ქართველი კალათბურთელის გუნდმა სტუმრად "პორტლენდს" დაძაბულ ბრძოლაში - 65:63 სძლია
"სან დიეგო ტორეროსმა" სტუმრად "პორტლენდი" დაამარცხა. დუდა სანაძის გუნდმა საკმაოდ მძლავრ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში - 65:63 სძლია.

ეს ის "პორტლენდია", ლიდერ "გონზაგას" "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში ამ სეზონში ერთადერთი მარცხი რომ აწვნია.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. სანდიეგოელებმა გამარჯვება დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 23 წუთზე მეტი არ გაუტარებია.

სანაძემ მთლიანობაში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა და მისი შედარებით მცირე ხნით თამაშის მიზეზიც ეს უნდა იყოს.

არადა, დუდამ შეტევაში შედეგიანობა გამოავლინა და ის 8 ქულა, რაც მთლიანობაშ მოაგროვა, 5 წუთის ინტერვალში მიითვალა. სანაძემ 3-დან 1 ოქრულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო.

საუკეთესო ჯონი დი გახდა, რომელმაც წინა მატჩის მსგავსად, სამქულიანი არ ააცილა. დიმ 2 დღის წინ "გონზაგასთან" 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ამჯერად კი პორტლენდელებს 4-დან 4 ჩაუგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 21 ქულა დაგროვდა, მეორე მექულე კი დენის კრამერი გახდა 15 ქულა-10 მოხსნით.

"სან დიეგო" ამ გამარჯვების შემდეგ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადავიდა. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 30 იანვარს, სან დიეგოში, კონფერენციაში მეორე ადგილზე მყოფ "სეინთ მერისთან" ელის.

წყარო: gbf.ge

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს
დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"
დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები
დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება
დუდა სანაძის MVP-ს ტიტული და 21 ქულა "ბეტესდასთან"
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა