"ვესტდოიჩე ალგემაინე ცაიტუნგი": ქართველ ლეგიონერს მინდორზე ფეხების მოძრაობის გამო "შაკირა" შეარქვეს
"ვესტდოიჩე ალგემაინე ცაიტუნგმა" სტატია მიუძღვნა დიუსელდორფის "ფორტუნას" ქართველ ლეგიონერ ლევან ყენიას, სათაურით: "ყენიას სურს, თავიდან დაიმკვიდროს "ფორტუნაში" თავი".

"ოთხშაბათს "ფორტუნას" გუნდურ მზადებას ლევან ყენია და ადამ ბოდცეკი შეუერთდნენ. ორივე ფეხბურთელს ბევრი გაუცდა II ბუნდესლიგის პირველ ეტაპზე და თავი ისე ვერ წარმოაჩინა, როგორც ამას მათგან ელოდნენ. ეს განსაკუთრებით ყენიაზე ითქმის.

ლევანს სურს, ტრავმის მოშუშების შემდეგ თავი წარმოაჩინოს, მით უფრო, როცა გუნდში სამწვრთნელო ცვლილება მოხდა.

ლევანს 7 ოქტომბერი ცუდად ემახსოვრება, მაშინ დაშავდა და "ფორტუნას" მაისურით აღარ უთამაშია ხეირიანად (ნოემბერში ერთხელ შეცვლაზე შევიდა).

მაიკ ბუსკენსის დროს ყენიას სათამაშო პრაქტიკა აკლდა, თუმცა კი ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელსაც შეუძლია გუნდის თამაშის წარმართვა, პლეიმეიქერობა.

ძირითადად, ეს ობიექტური მიზეზების ბრალი იყო: კოჭის ტკივილი, თითის მოტეხვა - ეს ყველაფერი "შალკეს" ყოფილ ფეხბურთელს დამუხრუჭებაში ხელს უწყობდა.

როგორი იქნება ქართველის როლი ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელში - ფეხბურთელის, რომელსაც მინდორზე ფეხების მოძრაობის გამო "შაკირა" შეარქვეს.

შეძლებს ის თავის გამოჩენას ლორენც-გიუნტერ კიიოსტნერის ხელმძღვანელობით? ყოველ შემთხვევაში, თავად ფეხბურთელი ერთობ მოწადინებულია და უკვე სრულყოფილად ვარჯიშობს "ფორტუნაში".

ჩვენი მხრიდან, შეგახსენებთ, რომ ლევან ყენიას გუნდი 25 ქულით მე-10 ადგილზეა II ბუნდესლიგაში. "ფორტუნა" ჩემპიონატს 10 თებერვალს განაახლებს, მანამდე კი ამხანაგური მატჩებია: "ლევერკუზენთან" (16 იანვარი) და "ოდ გრენლანდთან" (26 იანვარი).

ლევან ყენია 15 იანვრის ვარჯიშზე

ასევე იხილეთ:

ლევან ყენიამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო

saki
ოხ ეს ტრამვები! მჯერა ყენოს საბოლოოდ არ უთქვია თავისი სიტყვა.
Dato
ეს რა უბედურებაში ვართ,ერთ ერთი საუკეთესო და იმედისმომცემი ფეხბურთელი რომელიც არაერთხელ შეუდარებიათ ქინქლაძისთვის,კაკასთვის პაჩტი მესიაო,ახლა შაკირაო.ვახ ჩვენი ნიჭიერი დედა .....,
kukusha
რა შაკირა ტოო, აკი მესი იყო.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ