<p>ლუჩანო მოჯი არ ცხრება და კვლავაც "იუვენტუსის" მესვეურთა კრიტიკით არის დაკავებული. "სინიორ კალჩოპოლი" უკვე წლებია... <br> ლუჩანო მოჯი არ ცხრება და კვლავაც "იუვენტუსის" მესვეურთა კრიტიკით არის დაკავებული. "სინიორ კალჩოპოლი" უკვე წლებია, რაც უკმაყოფილებას გამოთქვამს "იუვეს" სატრანსფერო პოლიტიკით და აცხადებს, ასეთი გუნდით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა წარმოუდგენელიაო. პრინციპში, თუ ბოლო წლების შედეგებს გადავხედავთ, ასეც გახლავთ. გუშინ, მოჯი ჟურნალისტთა წინაშე წასდგა და შემდეგი განაცხადა:</p><p>"ლუიჯი დელ ნერის და ჯუზეპე მაროტას "იუვენტუსში" მისვლას სიხარულით შევხვდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით იმედგაცრუებული ვარ. ისინი აგრძელებენ იმ სატრანსფერო პოლიტიკას, რომელმაც "ბიანკონერი" ღრმა კრიზისში ჩააგდო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ხდება, რადგან "იუვეს" ჩემს გულში დიდი ადგილი უკავია. ჩამოვთვალოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც მაროტამ გადაიბირა და ჩემს მიერ ნათქვამში ყველანი დარწმუნდებით - ხორხე მარტინესი ნამდვილად არ არის იმ კალიბრის ფეხბურთელი, რომ სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდში იასპარეზოს. იგივეს ვიტყოდი სიმონე პეპესა და მარკო სტორარიზე. ერთადერთი ტრანსფერი, რომელიც მომეწონა სულ რამდენიმე დღის წინ განახორციელეს, როდესაც "ბარიდან" ლეონარდო ბონუჩი გადაიბირეს. ძალიან ნიჭიერი მცველია და შეუძლია გუნდის სიმბოლოც კი გახდეს. ურიგო არ იქნებოდა მილოშ კრასიჩი რომ შეეძინათ, მაგრაც პაველ ნედვედი ნამდვილად არ არის, როგორც ამას ხშირად ამბობენ. რას უნდა ველოდოთ მომავალ სეზონში? - თუ მაროტამ ასე გააგრძელა და მარტინესის კალიბრის ფეხბურთელები იყიდა, კარგს არაფერს. დელ ნერი ძლიერი სპეციალისტია და შესაძლოა, "იუვე" ოთხეულში მოხვდეს, მაგრამ ჩემპიონობაზე საუბარიც კი ზედმეტია".</p>
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა