"სენტ ეტიენი" საფრანგეთის თასს ადრევე დაემშვიდობა
საფრანგეთის ოცდამეთორმეტედფინალის ბოლო შეხვედრა სენსაციურად დასრულდა. ლიგა ერთში მე-4 ადგილზე მყოფი "სენტ ეტიენი" მეოთხელიგელ "კანთან" დამარცხდა. კრისტოფ გალტიეს მომავალ ტურში "ლილთან" პრინციპული მატჩი ელის და რამდენიმე ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა.

მან შანსი მისცა 16 წლის ალან სენტ-მაქსიმინს, პიერ-ივ პოლომას, ფლორენტინ პოგბას... რადგან სიტყვამ მოიტანა, აღვნიშნოთ, რომ ფლორენტინი და მატიასი ტყუპები არიან და პოლ პოგბას უფროსი ძმები გახლავთ. ისინი 23 წლისები არიან. ფლორენტინი, აგერ, "სენტ ეტიენშია", ხოლო მატიასი "ქრიუში" თამაშობს. ნაკრებად კი მათ ისტორიული სამშობლო გვინეა აირჩიეს.

მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, ყველაფერი "მწვანეების" გეგმის მიხედვით წავიდა - რენო კოადის პასით ბრანდაომ "სენტ ეტიენი" დააწინაურა, ხოლო მასპინძელთა მეკარეს, ენტონი ბევს ბურთის ბურთზე მოგერიება უხდებოდა, რომ სხვაობა არ გაზრდილიყო.

თუმცა კანელებმა ეს რთული მონაკვეთი გადააგორეს და აქეთ გაიტანეს - 69-ე წუთზე მიკაელ დარნემ ძლიერი დარტყმით გაათანაბრა. აქედან 10 წუთში პოლომამ მეორე ყვითელი მიიღო და სტუმრები 10 კაცით დარჩნენ. საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც მასპინძლებსაც გაუძევეს ფეხბურთელი, აბდელ ჟამაიმ ფაბიან ლემუანი მოცელა.

საჭირო გახდა "საფეხბურთო ლატარია". "მწვანეების" პირველი პენალტის გატანა კოადმა ითავა, მაგრამ მას ბევმა აუღო. პირველი თერთმეტმეტრიანი გააცუდეს მასპინძლებმაც.

შემდეგ კანელები კიდევ ერთხელ შეცდნენ, "სენტ ეტიენის" სათადარიგო მეკარემ, ჟესი მულენმა მეტოქის დარტყმული მოიგერია და ლემუანს რომ გაეტანა, სტუმრები შემდეგ ეტაპზე გადიოდნენ, მაგრამ... ლემუანმა ააცილა. ამას მოჰყვა ის, რომ ბევმა პენალტი აუღო მევლუთ ერდინგს და საბოლოოდ "კანი" გმირულად გავიდა შემეგ ეტაპზე, სადაც ასევე მეოთხელიგელ "პლაბენეკს" შეხვდება.

ოცდამეთორმეტედფინალიდან მსგავსი სენსაცია მხოლოდ ერთი შეგვიძლია გავიხსენოთ - "იზიორის" გამარჯვება "ლორიანთან". თუმცა ამ გუნდის მომავალი მეტოქე "ლიონია"...

კანი-სტ. ეტიენი 1:1 (4:3)

გოლები: 0:1 ბრანდაო (20), 1:1 დარნე (69)

გაძევება: პოლომა (78. სტ. ეტიენი), ჟამაი (112. კანი)

მეთექვსმეტედფინალი

21 იანვარი

აიაჩო-კაენი 21:00

ლანსი-ბასტია 21:30

ანჟერი-სოშო 22:00

ბულონი-რენი 22:00

სეტი-იურა სუდი 22:00

კრუა-ლილი 22:30

კონკარნო-გენგამი 22:30

სა ბასტია-ნიორი 23:00

მარსელი-ნიცა 00:00

22 იანვარი

მონ აზერგი-მონაკო 20:00

ილ რუსი-ბორდო 21:00

იზიორი-ლიონი 22:00

მულენი-ტულუზი 22:30

პსჟ-მონპელიე 23:55

23 იანვარი

ოსერი-დიჟონი 21:30

პლაბენეკი-კანი 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
ტიაგო მოტასთვის ცხვირის გატეხვის გამო ბრანდაოს ციხეში სვამენ
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა