"გისენს" გერმანიის ბუნდესლიგაში წაგებები დასჩემდა და გულშემატკივრის გახარება ვერც შინ მოახერხა

გერმანიის ბუნდესლიგაში წაგებები დასჩემდა ლაშა გამყრელიძის "გისენს", რომელსაც ოთხი მარცხის გამო საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის შანსი "ბრემერჰავენთან" საშინაო მატჩში მიეცა. თუმცა გისენელებმა შანსი ვერ გამოიყენეს და ზედიზედ მეხუთედ წააგეს.

მესამე პერიოდის ბოლოს ლაშას თანაგუნდელები გრიფინის სამქულიანის შემდეგ 62:49 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ასეთი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს - სირენამდე 7 წუთით ადრე "ბრემერჰავენმა" ანგარიში გაათანაბრა (67:67). ამის მერე მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებას 24 წამი უკლდა, როცა გამყრელიძემ ორქულიანი ისროლა, თუმცა ვერ ჩააგდო. არადა, ლაშას ნატყორცნს მიზნისთვის რომ მიეღწია, ანგარიში გათანაბრდებოდა (80:80)...

ბოლო 24 წამში "ბრემერჯავენის" კალათბურთელებმა მონაგარს 3 ქულა მიამატეს და 83:79 გაიმარჯვეს.

ლაშამ 31 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

"გისენი" მომდევნო მატჩს 4 დეკემბერს შინ "გოტინგენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა