სერბი მწვრთნელი, ეროვნულის გარდა, ყველა ნაკრების მზადებაში ჩაერთვება და მათ საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებს შარშან, შემოდგომაზე ჩაუდგა სათავეში სერბი სპეციალისტი ჯორჯე რაშიჩი, რომელმაც მოკლე დროში თავისი ხელი დაატყო ეროვნულ გუნდს.

ჩვენმა ბიჭებმა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სამი საშინაო მატჩი მოიგეს.

მსგავსი შედეგი ქვეყნის ნაკრებს 1999 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ არ ჰქონია.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია რაშიჩის მუშაობით კმაყოფილია და მასთან კონტრაქტს ახანგრძლივებს.

ახალ ხელშეკრულებას წლინახევრით მოეწერება ხელი. სერბი მწვრთნელი, ეროვნულის გარდა, ყველა ნაკრების მზადებაში ჩაერთვება და მათ საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს.

ჯორჯე რაშიჩი: შარშან, საქართველოში რომ ჩამოვედი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამი საშინაო თამაშის მოგება დამისახა მიზნად. გუნდთან ერთად ეს დავალება შევასრულე და ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ. ამ ეტაპზე შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან მეტისთვის დრო არ გვქონდა. ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დრო საკმარისად გვექნება, რომ ეროვნული გუნდი უფრო მაღალი შედეგებისთვის მოვამზადოთ.

ერთადერთი, რითაც ამჟამად უკმაყოფილო ვარ, ფინეთთან ბოლო მატჩია, თუმცა სუომელებთან წაგებასაც აქვს თავისი გამართლება - ნახევარი გუნდი ვირუსით იყო ავად. მართალია, ამ შესარჩევ ეტაპზე სტუმრად სამივე პაექრობა წავაგეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ პრობლემასაც მოევლება. მთავარია, გუნდის წევრები უფრო ხშირად იყვნენ ერთად. ნაკრებში რამდენიმე პრობლემატური პოზიცია გვაქვს - ესაა ხაზის მოთამაშე, გამთამაშებელი და მარცხენა გარემარბი.

პირველი მარტიდან თბილისში ვიცხოვრებ, დავესწრები ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს, მონაწილეობას მივიღებ ასაკობრივი ნაკრები გუნდების მზადებაში და, ვფიქრობ, ამ პოზიციებსაც გავაძლიერებთ. ჩემი ხელშეკრულება 2015 წლის ივლისამდე გაფორმდება, ანუ თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ოლიმპიური ფესტივალისთვისაც ახალგაზრდების კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს.

გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ფინეთი VS საქართველო - საკუთარი თავის და თურქეთის იმედად
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში