რა მოხდა შარშან, 26 დეკემბერს, საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალზე

ამ კვირის მთავარი ამბავი ალბათ ის იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეკარე ნუკრი რევიშვილი "ვალეტაში" გადავიდა, მალტის გუნდში.

ერთი შეხედვით, ახალი არაფერი მომხდარა, ქართულ კლუბებს უჭირთ და აქ თამაში არავის სურს, ქართველ ფეხბურთელსაც ერთი სული აქვს, აქაურობას მოშორდეს, ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიაროს ბევრად უკეთესი ჯამაგირის გამო, ოღონდაც, რევიშვილი არ არის ერთი რიგითი ფეხბურთელი, ის ეროვნული ნაკრების მეკარეა.

ასეა, ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და იქ უნდა წავიდეს, სადაც უკეთეს ხელფასს შესთავაზებენ.

ცხადია, რევიშვილისთვის უკეთესი საფეხბურთო ქვეყნის გუნდი გვემეტებოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ დროს ფინანსური მხარეა.

არის ისეთი რაღაცებიც, რაც ფულზე ბევრად მნიშვნელოვანია, რასაც ვერ შეიძენ, რასაც ფულით ვერ მოაგვარებ. ასეთ რაღაცებზე დგას ბევრი რამ ფეხბურთში, რომელსაც ფული კი რყვნის, მაგრამ რჩება ის სივრცეც, სადაც ფულს არაფერი ესაქმება.

ასეთი სივრცის შევსება ძალიან ძნელია და თუ ამას ვერ მოახერხებ, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ.

ფეხბურთელს შეუძლია ინდივიდუალურადაც იყოს წარმატებული, გადავიდეს მალტის ან აზერბაიჯანის რომელიმე მდიდარ კლუბში და ბევრი ფული იშოვოს, ოღონდაც, ტიტულები, სპორტული მიღწევები და ის, რის გამოც მემუარებს წერენ, მისთვის ხელმიუწვდომელი დარჩეს.

რატომ ვერ გახდა დიდი მწვრთნელი დანიელ პასარელა? დიდი ფეხბურთელი არ იყო, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა, სახელი და დიდება აკლდა თუ ფეხბურთი არ ესმოდა?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, უბრალოდ, საკუთარი ვერსია გამაჩნია.

დიეგო მარადონა ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს - პასარელა გასახდელში ფეხბურთელებს უყვებოდა იმის შესახებ, წინა ღამეს როგორ ერთობოდა ძმაკაცის ცოლთანო.

მე მგონია, რომ ასეთი მწვრთნელი ვერასოდეს გახდება წარმატებული, რადგან ის კარგს ვერაფერს ასწავლის ფეხბურთელებს.

გუნდი სათუთი მექანიზმია. კარგ მწვრთნელებს იმიტომაც უხდიან დიდ ფულს, რომ მათ იციან ამ მექანიზმის შექმნა და მისი მუშაობის პრინციპები. ამ სათუთ მექანიზმს კი მხოლოდ მწვრთნელი ვერ შექმნის, ამისთვის ფეხბურთელების სპორტული და ადამიანური თვისებებიცაა საჭირო.

შარშან, 26 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გასული წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც მიწვეული არ გახლდით და, შესაბამისად, საკუთარი თვალით არ მინახავს ის ყველაფერი, რაც სხვათა მონათხრობით გავიგე.

იხილეთ: N1 გურამ კაშიაა! - საფეხბურთო სამყარომ ნომინანტები ჩამოთვალა [VIDEO+PHOTO]

საქმე თურმე ასე ყოფილა: 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გურამ კაშია რომ დაასახელეს და პრიზი გადასცეს, იქ მიწვეულ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს უკვე დაეტოვებინათ დარბაზი, ანუ აღარ დარჩნენ იმის სანახავად, თუ როგორ გადასცემდნენ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს გურამ კაშიას.

შური ისეთი რამეა, ეშმაკი ყოველთვის რომ აძალებს სულს. ზოგი უმკლავდება ამ შემოტევას, ზოგიც - ვერა, მაგრამ თანაგუნდელის პატივისცემა და მისდამი მეგობრული დამოკიდებულება ის ნიადაგია, რაზეც გუნდი უნდა აშენდეს, რაც ცალკე უნდა იდგეს შურისგან.

თუ ის ამბავი, რაც სხვათაგან გავიგე, მართალია, სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ასეთი ნაკრები ყოველთვის ჩაფლავებული იქნება და არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, თემურ ქეცბაია ეყოლება მწვრთნელად, ლუის ვან გაალი თუ ვინმე სხვა.

სწორედ ეს უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ფული აღარ არის მთავარი, სადაც მეგობრობა, გვერდში დგომა და პატივისცემა მართავს სიტუაციას, საიდანაც იწყება ეროვნული ნაკრების შექმნა.

ისეთ გუნდს, სადაც თანაგუნდელები პრიზის ამწევ ფეხბურთელს ასე ექცევიან, მაგარი პრემიები რომც დაუნიშნო, ყველაფერი ფუჭად ჩაივლის - ამაში ეჭვიც არ მეპარება.

როგორ ფიქრობთ, რამდენიმე კაცი რომ მოგიყვება ამ ამბავს, არ უნდა დავიჯერო? ვაგლახ, ეს ის შემთხვევა არ უნდა იყოს, როცა ხალხს ტყუილი ურჩევნია სიმართლეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

akhali
თითოეულმა ნაკრების ფეხბურთელმა გააკეთოს კომენტარი აქ დაწერილზე!თუნდაც მესის დონის იყოს უღირსი,მდაბიო სულის ადამიანი საქართველოს ნაკრების მაისურის ღირსი არ არის!
roma
ვინ არის ეს უნამუსოები
guja_kakhadze
აქ მოყვანილი ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების დაბალ ინტელექტზე. დღევანდელი ფეხბურთი მაღალ ინტელექტს მოითხოვს. ამიტომაც არ გვაქვს შედეგები. მიზეზი კი ის მწვრთნელები არიან, რომლებსაც ფეხბურთელის აღზრდა და ინტელექტუალური განვითარება ევალებათ.
akhali
მართალია ეს?არ მინდა დავიჯერო...
del piero 10
გასაგებია დათო რაც შენ თქვი. სამწუხაროდ ეგრეა და ეგ ამბავიც მწარე სიმართლეა... ფეხბურთელი ინტერვიუებში (გვარ არ ვასახელე) იმას რო ყვება დიდი სიამაყით თუ როგორ უყვარს გულაობა და მაგრად გულაობს ამის მერე რაზეა ლაპარაკი?! კაცები გვაკლია კ ა ც ე ბ ი !!!!!!!!!!!!!!
aka
კაშია რო გვეყოლება,ავტორო,ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი იმიტოა ჩვენი საქმე წინ და წინ რო მიდის
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა
კვირის 1000 წვრილმანი: ანდორა და სან მარინო: საფიქრალი, აი, ეს არის!
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
ბატიგოლი - ვინ შეიცნო და დააფასა ბატისტუტას უდიდესი ტალანტი
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ოსიმენმა "ნაპოლიში" მარადონას შედეგი გაიმეორა
კვირის 1000 წვრილმანი: გია გეგუჩაძის ბლოგი
"ამ ფეხბურთელს "ნაპოლიში" საერთოდ რა ესაქმება? მისი თამაშის ყურებას მირჩევნია, რომ..." - რას აცხადებს მარადონას შვილი?
ვან გაალი: რონალდო უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე მესი
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
კვირის 1000 წვრილმანი: გულახდილი შუსტერი
"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
კვირის 1000 წვრილმანი: კონტრაქტი თუ ჯენტლმენობა?
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კვირის 1000 წვრილმანი: გასტრონომიის ჟამი - ოლიგარქი, ღარიბი და გარდანქეშანი
ცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ
მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
კვირის 1000 წვრილმანი: ლოდინსაც აქვს ზღვარი
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან