ინტერვიუ საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენთნ ავთანდილ ჭრიკიშვილთან
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) სრულიად დამსახურებულად გახდა წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორი. თავად განსაჯეთ მისი წლევანდელი მონაგარი - გახდა ევროპის ჩემპიონი პირად პირველობაში, მსოფლიოზე კი ვერცხლი მოიპოვა.

მოიგო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები გუნდურში, მოიგო საქართველოს პირველობა, გაიმარჯვა დიუსელდორფის "დიდ პრიზზე", ვერცხლი მოიპოვა პარიზის "დიდ მუზარადზე", მესამე იყო მასტერსზე, სეზონი კი ტოკიოში, ძიგორო კანოს "დიდ პრიზზე" მოპოვებული ბრინჯაოთი დაასრულა. შედეგად, საერთაშორისო რეიტინგშიც პირველია თავის წონაში.

დაგვეთანხებით, სავსებით ლოგიკურია, რომ ის სეზონის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა როგორც საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ასევე - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი 81 კილოგრამში მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად აღიარა.

ჭრიკიშვილისთვის გასული წელიწადი მართლაც შემობრუნების სეზონად იქცა - საოცრად რთული პერიოდის შემდეგ, როცა კარიერაში, ალბათ, უძნელესი დროება ედგა და ერთი შეხედვით, ღრმა კრიზისში იმყოფებოდა, მოულოდნელად იმხელა ნახტომი გააკეთა, ეგრევე მწვერვალზე აფრინდა.

მას ნიჭი არასოდეს აკლდა, არც მისი ტალანტი ყოფილა საკამათო და 2010 წელიც კარგად გვახსოვს, როცა ახალგაზრდებში დუბლი შეასრულა, მსოფლიოს პირველობაზე კი ერთბაშად ორი იაპონელი გააბითურა, მაგრამ მაშინდელ ვითარებაში ბევრი ხელს ჩაიქნევდა და ყურებს ჩამოყრიდა, მაგრამ მან იბრძოლა და საკუთარ თავს სძლია. ცხადია, ეს მწვრთნელთა დახმარებით შეძლო, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ გარდაქმნაში...

მას ყოველთვის გამოარჩევდა ლამაზი, ქართული სტილი და არაერთი გამორჩეული გდება ჩაუტარებია, მაგრამ წლეულს ახალ საჭიდაიო სტილზეც უპრობლემოდ გადაერთო და ორმაგად შეუჩერებელი გახდა.

- ალბათ, წლევანდელი სეზონით კმაყოფილი იქნებით...

- ძალიან კმაყოფილი ვარ 2013 წლით, რადგან წლეულს რაც კი მედლები მოვიპოვე, იმათგან 90 პროცენტი პირველია იმ შეჯიბრებებზე - აქამდე მსგავს ტურნირებზე წარმატება არ მქონია. ამიტომ სეზონს დადებითად ვაფასებ იმის მიუხედავად, რომ იყო გულდასაწყვეტი მომენტები. მაგალითად, წაგება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ შთაბეჭდილება მაინც დადებითია.

მთლიანობაში, წლევანდელმა სეზონმა კარგად ჩაიარა და ბედნიერი ვარ, რომ სეზონის საუკეთესო სპორტსმენად დამასახელეს.

- მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში წაგება ძნელად გადაიტანეთ?

- რა თქმა უნდა. ფინალში წაგება ყოველთვის ძნელია და მით უფრო - მსოფლიოს პირველობაზე. მთელი სეზონი ამისთვის ემზადები და როცა ერთი ნაბიჯი გრჩება მთავარ მიზნამდე და მაინც ვერ აღწევ, თუმცა კი ასე ახლოს ხარ, გული გწყდება.

- თქვენი აზრით, რა დააკელით მოსაგებად? მით უფრო, რომ ლოის პიეტრის გუნდურში ძალიან იოლად და დამაჯერებლად მოუგეთ.

- დაკლებით არაფერი დამიკლია, უფრო შეჯიბრების ახალი ფორმატის გამო წავაგე. წლეულს პირველად მოხდა, როცა დღეში ერთი წონა ჭიდაობდა და მალ-მალე გვიწევდა შეხვედრები. ნახევარფინალში ივან ნიფონტოვთან გამარჯვების შემდეგ მალე გავედი ფინალში საჭიდაოდ, დაახლოებით 10-15 წუთში. სუნთქვა და გამძლეობა კი მქონდა, მაგრამ ძალა აღარ მყოფნიდა, ხელები არ მემორჩილებოდა. 20-30 წუთი რომ მქონოდა დასასვენებლად, სულ სხვა ჭიდაობა იქნებოდა, ახლა კი ხელებში ძალა არ მქონდა, ვეღარ ვაკონტროლებდი მეტოქეს.

- სამაგიეროდ, საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესოდ დაგასახელათ.

- კი, ჩემს წონაში - 81 კილოგრამში საუკეთესოდ დამასახელეს, რისთვისაც 10 ათასი დოლარით მაჯილდოებენ. აქ რეიტინგშიც პირველი ვარ.

- საინტერესოა, წინა წლებში როგორ უყურებდით მომავალს, როცა ახალგაზრდული ნაკრებიდან გადმოსვლის შემდეგ ჩავარდნა გქონდათ - ხელი ხომ არ ჩაიქნიეთ იმ პერიოდში?

- არა, ხელი არ ჩამიქნევია და არც ძიუდოსთვის თავის დანებებაზე მიფიქრია ოდესმე. პირიქით - მჯეროდა, რომ მოგება შემეძლო. მაშინ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი და უფრო ამიტომ ვაგებდი - ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, წამეგო.

- თან სტილიც შეიცვალეთ - უფრო პრაგმატული გახდით, გადაერთეთ ახალ წესებზე.

- ეს საჭირო იყო, თუმცა ახალ სტილთან შეგუება ცოტა ძნელია. თან ახალგაზრდებში სხვა ჭიდაობაა და უფროსებში გადმოსულს ადაპტაცია გჭირდება. საამისოდ მეც დამჭირდა გარკვეული დრო, წლეულს შედეგებიც წამოვიდა და ვიმედოვნებ, 2014 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

- წარმატებამ, პოპულარობამ რა შეცვალა თქვენს პირად ცხოვრებაში?

- ბევრი არაფერი. უბრალოდ, ცოტა თავდაჯერებულობა მომემატა. თუმცა წეღანაც აღვნიშნე, რომ რწმენა არასოდეს მაკლდა და ამდენს იმიტომ ვწვალობდი, გამარჯვებისა მჯეროდა. თუ რამე შეიცვალა, ალბათ, ის, რომ ტელეფონზე მომრავლდა ზარები და 6 თვეა, საერთოდ გავთიშე ნომერი. არც ახლა ვატარებ ტელეფონს.

- პირად ცხოვრებაში ხომ არ გეგმავთ ცვლილებებს, დაოჯახებას?

- არა, ოლიმპიადამდე არ ვაპირებ დაოჯახებას.

- 2013 წელს თუ გქონდათ რამე ისეთი ოცნება, რაც ვერ აისრულეთ?

- სპორტში ასეთი არაფერი ყოფილა, ცხოვრებაში - კი, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უფრო არ ავისრულე. მაგალითად, მანქანის ყიდვა მინდოდა, მაგრამ რაღაცის გამო გადავიფიქრე. ამჟამად ორი მანქანა მყავს - "სედანი" და "ინფინიტი", მაგრამ ახალის ყიდვაც მინდოდა, თუმცა გადავიფიქრე. აი, ასეთი რაღაცები იყო, თორემ აუსრულებელი არაფერი ჩამიფიქრებია.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

ნატო
გისურვებ ძალიან ბევრ გამარჯვებას!!!
anushkebi
რა ლამაზი ბიჭუკა ხარ, გაიხარე და გამრავლდი, სულ წინ გევლოს!
დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..