ერთი ტურიც და, აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ზამთრის პაუზა დადგება

ერთი ტურიც და, აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ზამთრის პაუზა დადგება. ჩემპიონატი, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, ბუნებრივია, ჩვენი ყურადღების საგანია. მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩი "ტოფიკ ბაჰრამოვზე" გაიმართა, სადაც 2,5 ათასი მაყურებელი დაესწრო "ყარაბახისა" და "ნეფთჩის" შეხვედრას. გუნდებში, მოგეხსენებათ, თითო ქართველი ირიცხება, მაგრამ თუ გიორგი ადამია "ყარაბახში" გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ლადო ბურდულს ბევრი უკლია ამ სტატუსამდე "ნეფთჩიში", თანაც ახლა ტრავმირებულია და გუნდს ვერაფრით ეხმარება. "ნეფთჩიმ" ბურდულის გარეშეც (მაგრამ მსაჯების დახმარებით) იმარჯვა - 1:0. ადამია თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. "ნეფთჩი" 34 ქულით პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო "ყარაბახი" 21 ქულით მხოლოდ მეშვიდეა.

კახა ცხადაძის "ინტერი" მოულოდნელად სტუმრად დამარცხდა აუტსაიდერ "მუღანთან" - 0:1. გამარჯვებულთა რიგებში ერთადერთი ქართველი ირიცხება, თუმცა დავით სვანაძე ამ მატჩში სათადარიგო იყო. ცხადაძემ კარი გიორგი ლომაიას ანდო, პირველი წუთებიდან ითამაშა ილია კანდელაკმა, რომელიც ბოლოს კახა მჟავანაძემ შეცვალა, დავით ოდიკაძე უფრო ადრე, 78-ე წუთზე გამოცვალეს. "ინტერი" 27 ქულით მე-4 ადგილზეა, ცხადაძის გუნდი ლიდერს უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

ამ ტურში აზერბაიჯანში მომუშავე მეორე ქართველმა სპეციალისტმაც წააგო. რევაზ ძოძუაშვილის "თურანი" შინ 1:2 დამარცხდა აზალ-თან. მასპინძელთა ფორვარდმა გიორგი ჭედიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო შალვა ფირცხალავა 69-ე წუთზე შევიდა მოედანზე. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ნუგზარ კვირტიამ. აზალ-ი 31 ქულით მე-3 ადგილზეა, "თურანს" კი 11 ქულა აქვს და მეათეა.

"ბაქი"-"ხაზარის" შეხვედრამ (1:1) უქართველოდ ჩაიარა, თუმცა სტუმართა ნახევარმცველი დავით იმედაშვილი უკვე მატჩის განაცხადშია (ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ). აუტსაიდერთა დაპირისპირებაში "განჯამ" 1:0 აჯობა მოიკ-ს, რომლის ქართველი გოლკიპერი ამირან გვენცაძე დისკვალიფიცირებულია. მასპინძელთა შორის 38-ე წუთზე ზურაბ ძამსაშვილი გამოჩნდა, 90-ეზე კი - გიორგი სეთურიძე, ლევან მდივნიშვილი სათადარიგო იყო. "განჯა" 19 ქულით მე-8 ადგილზეა.

მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში ვაჟა თარხნიშვილის "შერიფმა" მოულოდნელად დაკარგა ქულები "კოსტულენისთან" მატჩში - 0:0. გუნდის ვეტერან ქართველ კაპიტანს არ უთამაშია. "დაჩიამ" 5:0 მოუგო ბენდერის "დინამოს", მაგრამ ქართველებს თავი არ გამოუჩენიათ.

ბელარუსის ჩემპიონატში ქართველები მხოლოდ "ბრესტში" თამაშობენ, 33-ე ტურში ამ გუნდმა შინ 2:0 მოუგო "ბელშინას". მატჩის ბოლო წუთზე მცველი ზაზა ჭელიძე უჩა გოგოლაძემ შეცვალა. "ბრესტმა" 46 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა, რადგან ამ ტურით იქ საფეხბურთო პირველობა დასრულდა.

დანიაში დავით დევდარიანის "ორჰუსი" საკმაოდაა წინ გაჭრილი, თუმცა მაინც ცუდია, რომ ქართველის გუნდმა ქულების განიავება დაიწყო - "ბრონშოისთან" სტუმრად 0:1 წააგო.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე