არნემის "ვიტესის" გამარჯვება, ალექსანდრე იაშვილის გოლი და ლეგიონერების სხვა ამბები
სიახლეები ქართველ ლეგიონერებზე ჯერჯერობით ისევ მწირია - ჩვენებურთა უმრავლესობა ხომ ისეთ ქვეყნებში თამაშობს (რუსეთი, უკრაინა), სადაც ჩემპიონატები კიდევ კარგა ხანს არ განახლდება.

ჩვენთვის მთავარი მოვლენა "ვიტესის" პირველი გამარჯვება იყო 2014 წლის პირველივე მატჩში.

აღმოჩნდება თუ არა "ზვოლესთან" შეხვედრა უკანასკნელი გიორგი ჭანტურიას ჰოლანდიურ კარიერაში, სულ მალე შევიტყობთ.

კაშიას მწარე გამარჯვება

არნემის "ვიტესი", სადაც ერთბაშად სამი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს, ზამთრის პაუზისას საკმაოდ გაძლიერდა, შესანიშნავი შეკრება გაატარა აბუ დაბიში და ჰოლანდიის ჩემპიონატსაც გამარჯვებით დაუბრუნდა - 2:1.

"ვიტესმა" სტუმრად ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. მეორე ტაიმში მან ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომავალ ტურს გამოტოვებს. არადა, მომდევნო უქმეებზე "ვიტესს" დერბი ელის "ნაიმეგენთან"...

გიორგი ჭანტურია სასტარტოში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც პეტერ ბოშმა შეცვალა - 64-ე წუთზე ახალწვეული ზაქარია ლაბიადით ჩაანაცვლა.

არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ჭანტურიას ბოლო მატჩი იყოს "ვიტესის" მაისურით. ის შეიძლება "ბოლონიაში" გადავიდეს. რაც შეეხება ვალერი ყაზაიშვილს, ის სათადარიგო იყო.

მოგების მიუხედავად, კაშიას დანა პირს არ უხსნიდა: "ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. დერბი უნდა გამოვტოვო - ეს ჩემთვის დიდი სტრესია. მეორე მხრივ, ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ. ეს პირველად არ ხდება, რომ გამარჯვება ბოლო წუთზე მოვიპოვეთ. ადრეც ვიმსახურებდით ხოლმე მოგებას, ახლა კი ცოტა გაგვიმართლა".

ვინაიდან კვირას "აიაქსმაც" იმარჯვა (პსვ დაამარცხა), "ვიტესი" ისევ მეორეა, თუმცა, ამსტერდამული გრანდის დარად, 40 ქულა აქვს.

გრიგალაშვილის საგოლე პასი

შოთა გრიგალაშვილის "ანორთოსისმა" სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა - "დოხა" სტუმრად 6:1 დაამარცხა. ჩვენებური 66-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, 53-ე წუთზე, მან საგოლე პასი გააკეთა.

"შუთ ენდ გოლმა" გრიგალაშვილი მატჩის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა.

"აკადემიკასთან" საგარეო მატჩში ავთო ებრალიძე კვლავ არ იყო "ჟილ ვისენტეს" სასტარტო შემადგენლობაში. ის 78-ე წუთზე გამოჩნდა. ზედ საფინალო სასტვენის წინ კი "ჟილ ვისენტემ" გოლი გაუშვა და დამარცხდა - 0:1.

საკონტროლო მატჩები

აგდამის "ყარაბაღმა" ტრავმირებული ნიკოლოზ გელაშვილის გარეშე 1:0 მოუგო ბუქარესტის "დინამოს". საბედნიეროდ, ქართველი ფორვარდის კოჭის ტრავმა არ აღმოჩნდა ისეთი მძიმე, როგორც თავიდან ეგონათ - გელაშვილმა 10 დღე უნდა დაისვენოს.

ყაზანის "რუბინმა" "ქაისერი ერჯიესს" 2:0 მოუგო. საბა კვირკველია "რუბინის" სასტარტო შემადგენლობაში იყო.

შოთა არველაძის "ქასიმფაშა" გერმანულ "ჰოფენჰაიმთან" 1:4 დამარცხდა.

უკრაინული "დნიპრო" "ბაქის" დაუზავდა - 0:0. "დნიპროს" რიგებში პირველი ტაიმი სრულად ითამაშეს უჩა ლობჟანიძემ და სანდრო კობახიძემ, მეორე ტაიმი - ჯაბა კანკავამ.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" 1:0 მოუგო გერმანული რეგიონალლიგის "ფელბერტს".

ლევან ყენიას "ფორტუნა" Winter Cup-ზე "ლევერკუზენთან" 0:4 შერცხვა, მეორე დღეს კი 1:1 ეთამაშა "ბრაუნშვაიგს" და პენალტების სერიაში დამარცხდა. ქართველს არ უთამაშია.

ბაქოს "ინტერი" ყაზახეთის ჩემპიონ "აქტობეს" დაუზავდა - 1:1. ბაქოელთაგან გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. კახა ცხადაძის გუნდში ოთხივე ქართველმა სასტარტოში ითამაშა.

იხილეთ ვიდეო

რუსულმა "მორდოვიამ" ყაზახური "ტობოლი" 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა აკაკი ხუბუტიამ, რომელსაც ერთი აშკარა საგოლე მომენტიც ჰქონდა - მისი თავური სანტიმეტრებში ასცდა ყაზახთა კარს.

ისრაელში შეკრებაზე მყოფმა "სკა ენერგიამ" იქაურ "ირონისთან" 1:2 წააგო. რუსული გუნდის რიგებში გიორგი ნავალოვსკი 61-ე წუთიდან გამოჩნდა.

19 იანვარს "სევასტოპოლი" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდთან ერთადაა ჩვენებური მცველი მათე ღვინიანიძეც.

ლადო დვალიშვილის "ლეგია" 1:3 დამარცხდა "ტომთან". საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სასტარტოში ითამაშა.

დებიუტიც ასეთი უნდა - თორნიკე ოქრიაშვილი ახლახან შეუერთდა სიდეში მყოფი ოდესის "ჩერნომორეცის" საწვრთნელ შეკრებას და პირველივე საკონტროლო თამაშში ალბანურ "კუკესს" გოლიც გაუტანა. თორნიკე მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა და შეხვედრას წერტილი 77-ე წუთზე დაუსვა - ანგარიში 4:1 გახადა.

სხვათა შორის, ოდესელთა დირექტორის თქმით, ქართველ ფეხბურთელთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

იხილეთ ვიდეო

"კრილია სოვეტოვი" ყარაღანდის "შახტიორს" დაუზავდა - 1:1. ალეკო ამისულაშვილმა რუსული გუნდის შემადგენლობაში პირველი ტაიმი ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaiozi
ყოჩაღ თოკო, სულ გამარჯვებით გევლოს. ეგ ერთი და სცვა მრავალი
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
მდაა - "ჩერნომორეცს" წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რადგან წყალმომარაგების დირექტორის ძმისშვილს არ ათამაშებდნენ
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
კიევის "დინამოსა" და "ჩერნომორეცის" ფანების მასობრივი ჩხუბი [VIDEO]
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
დავით ხოჭოლავა ოდესაში ბრუნდება
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?