ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის შერკინების ბურჯმა "ტულონთან" სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში გათამაშებამ ეკვატორი გადალახა.

თუმცა გუნდები უკვე აქედანვე იბევებენ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც სამომავლოდ ნდობას უცხადებენ.

რამდენიმე ქართველმა მორაგბემ უკვე გააფორმა ახალი ხელშეკრულება - ზოგმა ახალ კლუბთან, ზოგმა კი იმავე კლუბთან, სადაც თამაშობს.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის შერკინების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ "ტულონთან" სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.

იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი თავის რიგებში ხილვა ინგლისურ გუნდებს, "გლოსტერსა" და "ვორსტერს" სურდათ. ჩილაჩავამ ისევ "ტულონში" თამაში არჩია, რომელშიც უკვე ოთხი წელიწადია ირიცხება.

აღსანიშნავია, რომ მომავალი სეზონიდან "ტულონში", რომელიც ევროპული რაგბის გრანდად ყალიბდება, ჩილაჩავას გარდა, კიდევ ორი ქართველი - მამუკა გორგოძე და კონსტანტინე მიქაუტაძე ითამაშებს.

შერკინების კიდევ ერთი ბურჯი ლექსო ყაულაშვილი ელიტური, მეორე დივიზიონის "ლა როშელში" წლეულს ჩაირიცხა.

როგორც ჩანს, 21 წლის ქართველმა კლუბის ხელმძღვანელებს თავი მოაწონა და კონტრაქტი მას 2016 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივეს.

კლუბები გამოიცვალეს რუმინეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა. გიორგი ხოსიტაშვილის ბოლნისის "ყოჩებში" დაბრუნების შესახებ უკვე ვწერდით.

რუმინეთი დატოვა და "არმიას" დაუბრუნდა მგეზავი მამუკა ნინიძე. უცნაურია, მაგრამ ქვეეყნის ჩემპიონის, "ტიმიშოარას" რიგები დატოვეს ბიძინა სამხარაძემ და ოთარ ტურაშვილმა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ცხრა ნომერი "ბაია მარეში" გადაბარგდა, ტურაშვილმა კი ისევ კონსტანცას "ფარულს" მიაშურა - კლუბს, სადაც მისი რუმინული ეპოპეა დაიწყო და ამ ქვეყნის ნაკრებში მიწვევით დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GiorgiG83
ასაკის მიუხედავად ლევანი უკვე ითვლება საკმაოდ გამოცდილ მორეგბედ, როემლიც წლიდაწლამდე პროგრესირებს, დროთა განმავლობაში ბოლომად გვეყოლება 20-22 წლის მორაგბეეი რომლებზეც ევროპას ტააციაობა ექნება წარმატებები ლევან !!!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
ბექა გიგაშვილი ფრანგულ გრანდში, "ტულონში" გადავიდა
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
მამუკა გორგოძემ ტოპ 14 ორი ლელოთი დაიწყო! [VIDEO]
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
მამუკა გორგოძემ TOP 14-ის პირველ ტურში ტრავმა მიიღო და 3 თვე გაუცდება
Blog-rct.com: 53 წუთში მამუკა გორგოძემ ტიტანური სამუშაო შეასრულა
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]