ქუთაისის "ტორპედოში" ხელმოცარულმა მწვრთნელმა რუსთავის "ოლიმპი” ჩემპიონატში ლიდერად აქცია

ბედის ირონიაა - რამაზ მუმლაძემ ქუთაისის "ტორპედო" ისე დატოვა, ერთი შეხვედრა ვერ მოიგო. მალე "ოლიმპში" დანიშნეს და მეათე ტურის შემდეგ რუსთაველებს არათუ არ წაუგიათ, ჩემპიონატში გალიდერდნენ კიდეც - თექვსმეტი ტურის შემდეგ 33 ქულა დააგროვეს და "ზესტაფონს" ორი ქულით გაუსწრეს.

- ჯერ საშინელი უიღბლობა იწვნიეთ, "ოლიმპში" კი იღბალი გწყალობთ.

- ფეხბურთში უიღბლობაც ჩვეულებრივი მოვლენაა და იღბალიც. წლეულს ორივე ერთად ვიწვნიე. ქუთაისში საერთოდ ვერ ვიგებდით. ახალი გუნდის შექმნა რთულია, საამისოდ მოკლე ვადა მქონდა, ხალხი კი შედეგს ითხოვდა. გული იმაზე დამწყდა, რომ "ვისოლის" ხელმძღვანელობა კეთილგანწყობილი იყო და მათი იმედები ვერ გავამართლე. ვერც ქუთაისელი გულშემატკივარი გავახარე. გულწრფელად ვამბობ, მე ნაწყენი იმათზეც არ ვარ, ვინც ჩემს გაშვებას ითხოვდა. გულშემატკივარს უმაღლესში გადასვლა გაუხარდა, პირველივე ტურიდან წარმატებაზე ოცნებობდა და ეს ვერ ავუსრულე. სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ვხვდები, ქუთაისში რა მოხდა. ცუდი გუნდი არ გვყავდა, მაგრამ გამტანის პრობლემა იყო. ალბათ, შერჩევაც დაგვიანდა, სასურველი ფეხბურთელების უმრავლესობა გადანაწილებული იყო, მაგრამ დრო იყო საჭირო და ვითარება გამოსწორდებოდა. არა უშავს, მე ხომ ვიცი, რომ "ტორპედოში" სული და გული ჩავაქსოვე.

"ოლიმპში" კი კარგად მომზადებული გუნდი ჩავიბარე და დღევანდელი წარმატებაც ამან განაპირობა. ან რა გასაკვირია, გუნდს ჩემამდე გამოცდილი მწვრთნელი ავარჯიშებდა. ჩემპიონი გუნდის გაძღოლა კი შედარებით იოლი იყო. მიხარია, რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის. საკმაოდ კარგად ვართ დაკომპლექტებულები და კარგი პირობებიც გაგვაჩნია. ვფიქრობ, გუნდი სამომავლოდ კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

- თქვენი მოსვლის შემდეგ "ოლიმპის" სათამაშო სქემაც შეიცვალა: მოდებაძე თავდასხმის ფლანგზეა, ბერიაშვილი კი ცენტრში - ადრე პირიქით იყო.

- გადაადგილებებს თამაშის ტაქტიკური მონახაზიდან გამომდინარე ვაკეთებთ. მთავარი ისაა, რომ ორივე ფეხბურთელი სასარგებლოა.

- "ზესტაფონისა" და "დინამოს" მოულოდნელი ჩავარდნით კარგად ისარგებლეთ და ჩემპიონობის შანსი გაგიჩნდათ.

- ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო "ზესტაფონთან" მოგება, რომლის შემდეგაც პირველ ადგილზე გადავინაცვლეთ. წლეულს წინაზე უფრო დაძაბული ჩემპიონატია, რაც ქუთაისის "ტორპედოსა" და ფოთის "კოლხეთის" დამსახურებაა. მართალია, "კოლხეთს უჭირს, მაგრამ ამ გუნდთან მოგება გარანტირებული არავის აქვს. ლიდერთა ჯგუფშიც დაძაბული ბრძოლაა. ჩვენ გალიდერების შანსს ველოდით და გამოვიყენეთ კიდეც.

- კონკურენტ "ზესტაფონისგან" განსხვავებით, "ოლიმპს" მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს. ალბათ, ზამთარში ფეხბურთელებს დაიმატებთ.

- ჯერ პირველი ეტაპია დასამთავრებელი და ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. თუმცა ეს საკითხი წამოიჭრება, რადგან ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს სათადარიგოთა გრძელი სკამი სჭირდება. ვფიქრობ, ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდებით.

- გაძლიერება რომელ პოზიციაზე გჭირდებათ?

- ამაზე ლაპარაკი ჯერ არ მსურს.

- დაარსების დღიდან, ყოველ ნახევარ წელიწადში "ოლიმპის" შემადგენლობა იცვლება, რაც პრობლემას უპირველესად მწვრთნელს უქმნის. ხელმძღვანელობას შემადგენლობის შენარჩუნება თუ მოსთხოვეთ?

- ეს საკითხი არც ჩემზეა დამოკიდებული და, სხვათა შორის, გარანტიას ხელმძღვანელობაც ვერ მოგვცემს. ფეხბურთში მოვლენები ისე იცვლება, წინასწარ ლაპარაკი ძნელია. თუმცა შემადგენლობის შენარჩუნება და გაძლიერება უკეთესი იქნება.

- დღევანდელ ვითარებაში რეალურ საჩემპიონო კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

- "ოლიმპს", "დინამოსა" და "ზესტაფონს", რად უნდა ამას ლაპარაკი. ახლა ეს სამია გამოკვეთილი, მაგრამ ჯერ კიდევ ოცი ტურია სათამაშო და არაა გამორიცხული, ამ ბრძოლაში მეოთხე გუნდიც ჩაერიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა