კაპიტანი საყრდენ ნახევარმცველად? იოგი ამაზე სერიოზულად ფიქრობს
გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს წელს უდიდესი მისია აკისრია და ფაქტია, რომ გერმანიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა იქნება.

53 წლის ბუნდესმწვრთნელის მნიშვნელობა პიკს ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მიაღწევს, ჩვენი გერმანელი კოლეგები კი უკვე ხუმრობენ - იოგი სრულიად გერმანიისთვის თვით კანცლერ ანგელა მერკელზე მნიშვნელოვანიც კი იქნებაო. იმიტომ, რომ იოგიმ უნდა შეძლოს ის, რაც ახლო წარსულში მისმა წინამორბედებმა, ბერტი ფოგთსმა, ერიხ რიბეკმა, რუდი ფიოლერმა და იურგენ კლინსმანმა ვერ მოახერხეს - რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონობას ვგულისხმობთ.

19 იანვარს ლიოვმა მიუნხენში გერმანიის ნაკრების 26 ფეხბურთელი ორდღიანი სარეკლამო გადაღებებისთვის შეკრიბა. სიას მხოლოდ ინგლისში მოღვაწე ფეხბურთელები: მესუთ იოზილი, პერ მერტეზაკერი და ლუკას პოდოლსკი აკლდნენ. რაკი სარეკლამო კამპანიაც ფეხბურთის ნაწილია, გერმანიის ნაკრების ამ ორდღიან შეკრებას შეგვიძლია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის სასტარტო ღონისძიება ვუწოდოთ - ბუნდესგუნდი წელს ხომ პირველად შეიკრიბა.

"აქ ყველა ის მოთამაშეა თავმოყრილი, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იასპარეზეს და საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. მიუხედავად ამისა, გადაჭრით მაინც ვერ ვიტყვი იმას, რომ საბოლოო შემადგენლობას სწორედ ამ სიიდან ავარჩევ. სეზონის პირველ ნახევარში რამდენიმე ახალგაზრდა და სწორედ მომავალი მუნდიალისთვის პერსპექტიული მოთამაშეები შევნიშნე და მათაც აქვთ ბრაზილიაში მოხვედრის შანსი," - აცხადებს ლიოვი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მაგრამ იქვე დასძენს:

"სახელების ჩამოთვლას ნუ მომთხოვთ. არ მინდა, რომ ეს ფეხბურთელები წნეხის ქვეშ მოვაქციო."

სამაგიეროდ, ლიოვმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა სამი ხედირაზე. როგორც იცით, "რეალის" 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ტრავმირებულია და მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშაა. 19 იანვარს ხედირაც ბუნდესგუნდელებთან ერთად იყო. ლიოვმა თქვა:

"ხედირას სამი დღის წინაც ვესაუბრე და საერთოდ, ხშირად ვეკონტაქტები. თავს კარგად გრძნობს, მსუბუქ დატვირთვებს უკვე უძლებს. იმედი მაქვს, რომ სამის გამოჯანმრთელების პროცესი ასევე სტაბილურად გაგრძელდება. თუ ასე მოხდა, ხედირა მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს და ბრაზილიაში აუცილებლად წამოვა."

კითხვაზე, რამდენად აქვს ამის იმედი და არსებობს თუ არა კონკრეტული თარიღი, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელი მოთამაშე აუცილებლად ბოლომდე გამოჯანმრთელებული უნდა იყოს, გერმანიის ნაკრების თავკაცი ასე პასუხობს:

"დედლაინი არ არსებობს, მაგრამ ცხადია, რომ სადღაც აპრილში ფეხბურთელი უკვე მწყობრში უნდა იყოს. მუნდიალზე რთული იქნება ისეთი ფეხბურთელის წაყვანა, რომელსაც მანამდე არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. მინდა, რომ ბრაზილიაში მხოლოდ საუკეთესო ფორმაში მყოფი ბიჭები წამოვიდნენ და იმედი მაქვს, რომ ხედირაც მათ შორის იქნება."

"რეალის" ფეხბურთელისთვის ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თუ მუნდიალზე ასპარეზობა უნდა, ამ სეზონში "რეალის" მაისურით თამაშების ჩატარება კიდევ უნდა მოასწროს. თუ ხედირა დროულად ვერ გამოჯანმრთელდება და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს, ლიოვის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში მისი ადგილის დაკავება კაპიტან ფილიპ ლამს შეუძლია, რომელსაც ბოლო დროს "ბაიერნშიც" საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებენ.

გაგახსენებთ, რომ ამას წინათ ლამმა ლიოვს სთხოვა, იქნებ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამაგებინო, რომელ პოზიციაზე აპირებ ჩემს გამოყენებასო. იოგის პასუხი ასეთია:

"ფილიპს უკვე შევუთანხმდი იმაზე, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გადავწყვეტთ, რომელ პოზიციაზე ითამაშებს ლამი ბრაზილიაში. ცხადია, ეს ალტერნატივებზეცაა დამოკიდებული. არ მინდა, რომ ლამს პოზიცია შევუცვალო. ასე მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის დროს მოვიქცევი. ერთი სიტყვით, ლამს მუნდიალის დაწყებამდე ეცოდინება, რომელ პოზიციაზე ვგეგმავ მის გამწესებას."

გამოდის, რომ ლიოვი კაპიტნის საყრდენ ნახევარმცველობას არ გამორიცხავს.

ხსენებულ ინტერვიუში ლიოვმა მესუთ იოზილის პროგრესზეც ისაუბრა - ბუნდესმწვრთნელის აზრით, "არსენალში" გადასვლის შემდეგ მესუთს მეორე სუნთქვა გაეხსნა და კიდევ უფრო უკეთესად ათამაშდა. გერმანიის ნაკრების დამრიგებელს ყველაზე მეტად ის უხარია, რომ "არსენალში" გადასვლის შემდეგ იოზილს თავდაჯერება მოემატა.

აღსანიშნავია, რომ იოგი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩებს ძალიან ხშირად ესწრებოდა (გაცილებით ხშირად, ვიდრე ადრე) და ამბობს:

"დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ჩემპიონატში პირველობისთვის ბრძოლის დაძაბულობა დიდხანს შენარჩუნდება. ისე, ჩემთვის ბუნდესლიგაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაა, რადგან ამ ტურნირს ფეხბურთელების დამატებით მოტივირება შეუძლია, მოტივაცია კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება."

სხვა მხრივ, გერმანიის ნაკრების დამრიგებელი უკვე ინტენსიურად ფიქრობს ბრაზილიაზე, სადაც თავის შეგირდებს 8 ივნისს ჩაიყვანს და სანტო ანდრეს ბანაკში დაბინავდება. აღსანიშნავია, რომ იქ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესია, თუმცა ლიოვს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ბრაზილიელები ზაფხულამდე ყველაფერს მოასწრებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
თუ "სანდერლენდთან" დამარცხდებიან - "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა, ამორიმი დღესვე დაითხოვოს
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
ლომინაძემ გაიტანა, შეცვალეს და Flashscore-სგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ფოტო უკვე სხვა ფასი ღირს - ცნობილია, რა დაგიჯდებათ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
ფილიპ ლამი ახალი პროფესიის ძიებაშია
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
სამი ხედირას გულის პრობლემები აქვს - გერმანელი "ატლეტიკოსთან" არ იქნება
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
პირლო: ამ ფეხბურთელებს პირველ რიგში გავუშვებ
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
იგუაინი, ხედირა, მატუიდი - ცნობილი ხდება, ვინ დატოვებს "იუვენტუსს"
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა
ფეხბურთელები და მათი ზედმეტსახელები - რატომ ჰქვია აგუეროს "კუნი"? [PHOTO]
10 ფეხბურთელი, რომლებსაც "იუვენტუსსა" და "რეალში" უთამაშიათ
გუნდი, როგორც ასეთი! IFFHS-მა დეკადის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა [PHOTO]
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]
"რეალისა" და "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი
მასიმილიანო ალეგრი: "აიაქსთან" მატჩისთვის რონალდოს დაბრუნება რთული იქნება