა გასწია შუკვანის ამ დონემდე მისაყვანად, ასეთი რანგის სპორტსმენად ჩამოსაყალიბებლად და ახლა ამის საზღაური რატომ არ უნდა მიიღოს?!

ბუნებრივია, წინააღმდეგი არ ვართ, შუკვანმა ან ნებისმიერმა სხვამ თავისი მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოს, თუნდაც უცხოეთში წასვლით (სხვა თუ არაფერი, ასეა წასული მთელი ქვეყანა), მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია - ღირსებაში, რომელიც არ უნდა დაკარგო.

საქმეც ამაშია, თორემ ერთი კონკრეტული სპორტსმენის, თუნდაც შუკვანზე ბევრად ტიტულოვანის წასვლას სულაც არ ვაიგივებთ არათუ ქვეყნის ხერხემალთან, ერთ რიგით მალასთანაც კი, ამან მთელი ძიუდო, მთელი სპორტი რომ ჩამოგვიშალოს.

ისიც სამწუხაროა, რომ ჩვენში სამშობლო ბევრს ჯერაც ღამის გასათევი სადგური ჰგონია.

ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის სიტყვებსაც შევახსენებთ მომავალ თაობას, წასვლის მსურველ ასე გაჯიქებულ სპორტსმენს რომ მიახალა, სამშობლოს არ ევაჭრებიანო...

ერთი სიტყვით, ამ კონკრეტული ფაქტის უკან ბევრი მანკიერების სათავე იმალება, რაც ზოგად ტენდენციაში გადადის და სცილდება შუკვანის კონკრეტულ პრობლემას.

ბოლო-ბოლო, როდემდე ვუყუროთ, საქართველოდან წასული მწვრთნელები დასტა-დასტად როგორ აყოლებენ ხელს ნიჭიერ სპორტსმენებს სხვა ქვეყნებში და ჩვენს წინააღმდეგ ზრდიან? ზაიზენბახერი არც პირველია და თუ ასე გაგრძელდა, არც ბოლო იქნება. ან ეს რა მიდგომაა, რომელიმე წონაში ერთი მაღალი დონის ფალავანი თუ გვყავს, სხვა აღარ გვინდა?

შუკვანზეც ასე გაისმოდა ამ თვეებში, ამირან პაპინაშვილი ხომ გვყავს, რაღა გვადარდებსო!

პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონია, ანუ შუკვანზე უფრო ტიტულოვანი, მართლაც კარგი სპორტსმენი, მაგრამ ორი გვყავდეს, განა გვაწყენს? ძლივს ისეთი წესი შემოიღეს, ევროპა-მსოფლიოზე ერთ წონაში ორი კაცის გაყვანა შეიძლება და გამოვიყენოთ ეს შანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Branat
ბეთქილ წარმატებებები!!! ჩვენ კიდევ რასაც ან ვისაც დავკარგავთ სინანული ვისწავლოთ, იმის მაგივრათ რომ დავდგეთ და ვლანძღოთ.
rivaldo rivaldo
უნდა წასულიყო და წავიდა! რატო წავიდა და რა მიზეზი ჰქონდა წასასვლელად ეს თვითონ მან იცის და მისმა გულშემატკივრებმა და ოჯახმა.. მორჩეს ამ თემაზე საუბარი! ნუ შერაცხავთ სამშობლოს მოღალატედ ადამიანს რომელმაც არაერთი მედალი მოუტანა ქვეყანას და არაერთხელ ასწია დროშა და ჰიმნი ააჟღერა. თქვენ რა გაგიკეთებით სამშობლოსთვის იმაზე დაფიქრდით და მერე გააკრიტიკეთ სხვა
Branat
ერთი რაღაც მინდა ვუთხრა ""ძველი გულშემატკივარ-ს"" აი შენი შეგნება ნამდვილად ჩანს აქ,შენ ნამდვილად ვერ დაიკვეხნი კაცუნას გულითაც კი,შუკვანს რაც შეეხება მან ისეთ დროს დაამტკიცა თავისი გამბედაობა როდესაც სხვა შიშით გულშიც ვერ გაივლებდა მსგავსს.წარმატებები ბეთქილ დარწმუნებული ვარ შენს სათქმელს იტყვი. მაშინ კი იქნებ დავფიქრდეთ და მივხვდეთ ქართველები რომ კველა სპორცმენს გაფრთხილება ჭირდება.
rivaldo rivaldo–ს
მე როგორც ვატყობ აქ ჩვენ ყველას, თქვენს გარდა ძალიან ცუდად გვესმის სამშობლოს სიყვარული, იქნებ დაგვდოთ პატივი და აგვიხსნათ როგორი უნდა იყოს სამშობლოს მოყვარული და პატრიოტი ადამიანი და რა ქმედებები უნდა ჩაიდინოს ან არ ჩაიდინოს. გმადლობთ წინასწარ პასუხისათვის. 40 წლის სამშობლოს სიყვარულის პრეტენზიის მქონე რიგითი ქართველი.
qutaiseli
წავიდა და წავიდეს არ ღირს ამისთვის ალიაქოთის ატეხვა თუ წასვლა უნდოდა მაინც წავიდოდა ადრე თუ გვიან.რა შუაშია აქ ქევხიშვილი.სამწუხაროდ უკეთესი ცხოვრების ძიებაში ბევრი მიდის.
ძველი გულშემატკივარი
რას მისტირით,ხალხო, ამისთანა დაბალი შეგნების სუბიექტს? კაცუნას გული ჰქონია და რა ჯანდაბად გვინდა ტატამზე მისი მიერ მოპოვებული გამარჯვება? მთავარია კაცობა, სამშობლოსათვის ერთგულება, და არა თუმდაც 1000 ოქროს მედალი....
rivaldo rivaldo
ძალიან პატრიოტებო თქვენ მოგმართავთ: რა სამშობლოს ღალატი რის სამშობლოს ღალატი არავისთვის არ არი ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი მოშორდე შენს ოჯახს და სამშობლოს, მაფრამ მიიღო ბეთქილმა ეს გადაწყვეტილება თავისი თავის და თავისი ოჯახის სასიკეთოდ. რაც არ უნდა დამსახურება გქონდეს აქ ამ ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოში ბოლოს მიგაგდებენ და არ ახსოვხარ არავის გაჭირვებაში ამოგხდება სული (როგორც არა ერთ გამოჩენილ ქართველს ) მივანიჭეთ ეს ბედნიერება ,,მითუმეტეს"... ასე რომ ყველამ თავის გადადგმულ ნაბიჯს მიხედეთ
rivaldo rivaldo
ყველამ თავის ტ***ებს მიხედეთ თუ ხალხი ხართ რა.. რა სამშობლოს ღალატი არა კვატი კაცი წავიდა თავისი თავისთვის და ოჯახისთვის სადაც უკეთესი იქნებოდა, თქვე ძალიან პატრიოტებო სმაშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი ცოტა სხვა რაღაცაში გამოიხატება და ნუ დადეთ თავები აქ..
imeda
ქევხიშვილი როგორც ყოველთვის,ამ ბოლო დროს გვაბოლებს.
akaki
3000 ევროზე რო სამშობლოს გაცვლი, იმ კაცს რა უნდა ელაპარაკო, ადრე გაიძახოდა ნაციოლებმა არ მაჭიდავესო, მოქალაქეობა უნდა შეუწყდეს სასწრაფოდ და პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს, ესეთი ხალხი აქ არ გვჭირდება, ამის ფეხი დადგმული არ ვნახო ჩვენს მიწაზე
ბექა
ამას წასვლა უნდადა და ეს მთავრობა თუ დარჩა და ფედერაცია წავალო და შეიცვალა ყველაფერი და მაინც წავიდა, ეხლა რა მიზეზს მოიგონებს:(( ადრე რომ მიდიოდნემ მესმის მაგრამ ეხლა ერთ–ერთი საუკეთესო ნაკრები გვყავს და სად მიდის თუ აქ აქვს პრობლემა ნაკრებთან არ მწვრთნელებთან ეგეც თქვას იქნებ დაეხმარონ. ამის წაგებას რუსთან და სომეხთანაც ვუბალეშიკებ თუ მართლა წავიდა, FუუუუFFFFFF
chiatura
ეს საქართველო სულ ფოჩიან კანფეტებზე რატო იყიდებაა არ ვიცი რა, როგორ უნდა იჭიდაოს საქართველოს წინააგმდეგ ამ შუკვანია თუ რაგაც სინდიოფალაა არ ვიცი რაა. ფილმ მაია წყნეთელში რო ყვირის ქაართველებს მეზარბაზნეები არ ყავთო აი მაგ პერსონაჟს შევადარებდი ამ მართლა ბეთქილს
Maxo
იმას ვამბობ, რომ თანამედროვე სპორტულ სამყაროში არჩევანი ყოველთვის არსებობს, სენი ქვეყნის სახელით გამოხვიდე თუ არა, და ლეკიანობა არაფერ შუაშია, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით.
ვისთვის სამშობლო და ვისთვის "სამშობლო"
ჭკვიანი კაცის ნათქვამია "ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებაო". საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამაზეა აწყობილი. რაც კი ბრძოლები აქვს წაგებული ჩვენს სამშობლოს, სწორედ შიდა გამცემების და მოღალატეების ხარჯზე. სწორედ ამის კლასიკური მაგალითია ქართული სპორტის (ამ შემთხვევაში ძიუდოს) მაგალითები. პირველ რიგში რა თქმა უნდა თავად სპორტსმენმა გულშიც არ უნდა გაივლოს სამშობლოს გაცვლა სხვა ქვეყნის სახელზე მატერიალური სიკეთის გამო, ხოლო მეორე რიგში კი ფედერაციამ და სამინისტრომ, რომელთაც ყველანაირი ბერკეტი აქვთ, რომ ხელი შეუშალოს ამ ავი ზრახვების განხორციელებაში, არ უნდა დათმოს არაფერი, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ყველა ასეთი შემთხვევის დროს საქმე გვაქვს საკმაოდ მსუყე მატერიალურ დაინტერესებასთან არა მარტო სპორტსმენების, არამედ ფედერაციის და სამინიტროს ჩინოვნიკების მხრიდან. ასეა, რაფიელ ერისთავის სამშობლო, რადიკალურად განსხვავდება აზერბაიჯანელი შუკვანის და მისთანების "სამშობლოს"–აგან.
Maxo
კი მაგრამ რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რა შუაშია ლეკიანობა? ფული ყველაფერი ხომ არ არის ხალხნო, რა უჭირს ბეთქილ შუკვანს ან მისნაირებს იმისთანა, რომ აზერბაიჯანის სახელით გამოვიდნენ ფულის გამო? მოკლედ, რა სულმოკლეც ყოფილა ბეთქილი, აგერ გამოჩნდა. ნაციონალებს ვეღარ დააბრალებს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს უკანასკნელნი უკვე წელიწადნახევარია ხელისუფლებაში აღარ არიან და წესით აღარავინ უნდა "აწუხებდეს" საქართველოში.
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ტრავმა ბაქოში - "ნაპოლი" სასტარტოს ფეხბურთელის გარეშე დარჩა
ზაგრების გრან პრი: ამირან პაპინაშვილი 1/2-ფინალშია!
ზაგრების გრან პრი: ორიდან ორი - პაპინაშვილის ოქრო, ლიპარტელიანის ბრინჯაო [VIDEO]
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
მამლუქები - ქართველები, რომლებიც მსოფლიოზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ
ქართული ფინალი ზაგრებში: პაპინაშვილი და მშვიდობაძე ოქროსთვის იჭიდავებენ
ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
აზერბაიჯანის ნაკრები ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
ამირან პაპინაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია