ჰეი იმედს არ კარგავს
რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 35 წლის ფილიპინელმა მენი პაკიაომ უჩვეულო გამოწვევა ესროლა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეს, 36 წლის ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს.

პაკიაომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ჩხუბის სანაცვლოდ მეივეზერის ყველა მოთხოვნას დათანხმდეს, მაგრამ მხარეებს შორის ერთ-ერთი საკამათო საკითხი ჰონორარის გაყოფაა. ფილიპინელს ამასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს: მოკრივეებმა უფასოდ იჩხუბონ და ბრძოლის მთლიანი შემოსავალი მთელ მსოფლიოში ქველმოქმედებას მოახმარონ.

"მე არ გამაჩნია განსაკუთრებულად გამძაფრებული ლტოლვა ფულის ან სხვა მატერიალური ღირებულებების გამო ჩხუბისთვის, - ამბობს პაკიაო. - ერთადერთი არ ვარ, ვისაც სურს ასეთი ბრძოლის ორგანიზება. იგივე უნდა კრივის ნებისმიერ გულშემატკივარს. მზად ვარ, გავიარო ნებისმიერი სიმკაცრის დოპინგ-ტესტი. ვთავაზობ ფლოიდს, რომ ბრძოლის კონტრაქტში შეიტანონ შემდეგი პუნქტი:

ამ შეხვედრისთვის არანაირ თანხას არ მივიღებთ. ყველანაირი შემოსავალი - გარანტირებული ჰონორარი, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა, ფასიანი ტრანსლაციები და რეკლამა - მხოლოდ ქველმოქმედებას მოხმარდება. პუბლიკა სულ უფრო აქტიურად ითხოვს პაკიაოსა და მეივეზერის ჩხუბის ორგანიზებას. ერთადერთი ხერხი, რომლითაც მეივეზერმა შეიძლება ჩემთან ბრძოლა აიცილოს თავიდან - სპორტიდან წასვლაა. ფლოიდ, შენ თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, იჩხუბე ჩემთან! მოდი, ეს გავაკეთოთ არა ფულის გამო, არამედ იმისთვის, რომ კრივის ფანები უფრო ბედნიერები იყვნენ".

ჰეი იმედს არ კარგავს

ბრიტანელმა მოკრივემ დევიდ ჰეიმ განაცხადა, რომ უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან რევანშის ორგანიზების დიდი სურვილი აქვს.

"ვლადიმერს წარმატებას ვუსურვებ ლეაპაისთან მომავალ ბრძოლაში. ის ხვდება მოკრივეს, რომლის გვარი არასოდეს გამიგია. იმედია, კლიჩკო გაიმარჯვებს, ჯანმრთელობას შეინარჩუნებს და კარიერას გააგრძელებს იქამდე, სანამ მხრის ტრავმას ვიმკურნალებ და მზად ვიქნები რინგზე დაბრუნებისთვის კლიჩკოსთან რევანშის ასაღებად", - მოჰყავს ჰეის სიტყვები Worldboxingnews.net-ს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კლიჩკომ დევიდ ჰეი 2011 წელს, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 2013 წლის ნოემბერში ბრიტანელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ, როგორც ჩანს, გეგმაში აქვს რინგზე დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
ᓓᓔვᓘᓓ ᓰᓔᓘ ᓙლᓘᓩᓙᓝᓡ ᓐᓠ ᓔᓨᓕᓔბა
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
MMA-ში რამდენიმეს დავანოკაუტებ და კრივს დავუბრუნდები - დერეკ ჩისორა MMA-ში გადასვლისთვის ემზადება [PHOTO]
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ
ᓓᓔᓕᓘᓓ ᓰᓔᓘ ᓕᓐᓠᓡᓙᓕᓚᓐᓕᓔᓑᓡ ᓬᓐᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓡ
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
კრივი: დევიდ ჰეი ბაგირებში გააძვრინეს
ფლოიდ მეივეზერი დიდი ბრძოლისთვის ბრუნდება? - მოკრივემ ვარჯიშის კადრები გაავრცელა [VIDEO]
რა გველოდება 2015 წელს მსოფლიო კრივში?
ბექა ლობჟანიძე ლონდონში დერეკ ჩისორას ეჩხუბება
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის