ურუგვაიში, ორი ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი გუნდის, "ნასიონალის" და "პენიაროლის" ამხანაგური მატჩის დროს გუნდური ჩხუბი ატყდა
ურუგვაიში, ორი ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი გუნდის, "ნასიონალის" და "პენიაროლის" ამხანაგური მატჩის დროს გუნდური ჩხუბი ატყდა, ხოლო თამაშის დასრულებისთანავე, სამართალდამცავებმა ორივე გუნდის ცხრა ფეხბურთელი დააპატიმრეს.

შეხვედრა "ნასიონალმა", ივან ალონსოს მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის წყალობით, 1:0 მოიგო. სიტუაცია სწორედ პენალტის შემდეგ, რამდენი წუთში დაიძაბა - საჯარიმოსთან ბურთისთვის ბრძოლისას, "პენიაროლის" ფორვარდმა კარლოს ნუნიესმა "ნასიონალის" ვეტერან მცველ ანდრეს სკოტის გაშლილი ფეხი ჩაარტყა.

ნუნიესის ამ უხეშობას ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა მოჰყვა, მაგრამ თითქოს, ყველაფერი მშვიდობიანად უნდა დასრულებულიყო, რომ არა ფაბიან ესტოიანოფი -"პენიაროლის" ფორვარდმა პაბლო ალვარესს, კრივის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, მუშტი გაარტყა, რასაც უკვე გუნდური ჩხუბი მოჰყვა.

თამაში რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, ხოლო, როდესაც ფეხბურთელები დამშვიდდნენ, არბიტრმა, კაპიტნებთან კონსულტაციის შემდეგ, თითო გუნდიდან ორ-ორი ფეხბურთელი გააძევა -"პენიაროლიდან" ესტოიანოფი და ნუნიესი, "ნასიონალიდან" კი სანტიაგო გარსია და იგნასიო გონსალესი.

თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა იქვე, საჯაროდ ბოდიში მოიხადეს, მაგრამ ინციდენტის მონაწილეები ასე იოლად ვერ გამოძვრნენ: მონტევიდეოს პოლიციამ ცხრა მათგანი დააკავა. ესენი არიან: სანტიაგო გარსია, ლეონარდო ბურიანი, იგნასიო გონსალესი, დარვინ ტორესი, დიეგო არისმენდი (ყველა "ნასიონალი"), ფაბიან ესტოიანოფი, კარლოს ნუნიესი, ხორხე როდრიგესი და ხონათან სანდოვალი (ოთხივე "პენიაროლი").

მათთან ერთად, განყოფილებაში მოხვდა პაბლო ალვარესიც, რომელიც ინციდენტის ერთადერთი დაზარალებულია.

დაკავებულებმა ღამე საკანში გაატარეს, რის შემდეგაც ისინი სასამართლო პროცესის გამართვამდე გაათავისუფლეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ გუნდების დაპირისპირებას მსგავსი შედეგი მოჰყვა - 2000 წელს ორივე კლუბის მოთამაშეებმა ციხეში რამდენიმე დღე დაჰყვეს, ამჯერად კი ფეხბურთელებს 3 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა