კიდევ ერთი გადარჩენილი ვარსკვლავი
როგორც იქნა, ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჟურნალისტების წინაშე წარსდგა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მენეჯერი საბინა კემი, რომელმაც რამდენიმე სასიამოვნო ამბავი აცნობა პრესას.

მთავარი ის არის, რომ მიხაელის მდგომარეობა აღარ ფასდება, როგორც კრიტიკული, მაგრამ გერმანელი მაინც კომაში რჩება.

"მიხაელის ოჯახი სრულიად ენდობა ექიმების გუნდს და კმაყოფილია მათი მუშაობით. სამწუხაროდ, უნდა შეგახსენოთ, რომ ნებისმიერი სწორი ინფორმაცია მხოლოდ მათი ექიმებისგან ვრცელდება", - განაცხადა კემმა.

ამასობაში, კურორტ მერიბელის იმ ტრასაზე, სადაც შუმახერმა ტრავმა მიიღო, იპოვნეს მისი ტიბეტური სამაჯური, რომელიც დაცემისას დაიკარგა. ეს სამაჯური მიხაელს მისმა მეუღლემ, კორინამ აჩუქა და ის პილოტისთვის ბედნიერ თილისმად ითვლებოდა. გადმოცემის თანახმად, სამაჯური მის მფლობელს ენერგიასა და გახსნილ გონებას აძლევს. კორინა შუმახერი მას საავადმყოფოში, ვერტმფრენში და ტრასაზე ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა.

კიდევ ერთი გადარჩენილი ვარსკვლავი

ავტომრბოლელ მიხაელ შუმახერისა და ტრამპლინიდან მხტომელ ტომას მორგენშტერნის შემდეგ სპორტის კიდევ ერთი ვარსკვლავი აღმოჩნდა სერიოზული ტრავმის საფრთხის წინაშე.

მსოფლიო სნოუბორდის უპირველესი ვარსკვლავი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი შონ უაიტი სოჭის ოლიმპიადისთვის საკვალიფიკაციო ტურნირზე გამოდიოდა, როცა გამოსვლის დროს მტკივნეულად დაეცა ყინულზე.

უაიტმა გრძელი ნახტომის შესრულებისას დაუშვა შეცდომა და დაცემის შემდეგ რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იწვა. შემდეგ ექიმებმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

უაიტმა ტრასა დამოუკიდებლად დატოვა, რამდენიმე საათის შემდეგ კი გააგრძელა საკვალიფიკაციო ტურნირზე გამოსვლა და დაიბევა ადგილი აშშ-ის ოლიმპიურ გუნდში.

სპეციალურად სოჭში გამოსვლისთვის, შონ უაიტმა მოამზადა ულტრა-სის ილეთი, რომელსაც ეწოდება - frontside double-cork. აქამდე ყველაზე რთულ ნახტომად მიიჩნეოდა - double McTwist-ი.

უაიტი სოჭის ოლიმპიადაზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
სოჭი 2014: სნოუბორდი - დიადი დამარცხებულია