შვეიცარიული CIES-ის საინტერესო სტატისტიკა
ევროპის წამყვან ხუთ საფეხბურთო ჩემპიონატში ყველაზე მეტი ფეხბურთელი "ბარსელონას" მიერ აღზრდილი გახლავთ.

სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდა შვეიცარიული კომპანია CIES-ი, რომელმაც ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე 2 532 ფეხბურთელის წარსულს გადახედა. როგორც გაირკვა, ხუთ წამყვან ლიგაში "ბარსელონას" მიერ აღზრდილი 44 ფეხბურთელი თამაშობს, აქედან 16 მოთამაშე სწორედ კატალონიურ გუნდში ირიცხება. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მეორე ადგილზე "ლიონი" გახლავთ, რომელიც ამ პოზიციას მადრიდის "რეალთან" იყოფს - 31 ფეხბურთელი. "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მეხუთე და მეექვსე ადგილებზე არიან. ლიდერებშია კიდევ ერთი ფრანგული კლუბი "რენი", რომელმაც დიდ სცენაზე 28 მოთამაშე დააკვალიანა.

საინტერესოა ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვა გამოკვლევების შედეგებიც:

- მიუხედავად უეფას მკაცრი მოთხოვნებისა, იმ ფეხბურთელთა რაოდენობამ, რომლებიც აღმზრდელ კლუბში თამაშობენ, სარეკორდოდ დაბალ ნიშნულს მიაღწია: 21,2%;

- იმ ფეხბურთელთა რაოდენობამ, რომელთაც მშობლიური ქვეყანა ერთხელ მაინც დაუტოვებიათ, ასევე სარეკორდო ზღვარს მიაღწია: 49,3%-ს;

- ყველაზე მეტი ლეგიონერი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს (60,4%), კლუბებიდან კი გამორჩეული "ინტერია" (89%);

- ყველაზე მეტი წარმომადგენელი ბრაზილიას ჰყავს, თუმცა 2009 წლიდან მოყოლებული, მათი რაოდენობა 67-ით შემცირდა - 538-დან 471-მდე. სამაგიეროდ, გაიზარდა ფრანგების რაოდენობა: 247-დან 306-მდე;

- ყველაზე მეტად, ევროპის მასშტაბით, სატრანსფერო ბაზარზე სამხრეთული კლუბები აქტიურობენ. მაგალითად, კვიპროსში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თითო კლუბი საშუალოდ 14,1 ახალ ფეხბურთელს იმატებდა, შვედეთში კი მხოლოდ 5,3-ს;

- ყველაზე ტანმაღალი ლიგა ბუნდესლიგაა (183,8 სმ), ყველაზე დაბალი - ესპანეთი - 180,1;

- გამოკვლეული 472 კლუბიდან, ყველაზე დაბალი გუნდი ისრაელის "ბნეი სახნინს" ჰყავს, მეორე ადგილზე კი "ბარსელონაა" (177,4 სმ);

- პროპორციულად, ყველაზე მეტი ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში მინიმუმ ერთი მატჩი მაინც ჩაუტარებია, პრემიერლიგაში თამაშობს (44,3%). კლუბებში კი ამ მხრივ "ჩელსი" გამოირჩევა (80%), რომელმაც "მანჩესტერ სიტის" და "ფენერბაჰჩეს" სულ ცოტათი აჯობა;

- ყველაზე სტაბილური გუნდი "ბარსელონას" ჰყავს. ფეხბურთელებს ამ კლუბში საშუალოდ 5,5 წელი აქვთ გატარებული. კატალონიელების გარდა, ერთადერთი კლუბი ევროპაში, სადაც მოთამაშეები საშუალოდ 5 წელია თამაშობენ, "მანჩესტერ იუნაიტედი" გახლავთ;

- თუ "ბარსელონა" ევროპის ხუთ ჩემპიონატში ლიდერობს, 31 ჩემპიონატის მასშტაბით (11 653 ფეხბურთელი), ყველაზე მეტი ფეხბურთელი "აიაქსს" ჰყავს აღზრდილი - 69. მეორე ადგილზე ბელგრადის "პარტიზანია", "ბარსა" კი მესამე პოზიციას იკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე