მოლაპარაკებები დაწყებულია
დორტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი "რეალში" კი არა, შესაძლოა, "ბარსელონაში" აღმოჩნდეს.

ჩვენი ესპანელი და გერმანელი კოლეგების ცნობით, კატალონიურ გრანდს წარმოშობით თურქი გიუნდოგანის გადაბირება ზაფხულში უნდა.

გერმანული ტაბლოიდის, "ბილდის" ინფორმაციით, გიუნდოგანის მამა ირფანი და ბიძა ილფაი "ბარსას" ბოსებს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ. როგორც ირკვევა, კატალონიელებს ილქაი 33 წლის ჩავი ერნანდესის შემცვლელად სურთ.

ცხადია, დორტმუნდელებს ერთ-ერთი ლიდერის დათმობა არ სურთ და გერმანული მედიის ცნობით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გიუნდოგანი (კონტრაქტი 2015 წლამდე, ფასი: 27 მილიონი ევრო) შეინარჩუნონ. გაირკვა, რომ "ბორუსიამ" ილქაის უკვე მიმართა ახალი წინადადებით, მაგრამ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ყოყმანობს.

ილქაიმ "დორტმუნდის" შეკრება გუშინწინ მწვავე ბრონქიტის გამო დატოვა, ჟურნალ "შპორტ ბილდის" ჟურნალისტს კი ასეთი რამ უთხრა:

"გადაწყვეტილებას მალე მივიღებ. ჯერჯერობით ყველაფერი შესაძლებელია!" - ეს სიტყვები "ბორუსიასთან" გამოთხოვებაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე დორტმუნდში დარჩენაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
გიუნდოგანი 1 წლის წინ "სიტიდან" მეუღლის გამო წავიდა, ახლა კი სარას ამ საქციელმა დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთელი "ბარსელონასაც" ტოვებს
გიუნდოგანმა, მისი აზრით, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
გიუნდოგანმა შესაძლოა, კარიერა კატარის ჩემპიონატში გააგრძელოს
რომანო: გიუნდოგანი "ბარსელონას" დატოვებს, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის დაბრუნება სურს
"მატჩის მსვლელობისას ჩემთან "ლივერპულის" ფეხბურთელი მოვიდა და ეს კითხვა დამისვა..." - გიუნდოგანი ინგლისური გრანდის გაოცებულ წევრზე
გიუნდოგანი მანჩესტერშია და დღეს "სიტიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის