სიახლეები ფორმულა 1-ის სამყაროში
"უილიამსი" გახდა პირველი გუნდი 2014 წლის პელოტონში, რომელმაც ფოტოების მეშვეობით გვიჩვენა ახალ ბოლიდზე - FW36-ზე შეცვლილი "ცხვირის" დიზაინი. ბრიტანული საჯინიბოს ავტომობილი "მერსედესის" ძრავით იქნება აღჭურვილი.

ახალი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, გუნდები ვალდებულნი არიან, დაიცვან 185-მილიმეტრიანი დაშორება ასფალტსა და მანქანის წინა ნაწილს შორის. ამიტომაც "უილიამსის" ტექნიკურმა შტაბმა გადაწყვიტა, მიემართა "ცხვირის წვერის" დიზაინისთვის. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: შასის შუა ნაწილში "ცხვირი" მაქსიმალურად მაღლა მდებარეობს, რათა გაიზარდოს მანქანის ქვეშ გამავალი ჰაერის ნაკადი, ხოლო წინა ანტიფრთასთან ახლოს "ცხვირი" მკვეთრად დაქანებულია (სწორედ რეგლამენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად).

ფოტოებზე მანქანა სწორედ ისეა ნაჩვენები, როგორც ის პრეზენტაციაზე იქნება წარმოდგენილი, ბოლიდის დახვეწა კი თანდათან მოხდება - წინასასეზონო ტესტების პერიოდში.

"წელს ფორმულა 1-ის მანქანებში ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიას ვხედავთ. ტურბოძრავები ადრეც გამოიყენებოდა, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ დღეს ჩვენ უბრალოდ კი არ ვიყენებთ ახალ ძრავებს, არამედ სრულიად ახალ ტექნოლოგიურ სისტემაზე გადავდივართ. კერძოდ, ატმოსფერული ძალისმიერი აგრეგატებიდან, რომლებშიც გამოიყენებოდა ჰიბრიდული ტექნოლოგიები, მთლიანად ჰიბრიდულ ძრავებზე გადავერთეთ.

ჩვენ პირველად ვთანამშრომლობთ "მერსედესთან" და ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ამ კომპანიის სპეციალისტებისთვის დამახასიათებელი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძრავა კონკურენტუნარიანი იქნება", - ამბობს "უილიამსის" ტექნიკური დირექტორი პეტ სიმონდსი.

FW36-ის შასი ასევე აღჭურვილია ახალი რვასაფეხურიანი გადაცემათა კოლოფით. ის "უილიამსშია" დამზადებული, რადგან გუნდში გადაწყვიტეს, არ შეეძინათ ეს აგრეგატი "მერსედესისგან".

ბრიტანულმა გუნდმა შეძლო, მაქსიმალურად შეემცირებინა ახალი ავტომობილის წონა, რათა ის შესაბამისობაში მოსულიყო ახალ რეგლამენტთან. წონის მაქსიმალური ზღვარი 690 კილოგრამს შეადგენს.

ახალ მანქანას საქმეში ხერესის ტესტებისას ვიხილავთ, რომელიც 28 იანვარს დაიწყება. წინასასეზონო ვარჯიშების დროს შასი ტრადიციულ ლურჯ ფერში იქნება გადაწყვეტილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა