ჩემპიონატის სტარტი "არმიას" საკმაოდ სოლიდური გამოუვიდა
განვაგრძობთ საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატის პირველი ეტაპის შეჯამებას.

განვლილი 12 ტურის განმავლობაში სტადიონზე მისული გულშემატკივარი უაღრესად დაძაბული და საინტერესო მატჩების მომსწრე გახდა. უხვად იყო გატანილი ლელოები, ემოციათა დუღილი, გამარჯვებულთა სიხარული და დამარცხებულ მეტოქეთა მიმართ პატივისცემა.

ნიკო ჭავჭავაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2012-13 წლების სეზონში ეროვნულ პირველობაზე ვერცხლის მედლები მოიპოვა, თუმცა ეს ფაქტი გუნდის ხელმძღვანელობას დიდ წარმატებად არ ჩაუთვლია, რადგან ამბიციური კლუბის მიზანი ყოველთვის ჩემპიონობა გახლდათ.

ამიტომაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდში არსებულ მოთამაშეთა საკმაოდ ძლიერ კონტინგენტს არაერთი გამოცდილი და პერსპექტიული მორაგბე დაამატა.

ჩემპიონატის სტარტი "არმიას" საკმაოდ სოლიდური გამოუვიდა. მან ჯერ თბილისურ დერბიში "აკადემია" დაამარცხა - 21:9, შემდეგ კი ვანო გაბროშვილის კარგი თამაშის წყალობით, სტუმრად პრემიალური ქულის აღებით სძლიეს რუსთავის "ხარებს" - 38:11 და 2 ტურში მოპოვებული 9 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის აღმოჩნდნენ.

იოლად მოგებული ორი მატჩის შემდეგ გუნდს საკმაოდ ხანგრძლივი ჩავარდნა დაეწყო. "არმიამ" ეროვნულ ჩემპიონატში პირველი მარცხი პრინციპული მეტოქისგან, თანაქალაქელ "ლოკომოტივისგან" იწვნია.

თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე შეხვედრაში მოწინააღმდეგეებმა 2-2 ლელო გაუტანეს ერთმანეთს, თუმცა გადამწყვეტი გამოდგა რკინიგზელთა ფულბეკის, ბექა წიკლაურის ფეხჩუბინობა, რომელმაც "არმიას" 4 საჯარიმო, პლუს არეკნი და გარდასახვა გაუტანა, რამაც განაპირობა რკინიგზელთა წარმატება.

ნაწვნევი მარცხის შემდეგ, მომდევნო 2 ტურში ამჯერად ბედ-იღბალმაც აქცია ზურგი "არმიას". ნიკო ჭავჭავაძის გაწვრთნილი გუნდი ბოლო წამებზე გაშვებული საჯარიმო დარტყმით მხოლოდ ფრეს დასჯერდა "ჯიქებთან", ხოლო VI ტურის მატჩში "არმაზთან" დაპირისპირებისას 23:26 დამარცხდა.

ამჯერად დავით კიკნაძემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გაიტანა რთული მდგომარეობიდან საჯარიმო და მეორე მარცხი აწვნევინა არმიელებს.

მეტოქის ცუდ სპორტულ ფორმაში ყოფნით დროულად ისარგებლა ქუთაისის "აიამ" და გასულ სეზონში, წინასწარ ფინალში ნაწვნევი მარცხისთვის რევანში აუღო, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩში დაჩაგრა რა მეტოქე ყველა სარაგბო ასპექტში და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმა - 24:18.

ოთხმატჩიანმა წარუმატებლობათა სერიამ შედეგად მოიტანა ის, რომ "არმიამ" არა მარტო ლიდერთა რიგები, არამედ საპლეიოფო ექვსეულიც დატოვა. თუმცა ნიკო ჭავჭავაძემ დროულად განახორციელა საკადრო ცვლილებები გუნდში: რამდენიმე ლიდერის სათადარიგოთა სკამზე გამწესებით და ახალგაზრდა მოთამაშეთა სასტარტოში დაყენებით "არმიამ" კვლავ დაიბრუნა თავდაჯერება და სატურნირო ცხრილში დაკარგული პოზიციების დაბრუნებას მიჰყო ხელი.

მათ ჯერ ბოლნისის ყოჩები" დაამარცხეს 3-ქულიანი სხვაობით - 16:13, რასაც მესამე ტურის გადადებულ შეხვედრაში მოპოვებული წარმატება მოჰყვა. არმიელებმა არანაირი შანსი არ დაუტოვეს "ბათუმს" და მეტოქე 59:21 დაჩაგრეს.

მოგებულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ფულბეკის პოზიციაზე გადაწეულმა გიორგი შკინინმა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა და საფუძველი შექმნა საკუთარი გუნდის პრემიალური ქულით გამარჯვებისთვის.

ერთთვიანი სანაკრებო პაუზა მშვენივრად გამოიყენა ნიკო ჭავჭავაძის გუნდმა. IX ტურის შეხვედრაში არმიელებმა გასული სეზონის ფინალურ მატჩში ნაწვნევი მარცხისთვის რევანში აუღეს მოქმედ ჩემპიონ "ლელოს" - 16:12 და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციამდე აღზევდნენ.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის სტარტი არმიელებს ძალიან კარგი გამოუვიდათ. გაშლილი და ლაღი რაგბის დემონსტრირებით მათ ჯერ "აკადემია" დატოვეს უშანსოდ - 31:13, შემდეგ რუსთავის "ხარებს" სძლიეს - 29:9, ხოლო XII ტურში სტუმრად მოუგეს "ბათუმს" - 54:14.

უკანასკნელ სამ მატჩში არმიელთა გარემარბმა ალექსანდრე ტუჩაშვილმა ხუთჯერ დაამიწა ბურთი მეტოქეთა ჩათვლის მოედანში, ხოლო არმიულმა კლუბმა სამ შეხვედრაში მოპოვებული 15 ქულით ცხრილში მეორე საფეხურამდე აიწია.

მიმდინარე ტურნირის ამ ეტაპზე რეალურად "არმიას" თავისი შესაძლებლობის 70% აქვს გამოვლენილი. მოთამაშეთა პოტენციალის სრული გამოყენების შემთხვევაში კი, დიდი შანსია, კლუბმა 2011 წლის მსგავსად, მეორედ იზეიმოს ჩემპიონობა 24 მაისს გასამართავ ფინალურ მატჩში.

სტატისტიკური დოსიე

სატურნირო მდგომარეობა: II ადგილი

მოპოვებული ქულები: 41 (8 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი, 7 პრემიალური ქულა)

გატანილი ქულები: 339 (საშუალოდ მატჩში 28,5)

გაშვებული ქულები: 197 (საშუალოდ მატჩში 16,4)

საუკეთესო მელელოვე: ალექსანდრე ტუჩაშვილი (7)

საუკეთესო მექულე: ბახვა კობახიძე (77)

ბარათები: 13 ყვითელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GiorgiG83
მადლობა ბ/ნ გიორგი ბარბაქაძე-ს თქვენ კარგ საქმეს ემსახურებით და იმედს ვიტოვებ ეს შრომა უკვალოდ არ ჩაივლის. აუცილებლად ჰპოვებს შედეგს როგორც რაგბის ქართული ოჯახის ცხოვრებაში, ისე თქვენს სამოღვაწეო არეალში. წარმატებები!
მორჩილაძე ხორვატიული გუნდის ფეხბურთელი გახდა
"რეალის" მეკარე შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
"ჭიქისთვის რომ დამეხედა, რა თქმა უნდა, ხელში არ ავიღებდი" - "ტოტენჰემის" მწვრთნელმა თავი იმართლა
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"რეალის" დიდი დანაკლისი - მბაპე სუპერთასზეც არ იქნება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "სტრასბურგს" კვლავ ინგლისელი გაწვრთნის
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
ოფიციალურად: გიორგი ზარიამ "კაირატი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" თასზე თითქმის მოგებული მატჩი წააგო
აფრიკის თასის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
თბილისის "არმია": ლიდერებში დაბრუნება?
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
მსაჯის დაჭრის ფაქტზე "არმიას" წარმომადგენელს 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს