11 იანვარს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ბოლო მატჩს გამართავს
11 იანვარს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ბოლო მატჩს გამართავს - ქალაქ კარიააში ვეთამაშებით ფინეთის გუნდს. თამაში საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება.

მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი გადავა პირველ ადგილზე და დაელოდება 12 იანვარს, ლიტვა-თურქეთის მატჩს. ლიტველთა მოგების ან ფრის შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში ლიტვა გადის, ხოლი თურქების გამარჯვება პირველ ადგილს საქართველოს ნაკრებს მოუტანს.

ფინეთსა და თურქეთს სატურნირო მოტივაცია აღარ შერჩათ. ფინელებისთვის გადამწყვეტი მეოთხე ტურის მატჩი იყო ვილნიუსში, რომელსაც დასრულებამდე 1 წუთით ადრე იგებდა (ამ შემთხვევაში ფინელები პირველ ადგილზე გადადიოდნენ), მაგრამ 23:24 წააგო, რის შემდეგაც 19:25 დამარცხდა თურქეთშიც.

ლიტვის ნაკრებს, პირველი ორი დამაჯერებელი მოგების შემდეგ, სამ მომდევნო თამაშში გაუჭირდა. ისინი ჯერ 20:15 იგებდნენ ფინეთში, მაგრამ მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინეს; შემდეგ - ბოლო წუთზე, მსაჯების დახმარებით (შვიდმეტრიანი და ორწუთიანი) მოუგეს იმავე გუნდს და დამარცხდნენ თბილისში.

ქართველების ფინეთში მოგება ლიტვისთვის, შესაძლოა, დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი აღმოჩნდეს.

საქართველოს ნაკრები 9 იანვარს, ღამით გაემგზავრა ფინეთში. გუნდს აკლია ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თურქებთან მიღებული ტრავმის გამო ლიტვასთან მატჩი გამოტოვა. თამაშს შემდეგ დღეს მწვრთნელმა ჯორჯე რაშიჩმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენა, დანარჩენები კი ინტენსიურად ავარჯიშა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ევროპიდან მხოლოდ ერთი ჯგუფის გამარჯვებულია ცნობილი. პლეიოფის საგზური ბოსნიის ნაკრებმა გაინაღდა.

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 6 ტური

I ჯგუფი. 11 იანვარი. კარიაა, 19:00

ფინეთი - საქართველო

საქართველო: 22. შოთა თევზაძე 16. გიგა ტორონჯაძე - 5. გიორგი გვაზავა 7. უჩა გამზარდია 8. ზურაბ აბრამიშვილი 9. სერგო დათუკაშვილი 10. ვლადიმერ რუსია 15. ოთარ ამირანაშვილი 18. უჩა მაისურაძე 19. ზურაბ სიმონია 23. რევაზ ჭანტურია 24. რატი მსხვილიძე 31. ილია გოგალაძე 77. აკაკი ტალახაძე - მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი (სრბ)

ფინეთი : 1. ვილე ნორდკვისტი 22. მიკაელ მიაკელა - 3. მირო კოლიონენი 4. იოახიმ ბრომანი 5. ოლი-პეკა კორპიმიაკი 6. ოსკარ კილსტედტი 7. ფრედრიკ ფორსი 14. ლეონელ ოიალა 15. რიხარდ სუნდბერგი 18. ანდრეას რონბერგი 22. ბენი ბრომანი 24. იონა რაერინე 25. ტუომას ლაიტინენი 33. ანტონ რემი 35. ტეემუ ტამინენი 45. ანტონ ლუუპალა - მწვრთნელი მარკო ტულანდერი

მსაჯები: სიგურდ თომასენი, ტობიას შმაკი (ბელ) / დელეგატი: ვიქტორ პოლადენკო (რუს)

12 იანვარი, ვილნიუსი, 19:00

ლიტვა - თურქეთი

მსაჯები: ჯურე ცვეტკო, ბრშტინ კავალარი (სლნ) / დელეგატი: იან ლაურიცენი (ნორ)

I ჯგუფი

ა გ ქ

1.ლიტვა 7

2. საქართველო 6

3. თურქეთი 4

4. ფინეთი 3

წყარო: geohandball.ge

ჯ.ჩ.
გამარჯვებით!
samartali sadaa
ასეთი უბადრუკი როგორაა ჩვენი ხელბურთის ფედერაცია, ბიჭებისთვის გარჯა ოდნავ მაინც დაეფასებინა. გამსვლელი არის ერთი გუნდი და მინიმუმ რაც შეეძლო მიეღწია ერთდროულად მაინც დაწყებულიყო თამაშები. ასე რა გამოდის ლიტვას წინასწარ ჰქონია დაბევებული პირველი ადგილი და ჩვენმა ბიჭებმა უბრალოდ სპარინგები ითამაშეს? საუბედუროდ სადაც რაღაცის გაკეთება შეგვიძლია იქაც არ გვაძლევენ არაფრის საშუალებას. სულ ასე ღირსეულად წაგებულები როგორ უნდა ვიყოთ და თანაც კმაყოფილები.
tedo
დიდი წარმატებებიიიი,.
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იტალიით იწყებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ჯორჯე რაშიჩი კიდევ წლინახევრით უთავკაცებს
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები სირაკუზაში იტალიას დაუპირისპირდება
ჩიქოვანის გუნდმა რუსული ბარიერი დასძლია
ჩიქოვანი და ცხოვრებაძე: ნაბიჯი ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე
ქართული გოლები რუმინეთში
ჩიქოვანის "კონსტანცა" მხოლოდ ბუქარესტის "დინამოს" ჩამორჩება