9:1 ჰოკეის ანგარიშია
უცნაური ანგარიშით დასრულდა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში "ანაჰაიმისა" და "ვანკუვერის" შეხვედრა.

დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა "ანაჰაიმმა" 9:1 გაანადგურა ამავე კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი. საინტერესოა, რომ ბრიუს ბუდროს შეგირდებს ამ სეზონში არც ერთი მატჩი არ წაუგიათ შინ ძირითად დროში; თანაც, ბოლო 19 შეხვედრაში 18 თავის სასარგებლოდ დაასრულეს. ბოლოს ასეთი სერია "მონრეალს" ჰქონდა 1967-68 წლებში.

ცხრიდან ექვსი შაიბა "ანაჰაიმმა" რიცხობრივ უპირატესობაში გაიტანა. მესამე პერიოდის შუაში "ვანკუვერის" ჰოკეისტებმა რამდენჯერმე ჩხუბი მოაწყვეს, რის გამოც "კენაქსმა" შვიდი წუთი ითამაშა სამი კაცით ხუთის წინააღმდეგ. თამაშის ბოლომდე გაძევება მიიღო ექვსმა ჰოკეისტმა, მათ შორის, "ვანკუვერის" ოთხმა წარმომადგენელმა.

მატჩის გმირი აღმოჩნდა "ანაჰაიმის" ფორვარდი კორი პერი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასი შეასრულა. ასევე დუბლები შეასრულეს ნიკ ბონინომ და ტეემუ სელიანემ.

"ანაჰაიმს" 49 მატჩში 77 ქულა აქვს და ლიდერობს როგორც დასავლეთ კონფერენციაში, ასევე მთლიანად რეგულარულში. "ვანკუვერი" 48 მატჩში 57 ქულით მეშვიდე გუნდია დასავლეთში.

ტორონტო-ბაფალო 4:3 (ბ)

1:0, 2:2, 0:1, 0:0, 3:1

გოლები: 1:0 კესელი-22, 1:1 ელისი-2 (მიერსი-9, პისიკი-5), 1:2 მოულსონი-15, 2:2 კულემინი-6 (ჰოლანდი-5), 3:2 რაილი-2 (კადრი-16, რეიმონდი-17), 3:3 ჰოჯსონი-10 (ენისი-9, ერჰოფი-16).

ბულიტები გაიტანეს: ვან რიმსდიკი (ტორონტო), მოულსონი (ბაფალო), ლუპული (ტორონტო), ბოჟაკი (ტორონტო).

პიტსბურგი-ვაშინგტონი 4:3

0:1, 2:1, 2:1

გოლები: 0:1 ლეიჩი-5 (ელზნერი-10), 1:1 ლეტანგი-9 (კროსბი-43, გლესი-6), 1:2 ჩიმერა-9 (მ. იოჰანსონი-24, ორლოვი-3), 2:2 პიატი-1 (მაატა-12, ი. იოკინენი-21), 2:3 ოვეჩკინი-34 (მ. იოჰანსონი-25, მაიკ გრინი-20), 3:3 ი. იოკინენი-13 (ბ. სატერი-9, ნისკანენი-18), 4:3 მაატა-4 (მალკინი-35, ნისკანენი-19).

ანაჰაიმი-ვანკუვერი 9:1

2:0, 4:1, 3:0

გოლები: კოლიანო-16 (სილფვერბერგი-8, ს. კოივუ-11), 2:0 სელიანე-6 (ვატანენი-7, ლინდჰოლმი-11), 3:0 პერი-26 (მარუნი-8, ლინდჰოლმი-12), 4:0 ბონინო-14 (ვატანენი-8, პერი-25), 5:0 ბონინო-15 (გეტცლაფი-31, პერი-26), 6:0 სილფვერბერგი-6 (მ. პერო-17, ბოშემენი-9), 6:1 კასიანი-9 (ბუტი-6, ედლერი-7), 7:1 პერი-27 (გეტცლაფი-32), 8:1 სელიანე-7 (ბელესკი-10, ლავჯოი-10), 9:1 ვატანენი-6 (ფისტრიჩი-2, სელიანე-10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი: ამჯერად, მესიეზე ზემოთ

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: წაგება 41 სეივის მიუხედავად
ᓢᓔᓔᓛᓣ ᓡᓔᓚᓘᓐᓜᓔ ᓙᓰᓚ-ᓨᓘ ᓐᓠ ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ
სოჭი 2014: კანადა ოლიმპიური ჩემპიონია
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კარი ლეჰტონენი საუკეთესოა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: დაფასებული ლეგენდა
ᓢᓔᓔᓛᓣ ᓡᓔᓚᓘᓐᓜᓔ ᓓᓐᓤᓐᓡᓔბᓣᓚᓘ "ᓘᓮᓕᓘᓐ"
NHL. ᓞ
NHL. ᓠ