"ლაციოს" შანსი იტალიის თასია
იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპი 16 იანვარს გასამართი სამი მატჩით დასრულდება, 15 იანვარს კი მეოთხედფინალის საგზური კიდევ ერთმა გუნდმა მოიპოვა. "სტადიო ოლიმპიკოზე" სერია A-ს გუნდების ჯახი შედგა, "ლაციომ" "პარმას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, 2:1.

რომაელთა თავკაცმა ედუარდო რეიამ შემადგენლობაში არაერთი ცვლილება მოახდინა, ყველაზე მეტად კი ბრაიან პერეამ გაუმართლა - ახალგაზრდა კოლუმბიელმა ფორვარდმა ბრწყინვალედ ითამაშა და ორი გოლი შეუგდო მეტოქეს. 25-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პერეამ გახსნა ანგარიში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი კიდევ ერთხელ გამოირჩა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

იქამდე ერთი გოლი "პარმამაც" შეაგდო, ჯონათან ბიაბიანიმ იხეირა და შედეგად, შეხვედრა უკიდურესად დაძაბული გამოვიდა. ამრიგად, იტალიის თასის მოქმედმა მფლობელმა მომდევნო ეტაპზე გააღწია და სადაც აქამდე მივიდა, ტროფეის მოგებასაც შეეცდება. მით უმეტეს, "ლაციოს" სერია A-ში უჭირს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეიას გუნდმა ევროსაგზური ჩემპიონატიდან მოიპოვოს.

ნამატჩევს, რეიამ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება:

"თასი ჩვენი შანსია, რომ ევროსაგზური მოვიპოვოთ და შესაბამისად, თავი არ დაგვიზოგავს. მატჩის დიდი ნაწილი ვდომინირებდით და გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. პერეა შესანიშნავი ფორვარდია, დასწრებაზე კარგად თამაშობს და არც ტექნიკა დაეწუნება. მას ხშირად მიეცემა თამაშის საშუალება".

ბოლოს, დავძინოთ, რომ "ლაციომდე" მეოთხედფინალური ეტაპის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა: "იუვენტუსმა", "ფიორენტინამ", "რომამ" და "უდინეზემ". 16 იანვარს კიდევ სამი პაექრობაა: "კატანია"-"სიენა", "მილანი"-"სპეცია", "ნაპოლი"-"ატალანტა".

ლაციო-პარმა 2:1

გოლები: 1:0 პერეა (25), 1:1 ბიაბიანი (43), 2:1 პერეა (90).

ლაციო (4-5-1): ბერიშა - კონკო, სიანი, ნოვარეტი (76. დიასი), რადუ (56. კავანდა) - ბილია, ონაზი, ანდერსონი, ედერსონი (67. კანდრევა), კეიტა - პერეა.

პარმა (4-3-3): ბაიჯა - კასანი, პალეტა, ფელიპე, გობი - გარგანო, პაროლო, მარკიონი - კასანო, ბიაბიანი (66. პალადინო), სანსონე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯაკა შვეიცარიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
შვეიცარიის მწვრთნელი: კარგად მახსოვს თბილისის "დინამო", ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა
ევრო 2016. A ჯგუფი. რუმინელებმა და შვეიცარიელებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს [VIDEO]
სერია A. მწვრთნელები: მესამე ექსპერიმენტმა გაამართლა
შვეიცარიელთა მწვრთნელი: საქართველომ ჯგუფი მოიგო - ჩვენ პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ
პეტკოვიჩი: შვეიცარიისთვის ერთა A ლიგიდან გავარდნა ხელსაყრელი იქნება
სერია A. XXIV ტურის შეჯამება: ომი ევროსაგზურებისთვის
იტალია. სერია A. XXI ტური: "ლაციომ" "რომას" საქმე გააკეთა [VIDEO]
მარადიული მხოლოდ რომია
ᓡ
უნდა წაიკითხოთ - პეტკოვიჩმა შვეიცარიელებს იტალიასთან მატჩის შემდეგ ღია წერილით მიმართა...
იტალია. სერია A. XXIII ტურის წინ: დიდი რომაული გარჩევა
᠘
იტალიის თასი. 1/4-ფინალი: "ნაპოლი" ნახევარფინალშია [VIDEO]