საქართველოს ნაკრების წევრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა
ფოტოზე: გონზაგელი დევიდ სტოქტონი და დუდა სანაძე (№10) ბურთისთვის იბრძვიან

დუდა სანაძის "სან დიეგო" საკუთარი კონფერენციის ლიდერს და სრულიად სტუდენტური ლიგის საუკეთესო 25-ეულში მყოფ "გონზაგას" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, მხლოდ 3 ქულით - 56:59 დამარცხდა.

მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე სანდიეგოელ კრის ანდერსონს 3-ქულიანი რომ ჩაეგდო, მატჩი ოვერტაიმში გადავიდოდა, თუმცა კალიფორნიელი გამთამაშებლის ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა.

"გონზაგას" "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში 7 მოგება და 1 მარცხი აქვს. ესაა ტრადიციულად ძლიერი საკალათბურთო უნივერსიტეტი, რომელსაც მუდმივად კარგი გუნდი ჰყავს და სტუდენტური ლიგის ფინალურ ტურნირშიც უცვლელად თამაშობს. "გონზაგა" წლეულსაც მოწოდების სიმაღლეზეა და გამოკითხვების 25-ეულში შედის.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სტუდენტურ უმაღლეს დივიზიონში 33 მოქმედი კონფერენცია და 400-ამდე გუნდია. მათი კლასიფიკაცია საკუთრ კონფერენციებში ხდება, საერთო კლასიფიკაციას კი გამოკითხვების შედეგად მიღებული ქულები განსაზღვრავს. გამოკითხვები ყოველკვირეულად იმართება და მასში ჟურნალისტები, მწვრთნელები და კალათბურთის სპეციალისტები მონაწილეობენ.

არის კლასიფიკაციის 2 ვერსია - "ასოშიეითედ პრესის" და "USA TODAY coaches" გამოკითხვები, რომლებიც ერთმანეთს ბევრ რამეში ემთხვევა, თუმცა არის განსხვავებებიც.

"გონზაგას" უნივერსიტეტი USA TODAY-ს გამოკითხვაში დღესდღეობით 21-ე ადგილზეა, ხოლო "ასოშიეითედ პრესისაში" კი - 28-ზე. ცნობისთვის აღვნიშნავთ, რომ ორივე კლასიფიკაცია - ანუ ჟურნალისტებიც და მწვრთნელებიც ლიდერთა სამეულზე შეთანხმებულები არიან. მათი აზრით, სტუდენტური ლიგის საუკეთესო გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით არიან: "არიზონა", (18 მოგება 0 წაგება), "სირაკუზი" (18-0) და "მიჩიგან სტეიტი" (17-1).

"გონზაგას" მიმდინარე სეზონში 16 მოგება და 3 მარცხი აქვს, "სან დიეგოს" კი, რომელიც გამოკითხვებში იმიტომ არ ფიგურირებს, რომ არცერთი ხმა გააჩნია, ამ სეზონში 11 მოგების წილ 10 წაგება აქვს. მთლიანობაში კი ხმა 42 საუნივერისტეტო გუნდს აქვს მიღებული.

სანაძის გუნდი "გონზაგას" სან დიეგოდან 1300 მილით დაშორებულ ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანში შეხვდა და ღირსეულ ბრძლაში დამარცხდა. მატჩი ამერიკული სპორტული მედიის მონსტრმა ESPN-მა თავის ერთ-ერთ არხზე პირდაპირ ეთერში გადასცა. შეხვედრა დღის ერთ-ერთ ცენტრალურად იქნა მიჩნეული და თამაშმაც გაამართლა.

"გონზაგა" მცირედით მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა სანდიეგოელები ჯონი დის სიზუსტის წყალობით, რომელმაც ჯამში 26 ქულა ჩააგდო, ფეხდაფეხ მისდევდნენ მასპინძლებს და თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ჩამორჩნა მინიმუმამდე - 56:57 შეამცირეს.

შემდეგ იყო აცილებული ბურთების ორმხრივი კასკადი და გონზაგელი კევინ პანგოსის ზუსტი ლეიაპი - 59:56. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, ბოლო წამებზე კი გამთანაბრებელი სამქულიანი, როგორც თავშივე ვთქვით, ანდერსონმა ააცილა.

საქართველოს ნაკრების წევრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. მატჩი დაცვითი ხასიათის იყო და მექულეობით ჯონი დის გარდა სანდიეგოელთა შორის ვერავინ გამოირჩა. სანაძემ 5-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო. ჯამში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ამდენჯერვე დაკარგა.

დენის კრამერს 10 ქულა ჰქონდა, საუკეთესო ჯონი დის კი - 26. გონზაგელებს სემ დოუერმა 18 ქულა - 10 მოხსნით ულიდერა.

სანაძის გუნდს 2 მოგება და 6 მარცხი აქვს და საკუთარ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა. თბილისის დროით ხვალ, დილას, "სან დიეგო" "პორტლენდს" ესტუმრება.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს
დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"
დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები
დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება
დუდა სანაძის MVP-ს ტიტული და 21 ქულა "ბეტესდასთან"
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა