პორტუგალიას ერთა თასის წლევანდელი გათამაშების კალენდარი იმდენად რთული აქვს, ადვილი შესაძლებელია, ბოლო ადგილს გამოჰკრას ხელი
"საწყის ათ წუთში ზუსტად ის თამაში ვაჩვენეთ, რაზეც გამუდმებით ვმუშაობთ. ყველაფერი გამოგვდიოდა და ლელოც გავიტანეთ. ამის გამო, შეიძლება ითქვას, ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით, მორაგბეებმა ინდივიდუალურად დაიწყეს თამაში. შედეგად, პირველი ტაიმის ბოლო 20 წუთი საშინელება იყო", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

საწყისი ათი წუთი მართლაც ფანტასტიკური იყო. "ბორჯღალოსნები" ისე გაისარჯნენ, ისე იოლად გამოსდიოდათ ფაზების აკინძვა, როგორც ამას ერთ ჩვეულებრივ ვარჯიშზე აკეთებენ. მერე კი კარგა ხნის განმავლობაში ყველაფერი აირია.

მართალია, მეტოქეს 22-მეტრიან ზონაში შესვლის საშუალება პირველად 30-ე წუთზე მისცეს, მაგრამ ფაქტია - რაიმე ღირებულის შექმნას ვერც ჩვენი გუნდი ახერხებდა. ამის მიზეზი კი, უწინარესად, ტექნიკური წუნი იყო".

ასე იწყება "ლელოში" გაკეთებული მატჩის რეპორტაჟი, რომელიც შარშან თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 25:12 მოუგო.

საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]

ის სეზონი "ლობუშებმა" აშკარად ჩააგდეს. მათ ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და სამი წააგეს. შედეგად, პორტუგალიის ნაკრებმა შვიდი ქულა დააგროვა და ახლა ერთა თასის გათამაშებაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

ცხადია, "ლობუშებისთვის", რომლებმაც 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში იასპარეზეს და შვიდკაცა რაგბიში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, ასეთი მდგომარეობა მიუღებელია.

არადა, ერთა თასის წლევანდელი გათამაშების კალენდარი იმდენად რთული აქვთ, ადვილი შესაძლებელია, ბოლო ადგილს გამოჰკრან ხელი.

მივყვეთ თანმიმდევრულად. პირველ მატჩს პორტუგალიის ნაკრები სტუმრად გამართავს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან. ცხადია, ამ მატჩში ლუზიტანელების გამარჯვების შანსი მიზერულია.

მეორე ტურში კი მეტოქედ ლისაბონში საქართველოს ნაკრები ეყოლებათ. პორტუგალიელები, სავარაუდოდ, ყველა ღონეს იხმარენ, რათა ჩვენი გუნდი შინაურ კედლებში დაამარცხონ, რადგან მომდევნო ორ თამაშს სტუმრად ბელგიისა და რუსეთის ნაკრებებთან გამართავენ. გამარჯვება მათ ორივე ვიზავის ჰაერივით სჭირდება და, ძნელი სავარაუდოა, პორტუგალიელები ამ ქვეყნებიდან გახარებულნი წამოვიდნენ.

ბოლო მატჩში პორტუგალიის ნაკრების მეტოქე შინ მეზობელი ესპანეთი იქნება. ეგრეთ წოდებული პირინეული დერბი ყოველთვის დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობს და "ლობუშებს", ცხადია, გამარჯვების გარანტიას ვერავინ მისცემს, მით უფრო, რომ ერთა თასზე ადგილის შენარჩუნებას ესპანეთის ნაკრებიც შეეცდება.

ერთი სიტყვით, პორტუგალიის ნაკრებმა გადასარჩენად შინ ორივე თამაში უნდა მოიგოს, მათ შორის, საქართველოს ნაკრებთანაც. ეს კი იმის დასტურია, რომ ლისაბონში იოლი გასეირნება არ გვექნება და არც არასდროს გვქონია.

"ლობუშები" ერთა თასზე ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა, თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ დროა, გადავლახოთ ეს თავსმოხვეული პირობითობა და მეტოქეს სათამაშო კლასის ხარჯზე წარმატების მიღწევის იოტისოდენა იმედიც არ დავუტოვოთ.

საამისოდ კი იმ ტექნიკური წუნის მინიმუმამდე დაყვანაა საჭირო, რომელზეც შარშანდელი მატჩის რეპორტაჟში ვსაუბრობდით. ამასთან ერთად, შესანიშნავი საწყისი ათი წუთი მინიმუმ სამოც წუთად უნდა გადავაქციოთ.

ევროპის ერთა თასი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 5 4 1 0 +74 19

2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19

3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14

4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7

5. ბელგია 5 0 1 4 -39 5

6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5

2014 წელი. 8 თებერვალი

პორტუგალია-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნები" გაბრაზებულები არიან - ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი "შავი ეშმაკებისგან"

GiorgiG83
NEW ZEALAND 93.81 SOUTH AFRICA 89.34 AUSTRALIA 86.88 ENGLAND 85.7 FRANCE 80.87 WALES 80.19 IRELAND 79.33 SAMOA 77.34 SCOTLAND 76.56 ARGENTINA 76.44 FIJI 74.21 TONGA 73.21 ITALY 73.13 JAPAN 72.06 CANADA 70.75 GEORGIA 69.07 ROMANIA 67.47 USA 67.41 RUSSIA 61.14 URUGUAY 60.77 SPAIN 60.62 PORTUGAL 59.37 NAMIBIA 58.79 KOREA 58.1 HONG KONG 56.35 ამ რეიტინგის მიხედვით (ამერიკასთან მარცხი რომ არა 70.4 ქულა გვექენბოდა) თუ ერთა თასის გათამაშებისას 5-ვე თამაშს მოვიგებთ 72 ქულა დაგვიგროვდება რეიტინგში. 2 ქულიანი სხვაობა კი პრაქტიუკლად არაფერს ნიშნავს - 3 ქულის შულედში გუნდები ერთ დონედ ითვლებიან, ანუ ჩვენი დონე და კალსი არაფრით იქენბა ნაკლები 73-74 ქულიან ნაკლები.
GiorgiG83
ხო... :) აზრის გადმოცემისას სიტყვათა წყობას დიდი მნიშველობა აქვს... პორტუგალიასტან, ესპანეთთან, ბელგიასთან, რუსეთთან გაჭირვებით მოგების და მათთვის რაიმე შანსის მიცემის უფლება აღარ გვაქვს. ის კი არადა რუმენიეთთან და აშშ-სთან არის საბოლოოდ უპირატესობა მისაღწევი და კანადა უნდა გვიფრთხოდეს და არა პირიქით. იაპონია, ფიჯი და ტონგა (იქნებ უკვე იტალიაც) კი ისევე უნდა მოგვეკიდონ როგორც ალბათ მინიმუმ ტოპ 6 -ეულის "ა" ნაკრებებთან თამაშს. რადგან არგენტინა აღიარებს რომ ჩვენთან ყურადღების მოდუნება მათთვის ფატალურად დასრულდება, სამოამ ბორჯღალოსნების ძალა გამოცადეს, ასე, რომ... :) მთავარია პორტუგალლიასთან ჩვენ არ წავიფორხილოთ, თორემ პორტუგალია ჩვენი კონკურენტი და პასირწონე ვეღარ არის
me
ძალიან საინტერესო სტატიაა. თურმე პორტუგალიას ესპანეთთან გაუჭირდება თამაში საკუთარ კედლებში და საქართველოსთან მოგების შანსი აქვს :D
GiorgiG83
ერთგვარ პროგნოზებსაც გთავაზობთ :) რუმინეთი 34 :9 პორტუგალია ესპანეთი 10 : 13 რუსეთი საქართველო 37 : 11 ბელგია პორტუგალია 9 : 30 საქართველო რუსეთი 13 : 16 რუმინეთი ესპანეთი 12 : 12 ბელგია საქართველო 40 : 9 რუსეთი რუმინეთი 37 : 12 ესპანეთი ბელგია 15 : 16 პორტუგალია ესპანეთი 16 : 30 საქართველო რუსეთი 30 : 17 პორტუგალია რუმენიეთი 33 : 10 ბელგია საქართველო 16 : 10 რუმინეთი პორტუგალია 13 : 9 ესპანეთი ბელგია 16 : 19 რუსეთი
GiorgiG83
პორტუგალიელებს აუცილებლად უნდა მოვუგოთ, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, თუ პრეტენზია გვაქვს იმაზე რომ ერთა თასისთვის გადავიზარდეთრთ რთულად თუ მარტივად პორტუგალილიელებს უნდა მოვუგოთ. რათქმაუნდა სასურველია პრემიალური ქულით, ლაღი თამაშით და აშკარა უპირატესობით. მაგრამ... არის მაგრამ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გინდა. ვისურვოთ, რომ ისე მოვიგებთ როგორც გვეკადრება !!!
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
მესამედ დაბრუნება არ შედგა - "იუვენტუსმა" "ჯენოას" პერინის ტრანსფერზე უარი შეუთვალა
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
პორტუგალიის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრამდე ბოლო ტესტ-მატჩი გამართა
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს