ჩრდილოელ მეზობლებთან "ბორჯღალოსნებმა" სულ 17 თამაში გამართეს და აქედან მხოლოდ ერთში დამარცხდნენ, ერთშიც ფრეს დასჯერდნენ
"პირველი ოცი წუთი, ფაქტობრივად, არ გვითამაშია. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი - ამდენი ხანია საქართველოს ნაკრებს არ წაუგია რუსეთთან და თუ გინდათ, რომ თქვენ იყოთ პირველები, ვინც ამას მოახერხებს, კი ბატონო, მიდით და წააგეთ. თუ არა და, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ისე ითამაშეთ და თქვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ მოიგეთ-მეთქი." - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ: 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია! [VIDEO]

ასე იწყება ერთა თასის შარშანდელი გათამაშების რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების რეპორტაჟი, რომელიც სოჭში გაიმართა.

მაშინ ბიჭებმა კიდევ ერთხელ მოიკრიბეს ძალა, მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებულები გაისარჯნენ და რუსებს მე-15 მარცხი აგემეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებთან "ბორჯღალოსნებმა" სულ 17 თამაში გამართეს და აქედან მხოლოდ ერთში დამარცხდნენ, ერთშიც ფრეს დასჯერდნენ.

სოჭში ჩვენი ბიჭები ისე თამაშობდნენ, როგორც საკუთარ კედლებში:

"თამაშის დაწყებამდე სტადიონზე საათნახევრით ადრე მივედით. ტრიბუნები, ბუნებრივია, თითქმის ცარიელი დაგვხვდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ქომაგი, განსაკუთრებით კი, დასავლეთ ტრიბუნაზე, სულ უფრო მატულობდა. საქართველოს დროშებით შეიარაღებული სოჭელი და პლასტუნკელი ქართველები "ბორჯღალოსნებს" მთელი მატჩის განმავლობაში გულმხურვალედ ქომაგობდნენ. რამდენიმე თეთრფაფახიანი ჩვენებური როსტოვიდანაც ჩამოსულიყო." - წერდა მაშინ "ლელო".

ცხადია, მათი მხარდაჭერა დიდად წაადგათ ბიჭებს, რადგან იქაური ქართველების ომახიანი შეძახილების ფონზე რუსი ქომაგების ძალისხმევა კატის კნავილივით ისმოდა.

იმ შეხვედრაში პირველი ტაიმი მართლაც არ გამოგვივიდა. შესვენების შემდეგ მორაგბეებმა დაცვაში ყურადღება გააძლიერეს და მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს.

მართალი უნდა ითქვას, რომ ერთი წლით ადრე თბილისში 46:0-ით გამარჯვების შემდეგ სოჭში უფრო იოლ გამარჯვებას ველოდით, თუმცა რუსები დანებებას არ აპირებენ და ყველა მატჩში მთელი მონდომებით ცდილობენ, თავიანთთვის "საშინელ ტრადიციას" ბოლო მოუღონ.

ძნელი სავარაუდოა, მათ ეს წლეულს მოახერხონ. "ბორჯღალოსნები" მეტოქეს მესამე ტურის მატჩში თბილისში, ეროვნულ სტადიონზე დაუხვდებიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნოემბრის ტესტებზე რუსებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს, მათ თამაშში პროგრესზე საუბარი გადაჭარბებული იქნება.

მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში რუსეთის ნაკრები მესამე ადგილზეა და მეორე საფეხურზე დაწინაურების თეორიული შანსი აქვს, მაგრამ თუ მოვლენები მათ სასარგებლოდ განვითარდება, პირველობასაც შეიძლება გამოჰკრან ხელი.

თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა შედეგს აჩვენებენ რუსები საწყის ორ ტურში. პირველი მატჩი მათ სტუმრად აქვთ გასამართი ესპანეთის ეროვნულ გუნდთან, რომელიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ხოლო შემდეგ უშუალო კონკურენტს, რუმინეთის ნაკრებს შინ ეთამაშებიან.

რუსებმა თავიანთი თამაშის სუსტი წერტილი, შერკინების პირველი ხაზი ქართველი მორაგბეების ნატურალიზებით გააძლიერეს.

ძმებმა გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეებმა რუსთა ხელმძღვანელობას თავშივე უთხრეს, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არასდროს ითამაშებდნენ და არც თამაშობენ.

ამდენად, მათი "აქილევსის ქუსლი" ჩვენს ნაკრებთან თამაშში იგივე იქნება. ამასთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბორჯღალოსნებმა" უკანა ხაზის თამაში, ხელდახელ ბურთაობა საკმაოდ გააძლიერეს, რაც რუსებს დამატებით თავისტკივილს გაუჩენს.

რუსეთი-საქართველო 9:23

რუსეთი (15-9) კლუჩნიკოვი, არტემევი, გერასიმოვი, მაკოვეცკი, ბაბაევი (ტრიშინი 76), ს. იანუშკინი (სუგრობოვი 75), ა. იანუშკინი. (1_8) ვოლკოვი, ტიმოშუკი (პოლივალოვი 57), იგრეცოვი (პრონენკო 51), ვოიტოვი, კულემინი, ტემნოვი, ბუტენკო (ფატახოვი 53), გრესევი (კვერნაძე 74).

3ს: კლუჩნიკოვი, ს. იანუშკინი, სუგრობოვი.

სინბინი: ვოლკოვი.

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, მჭედლიძე (კაჭარავა 66), ზიბზიბაძე (წიკლაური 75), შარიქაძე, მაჩხანელი, ხმალაძე, ბეგაძე (ხუციშვილი 76). (1-8) ნარიაშვილი (კაკოვინი 51), ნატრიაშვილი (მამუკაშვილი 51), ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილი 51), ჩხაიძე, მიქაუტაძე (ლომიძე 78), სუთიაშვილი (კოლელიშვილი 41), გორგოძე, ბასილაია.

2ლ: კოლელიშვილი, ქუბრიაშვილი. 2გ,3ს: კვირიკაშვილი.

სინბინი: მიქაუტაძე.

მსაჯი: ლორან კარდონა (საფრანგეთი).

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 5 4 1 0 +74 19

2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19

3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14

4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7

5. ბელგია 5 0 1 4 -39 5

6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 22 თებერვალს უმასპინძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიხო
მოგება რა მოსატანია. არ უნდა მოვუგოთ - უნდა გავუაროთ!
ilia shalutashvili
უნდა მოვუგოთ
GiorgiG83
ცოტას ვღელავ მაპატიეთ -ს კარგი რელვაა ძმობილო, ემოციური მდგომარეობისთვის ადამიანის გაკიცხვა სადაური წესია? გეთანხმები, რომ ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ ელემენტად ქართული რაგბის ხსენება დამსახურებულად შეიძლება ამ იდენტობის გასამტკიცებლად კი წარმატებები ბორჯღალოსნებს!
tirtiaxshi
ცოტას ვღელავ მაპატიეთ 14:29 17-01-2014 მიდით ბიჭებო მიდით!ლელო ბიჭებო ლელო!თქვენ უნდა გადაარჩინოთ და გააძლიეროთ საქართველო და გენიალური ქართული გენი! ნუ გამკიცხავს ნურავინ,ეს ჩემი სუბიექტური აზრია: -"მართმადიდებლობა, ფოლკლორი და რაგბი არის ახლა ჩემთვის, ჩვენი თვითმყოფადობა!". ფორკლორი და რაგბი კი ბატონო, მაგრამ მართმადიდებლობის რა მოგახსენო. რუსებიც მართმადიდებლები არიან ხომ! მაშინ რა ჯანდაბათ მინდა მასეთი ,,,...ობა. მაგათ მე ხალხათ არ ვთვლი.
ცოტას ვღელავ მაპატიეთ
მიდით ბიჭებო მიდით!ლელო ბიჭებო ლელო!თქვენ უნდა გადაარჩინოთ და გააძლიეროთ საქართველო და გენიალური ქართული გენი! ნუ გამკიცხავს ნურავინ,ეს ჩემი სუბიექტური აზრია: მართმადიდებლობა, ფოლკლორი და რაგბი არის ახლა ჩემთვის, ჩვენი თვითმყოფადობა!
levani
გაუგრძელებენ კიდეც :)
GiorgiG83
იუთუბზე ერთი ფრანგულენოვანი ვიდეო რგოლი დევს - თუ როგორ ემზადებოდა საქარტველოს ნაკრების რუსეთთან დაპირისპირებას. ნათლად ჩანს რომ ეს მხოლოდ სარაგბო ბატალია არ არის, რომ ეს ბევრად მეტია, რომ ეს ღირსებისთვის ბრძოლაა, მხლოდ უიარაღოდ... რუსებზე ბევრად წინ რომ არის ქართული რაგბი ეს ცხადზე უცხადესია. ერთს ვისურვები ის კონცენტრაცია რაც რუსებთან გვაქვს ნეტა ყველა თამაშისას გვქონდეს და ნეტა ყველა თამაშზე ისე ისვსებოდეს სტადიონი, როგორც რუსებთან - უნდა მოვიგოთ და ალბათ 35/40 ქულას მოვაგროვებთ და მაქსიმუმ 6-10 ქულა მივიღოთ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს
ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით
Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის
punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს